თაკო მათეშვილი
21.06.2016

 რუსეთი შავ ზღვაზე უწინდელი გავლენის აღდგენას ცდილობს - ასე ხსნიან სპეციალისტები გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გიუმრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემებს განათავსებს, რათა ნატოს გაფართოება შეაჩეროს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
21.06.2016

 გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და არ არსებობს უარის თქმის არავითარი ფორმალური მიზეზი.

ლიკა ამირაშვილი
21.06.2016

 "კვირიკაშვილი სიკეთის ფორმულაა, მაგრამ მას არ ექნება წვდომა ყველა იმ სუბიექტის მოსათვინიერებლად, რომელთაც სრულიად საწინააღმდეგო მიზანი აქვთ," - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ექსპრემიერ ივანიშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ "ანეკდოტურიც იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი ხმების მოპარვას იფიქრებს".

თიკო ოსმანოვა
21.06.2016

 არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს. ოპოზიცია ხელისუფლებას კუთვნილი უფასო სარეკლამო დროის წართმევაში ადანაშაულებს. კანონპროექტით უკმაყოფილონი არიან თავად ტელევიზიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამ თემაზე პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ.

ელზა პაპოშვილი
21.06.2016

 "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა თვლის, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია, რადგანაც ამომრჩეველს საშუალება მიეცემა, "ნაციონალების" კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის შიშით, ხმა "ოცნებას" აღარ მისცეს.

ეკატერინე ბასილაია
21.06.2016

ხელისუფლება და "თავისუფალი დემოკრატები" დანარჩენი ოპოზიციური ძალებისაგან საარჩევნო კამპანიაში ერთიანი ქცევის - ე.წ. ეთიკის კოდექსზე შეთანხმებას ითხოვენ. ინიციატორი "თავისუფალი დემოკრატი" ვიქტორ დოლიძეა, რომელსაც ამ იდეის გამო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების "დესტრუქციული ქმედებების გამპრავებლად" ნათლავენ კიდეც და აცხადებენ, რომ ამ არაფრისმომცემ განცხადებას ისინი არ შეუერთდებიან.

ელზა წიკლაური
21.06.2016

 მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ბრუნვაში ლარის მასის ზრდას და სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 260 მლნ-მდე დოლარის ამოღებას ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყვა. ძლივს გამყარებული ლარი მეორე კვარტალსაც ვარდნით ასრულებს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს ზედმეტი მოუვიდა და თავისი არასწორი ქმედებით ლარის მორიგ ვარდნას შეუწყო ხელი.

მარი ჩიტაია
21.06.2016

თურქეთის მოქალაქეები თხევად აირს (LPG) საზღვრისპირა რეგიონში, აჭარაში, აქტიურად ყიდულობენ. მართალია, მეზობელი ქვეყანა ნათობპროდუქტების დეფიციტს არ განიცდის, მაგრამ თურქეთში, აქციზის მაღალი გადასახადის გამო, ეს პროდუქტი ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ ისინი საქართველოში გადმოდიან, გაზის ბალონებს ავსებენ და უკან ბრუნდებიან. იგივე ხდება ენგურთან ახლოს, სადაც თხევადი აირის მომხმარებლები გალის რაიონის მოსახლეობაა.

ია აბულაშვილი
21.06.2016

 დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა კუთხესა და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი. ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედებისა და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა დესტრუქციული საქმიანობის შედეგად, ქალაქ ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს.

მარი ჩიტაია
21.06.2016

 მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტების მოსაზიდად აგრესიული მარკეტინგის ნაირ-ნაირ ფორმას იგონებენ. ხშირად იმდენად დაუოკებელია მათი ფინანსური ჟინი, რომ კლიენტების დასარწმუნებლად წარმოუდგენელი მეთოდებითაც სარგებლობენ. ზოგიერთი ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ქუჩას იყენებს.

ელზა წიკლაური
21.06.2016

ექსპორტი 2011 წლის მაჩვენებელს ჩამოსცდა. ფაქტობრივად, ქვეყანას ამ მიმართულებით 5-წლიანი უკუსვლა აქვს. შარშანდელ იანვარ-მაისთან შედარებით კი ექსპორტი 12%-ითაა შემცირებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ექსპორტის ხელშესყობის მიზნით მთავრობის მიერ აქამდე განხორციელებულმა პროექტებმა მარცხი განიცადა. ამიტომაც უახლოეს მომავალში მთავრობა საზღვარგარეთ კომერციული ატაშეების დანიშვნის პარალელურად, ქვეყანაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ინსტიტუტის შექმნას აპირებს.

მარი ჩიტაია
21.06.2016

 საქართველოში საექსკურსიო მომსახურების მიმართ მოთხოვნამ ოდნავ მოიმატა. ადგილობრივები სპეციალური ტურებით არ სარგებლობენ, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა უცხოელი ტურისტების შემთხვევაში. ექსკურსიებს ისინი ქართული კომპანიების დახმარებით აწყობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×