თიკო ოსმანოვა
28.06.2016

 გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ექსპერტიზები მიმდინარეობს. მისი ძმის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ საქმე აქამდე გაიხსნებოდა, თუმცა დროში გაიწელა. მაგრამ იგი გამორიცხავს, გამოძიებამ დასრულებისას კიდევ ერთხელ, დაადასტუროს, რომ ყოფილი პრემიერი უბედურ შემთხვევას შეეწირა.

ნინო ქეთელაური
28.06.2016

2013 წლიდან ოფიციალური ქორწინების რაოდენობა სტაბილურად მცირდება. 2013 წელს 34 693 ქორწინება დარეგისტრირდა, 2014-ში - 31 526, ხოლო 2015 წელს - 29 157.

ელზა წიკლაური
28.06.2016

 ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. იმის გამო, რომ ლარის კურსი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი თემაა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის ვარდნას საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობაც ფეხდაფეხ მიჰყვეს. იმ შემთხვევაში, თუ ლარმა გაუფასურება გააგრძელა, რასაც თავისთავად ინფლაცია მოჰყვება, ოქტომბრის არჩევნებს "ოცნება", სავარაუდოდ, ერთიორად შემცირებული მხარდამჭერით შეხვდება.

ელზა წიკლაური
28.06.2016

 კრემიანი ნამცხვრები, კექსები, ტორტები, ბისკვიტები, - ეს საკონდიტრო ნაწარმის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი მაღაზიები გვთავაზობენ. რამდენად უსაფრთხოა მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული ნაირნაირი ტკბილეული, საკითხავი სწორედ ესაა. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკონდიტროები წარმოებაში ვადაგასულ რძის პროდუქტებს, გატეხილ კვერცხს და ისეთ ცხიმს იყენებენ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ შარშან ვადაგასული პროდუქციის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა მართლაც დააფიქსირეს, თუმცა წელს ასეთი არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენიათ.

მარი ჩიტაია
28.06.2016

 ლარის გაუფასურებას სპეციალისტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. მართალია, სხვადასხვა უწყების, პოლიტიკური წრეებისა და ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის, მაგრამ მათი უმრავლესობა ერთსულოვანია იმაში, რომ სებ-მა შეცდომა დაუშვა და მოსალოდნელი რისკი სწორად ვერ გათვალა.

მარი ჩიტაია
28.06.2016

სამშენებლო დარგი სეპარატისტულ აფხაზეთში ქართველი და ტაჯიკი მუშახელის იმედადაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სოხუმსა და გაგრაში საოჯახო ტიპის სასტუმროები და რუსი ჩინოვნიკების აგარაკები შენდება. იშვიათ შემთხვევაში, მშენებლობა მიდის ტყვარჩელსა და გუდაუთაშიც, სადაც დაქირავებულთა უმრავლესობას ქართველები შეადგენენ.

მარი ჩიტაია
28.06.2016

 კურორტებზე ადგილობრივი დამსვენებლების სიმცირეა. აშკარაა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოში დასვენებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უპირატესობას უცხოურ კურორტებს ანიჭებს. ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა წელს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან.

ელზა წიკლაური
28.06.2016

ნამახვანის ჰესების კასკადი ისევ ინვესტორის მოლოდინშია. ჰესი, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში უნდა იყოს, არც დაწყებულა. ამ დრომდე უცნობია, გამოთქვა თუ არა რომელიმე ინვესტორმა ინტერესი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების, ფონდში მოუცლელობის გამო, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ნამახვანის პროექტირებისას ბევრი გარემოება გათვალისწინებული არ არის. ჰესი წამგებიანია და არ უნდა აშენდეს.

ეკატერინე ბასილაია
27.06.2016

 "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება. თუმცა, მანამდე "მთელმა კვირამ" შეძლო, არაოფიციალურად მოეპოვებინა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სიის ნაწილიც, ის, რაც ბოლო დრომდე განიხილებოდა. მათგან ბევრი ძველი სახეა, ნაცნობიც და უცნობიც, ნაწილი კი - ახალი.

თაკო მათეშვილი
27.06.2016

 საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი, შესაძლოა, 18 ივლისს გადაწყდეს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, ეს შესაძლებელია და თუ ასე არ მოხდა, პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

ეკატერინე ბასილაია
27.06.2016

 1-ლ ივლისს სოჭში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია ჩადის და როგორც რუსული მედია წერს, 2008 წლის ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი რუსეთში პირველად შედგება.

ლიკა ამირაშვილი
27.06.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ევროპაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და პრობლემა გააჩინა. როგორც ცინცაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, ამ მოვლენას ყველა აფასებს, როგორც ქაოსსა და პანიკას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×