მაკა ხარაზიშვილი 19.08.2016
საქართველოდან თურქეთში ნახევარფაბრიკატი ხორცის გატანა განიხილება. "ფერმერთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ ნახევარფაბრიკატი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და ამ იდეის რეალიზაცია მეცხოველეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
|
ელზა წიკლაური 19.08.2016
სავალუტო კრიზისის გამო მეზობელ ქვეყნებში კომერციული ბანკები იხურება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანში კიდევ ორი ბანკი - "კავკასიის განვითარების ბანკი" და "ატრაბანკი" გაკოტრდა. აღნიშნული ფაქტის გამო კი, "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" სებ-მა დროებითი მმართველი დანიშნა.
|
მარი ჩიტაია 19.08.2016
 საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით დიდი ნაწილი გაუმართავია. სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება თითქმის არ ხორციელდება და არ ხდება მონიტორინგი. როცა ხელისუფლება ტექდათვალიერების თემით აპელირებს და მუდმივად გვახსენებს, რომ ამით ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არსებული ვალდებულებების შესასრულებლად თითსაც არავინ ანძრევს.
|
ია აბულაშვილი 19.08.2016
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება ბრძოლა საქალაქო თვითმმართველობის შემოღებისთვის. ამ მოთხოვნას აყენებდა საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი ქალაქი, რათა განემტკიცებინათ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკურადაც.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.08.2016
რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთი ჯგუფი 18 აგვისტოს დაბრუნდა სამშობლოში, - ძიუდოისტები, მშვილდოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.08.2016
"ბოლო მონაცემებით, ყირიმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინის სასაზღვრო ზოლთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და ანალოგიური საბრძოლო მზადყოფნის წინაპირობა გათვალისწინებულია საქართველოს მიმართულებითაც", - ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 18.08.2016
მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს თანაგუნდელები ემიჯნებიან - პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" აქტივისტები მასობრივად ტოვებენ.
|
თიკო ოსმანოვა 18.08.2016
"ჩვენთან პოლიტიკაში მოსვლა კარგი ცხოვრების საუკეთესო საშუალებას იძლევა, ურისკო ბიზნესია. 4 წელი კარგად ცხოვრობენ, ხოლო ვინც ვერ მოხვდნენ სიაში, მინისტრის მოადგილეებად ან სადმე დაინიშნებიან და ყველა დაპურდება. გარანტირებული აქვთ კარგი ცხოვრება.
|
ნინო ქეთელაური 18.08.2016
"ლაშას 2-3 თვე დარბაზიდან გარეთ არ გაუხედავს, ძალიან დიდი შრომა გაიღო ამ შედეგის მისაღწევად", - უთხრა "რეზონანსს" 22 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის მამამ. რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნმა პირველად სწორედ ლაშას დამსახურებით გაიჟღერა.
|
აკაკი გვიმრაძე 18.08.2016
(პეკინი-შანხაი-სიანი-ლანჭოუ)
წარმოებულია ჩინეთში - ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მსგავსი წარწერა უნდობლობას იწვევდა, ითვლებოდა, რომ ჩინური პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩინელი მწარმოებლები ხარისხს მუდმივად აუმჯობესებენ და საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო კონკურენტუნარიანნი ხდებიან.
|
მარი ჩიტაია 18.08.2016
სუპერმარკეტებში სურსათის შენახვის პირობები ირღვევა. პრობლემა განსაკუთრებით მცირე მარკეტებში შეიმჩნევა. კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარზე უვარგისი პროდუქტი მაინც იყიდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევითაც დასტურდება. კვლევის ავტორების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად შენახვის პირობები სამაცივრე დანადგარების გამორთვის გამო ირღვევა.
|
ელზა წიკლაური 18.08.2016
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შენახვა და მათთვის დაწესებული გარკვეული შეღავათები სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებულმა ასიგნებებმა დაახლოებით 146%-ით მოიმატა და დღეს ის მთლიანი ბიუჯეტის 6,7%-ს შეადგენს, ამ დროს კი 5,3%-ით შემცირდა.
|