ელზა წიკლაური
21.06.2016

საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 6 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. თუ განვთიარებულ ქვეყნებში ჩინოვნიკების საშუალო ხელფასის წლიური სიდიდე მშპ-სთან მიმართებით 80-100%-ზეა, საქართველოში ეს მაჩვენებელი 160-170%-ზეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

თამარ ლომიძე
21.06.2016

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უახლოეს საათებში კლინიკა "გულის" ხელმძღვანელის ანზორ მელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის მიზეზი კი "ბიზნესკურიერში" მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, სადაც მან ცენტრი კორუფციულ გარიგებასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ცენტრი "ბიზნესკურიერისაგანაც" ითხოვს პასუხს იმ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, რომელიც, როგორც ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი აცხადებს, ლახავს ცენტრის თითოეული თანამშრომლის ღირსებას.

ეკატერინე ბასილაია
20.06.2016

 "ქართულ ოცნებას" ჯერ არცერთი მაჟორიტარი არ დაუსახელებია და, ამდენად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ სიაში ე.წ. პორტირებული "ნაციონალები" აღმოჩნდებიან თუ არა, თუმცა გარკვეულია ის, რომ "ოცნების" სახელით წინასაარჩევნო აგიტაციას რეგიონებში უმეტესად ყოფილი "ნაციონალები" წარუძღვებიან. ამაზე საუბრობენ ოპოზიციაც და ამას "ოცნებაშიც" ადასტურებენ.

ლიკა გურაბანიძე
20.06.2016

 ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წლებში მშობიარობისას დედისა და ჩვილის გარდაცვალების შემთხვევების შესწავლისას დადგინდა, რომ 62 შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი მკურნალობისას დაშვებული შეცდომა, ან ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღება იყო.

თიკო ოსმანოვა
20.06.2016

 პარტია "ქართული ოცნება" რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს. "მთელი კვირის" ინფორმაციით, "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ფოთში "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება. თუმცა, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. "არცერთ სახელსა და გვარს არ ვაკონკრეტებთ. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია", - გვითხრა ირაკლი კობახიძემ.

ელზა პაპოშვილი
20.06.2016

 ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გარბის და როგორც ქალაქის, ასევე სოფლების უმეტესობა დაცარიელებულია. ასეთი შინაარსის სტატიას რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტი ყვება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას მასობრივად ტოვებს, ხოლო უპატრონო ტერიტორია ან ტყით იფარება, ან კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ იქ ჩასახლებული ჩრდილოკავკასიელები იკავებენ. ეს კი ადგილობრივებსა და ახალმოსახლეებს შორის დაძაბულ ფონს ქმნის.

ლიკა ამირაშვილი
20.06.2016

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე იმსჯელებს. იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება, მინიმუმ, სექტემბრამდე გადაიდება.

სალომე სარიშვილი
20.06.2016

 პოლიტილოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა მისასალმებელია იმ გაგებით, რომ ასეთ შემთხვევაში მმართველი ძალის პოლიტიკა საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო, ლოგიკური და მარტივი ხდება.

ანა იანელი
20.06.2016

თვალსა და ხელს შუა გაირბინა ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან 4-მა წელმა და მხოლოდ მწარე მოგონებებად დარჩა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის ჩახშობა, ოპოზიციონერთა დაკავებები და სატელიტური თეფშების დაპატიმრება. დღეს კი "ნაციონალური მოძრაობა" მოგონილ თუ ხელისუფლების მიერ მართლაც დაშვებულ შეცდომებზე პედალირებით, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, ხელისუფლებაში დაბრუნებისაკენ ისწრაფვის.

თიკო ოსმანოვა
20.06.2016

 "იმდენად ძლიერია კონკურენცია, რომ ახალი კვლევებით, შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე ვერ გავიდეს. ახლა ბურჭულაძის და ირმა ინაშვილის პარტიები იკრებენ ძალებს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობაზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.

თაკო მათეშვილი
20.06.2016

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მათი მოსაზრებები "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებს საეჭვოდ ემთხვევა.

თაკო მათეშვილი
20.06.2016

 "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" წარმომადგენელი, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე აყენებს ინიციატივას, რომ ისეთ შემთხვევებში, როცა სტრასბურგის სასამართლო ამა თუ იმ საქმეზე საქართველოს ჯარიმის სახით გარკვეული თანხის გადახდას დააკისრებს, ეს თანხა იმ მოსამართლეებმა გადაიხადონ, რომელთაც საქართველოში აღნიშნულ საქმეზე განაჩენი გამოიტანეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×