თიკო ოსმანოვა 30.06.2016
"საქართველოში ტერაქტების რისკები ნაკლებია, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს.
|
ელზა პაპოშვილი 30.06.2016
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიას მეტოქედ ვერ აღიქვამს, რაც მათთვის დამღუპველი იქნება. მისი თქმით, ამ ორ პარტიას ერთმანეთი სჭირდება, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ხალხს ისინი აღარ უნდა.
|
სალომე სარიშვილი 30.06.2016
არქეოლოგიურმა გათხრებმა აწყურის კათედრალურ ტაძარში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოავლინა. ტაძრის ინტერიერში აღმოჩენილი ძველი შენობათა ნაშთები ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება და მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, გარდა ამისა, ტაძრის გარეთ აღმოჩენილია ასევე ადრეული შუა საუკუნეების აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, რომლებზეც ასომთავრული წარწერაა დატანებული. გათხრებმა სხვადასხვა დეკორატიული ნივთიც აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ მეათე საუკუნეს მიეკუთვნება.
|
ნინო ქეთელაური 30.06.2016
"ემიგრაციაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი, ვყვიროდი, პარლამენტისა და სამინისტროების დაკეტილ კარებზე ვაკაკუნებდი, მაგრამ უშედეგოდ", - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურის პარტია "ერთანი საქართველოს" ახალი წევრი, ელგუჯა ლამბრიანიდის-მინაძე "რეზონანსთან" საუბრობს.
|
მარი ჩიტაია 30.06.2016
ლარსის მთავარი საექსპორტო გზის ჩაკეტვამ გლეხური მეურნეობები დააზარალა. ზოგიერთ რაიონში ხალხმა მოსავლის კრეფაზეც ხელი აიღო. ატმისა და ვაშლის ფასი დაეცა, ამიტომ ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უღირთ. ამასობაში კი ხილი ფუჭდება. რაც შეეხება ბოსტნეულს, მას პრობლემა არ აქვს, რადგან ექსპორტიორების უმეტესობა სარკინიგზო გადაზიდვით, ზოგიც პორტებით სარგებლობს.
|
მარი ჩიტაია 30.06.2016
რუსეთის მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ტურისტულ სფეროში დაწესებულმა შეზღუდვამ დიდხანს ვერ გასტანა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რუსი ტურისტებისთვის ადმინისტრაციული ბარიერი მოიხსნება და ისინი თურქეთში გამგზავრებას უკვე წელსვე შეძლებენ.
|
მარიამ აფციაური 30.06.2016
გაუქმებული რეისები და შემცირებული მგზავრები, თურქეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ "თურქიშ ეარლაინსისა" და "ატლასგლობალის" მომხმარებლების ნაწილმა ბილეთები უკან დააბრუნა. კიდევ უფრო რთული ვითარებაა ტურისტულ ბიზნესში. კომპანიები თურქეთში მიმდინარე აფეთქებების შედეგად ფინანსურ ზარალს განიცდიან.
|
ელზა წიკლაური 30.06.2016
ეროვნული ვალუტის არასტაბილურმა კურსმა მოსახლეობას ნეგატიური მოლოდინი შეუქმნა. ხალხი შიშობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი კვლავ გაუფასურდება და არჩევნების შემდგომ შესაძლოა, 2,5-ის ნიშნულსაც კი გადააბიჯოს. ამ დროს მთავრობა და სებ-ი კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ეროვნულ ბანკში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "მცურავი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება", მაგრამ როდის, ეს არავინ იცის.
|
ია აბულაშვილი 30.06.2016
არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.06.2016
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა კარდინალურად შეცვალა დასავლეთი ევროპა. აღმოსავლეთის ცივილიზაციასთან კონტაქტი გახლდათ ერთადერთი გზა, რამაც ბებერი კონტინენტი სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა.
|
თიკო ოსმანოვა 29.06.2016
რუსეთში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დაახლოებით 450 კილომეტრის დაშორებით, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი, რიგით მე-4 ენერგობლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც გაისად იგეგმება. რუსი ეკოლოგები მშენებლობის გარშემო რადიაციული ფონის ზრდაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობაზე რადიაციის გაჟონვა ხდება, რასაც ხელისუფლება მალავს.
|
ეკატერინე ბასილაია 29.06.2016
ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ევროპული მუსიკალური ჯგუფი პირველად ჩავიდა - რუმინულმა პოპულარულმა ჯგუფმა "მორანდიმ" ცხინვალის ცენტრში უფასო კონცერტი ორშაბათს გამართა, რასაც ადგილობრივებში დიდი აღფრთოვანება მოჰყვა და უფრო მეტიც, ევროპული ჯგუფის სტუმრობა "ევროპელების მხრიდან აღიარების" დასაწყისადაც კი მოინათლა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|