ვახტანგ შამუგია 24.08.2016
სიცხე, მძიმე ჩანთებით დატვირთული ჯგუფ-ჯგუფად მომავალი ხალხი, შეწუხებულსახიანი ხანში შესული ქალები, მგზავრების მომლოდინე მძღოლები, ტაქსები და მიკროავტობუსები... ეს ის ყოველდღიური სურათია, რომლის ნახვაც მდინარე ენგურის ხიდზე ე.წ. "ქართულ-აფხაზურ საზღვარზე" შეიძლება.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.08.2016
ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაეწია, რაც შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
|
ნინო ქეთელაური 24.08.2016
ტერისტული აქტი გამიზნული იყო დესტაბილიზაციისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი გარეთ, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით - ასე აფასებენ ქართველი ექპერტები 20 აგვისტოს დაკავებული ჯგუფის მიერ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებველი გაზსადენის აფეთების მცდელობას. მათი თქმით, შესაძლოა ამის უკან კიდევ სხვა საფრთხე იმალებოდეს და სპეცსამსახურებს მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდებენ.
|
თაკო მათეშვილი 24.08.2016
ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, სულ უფრო ბევრი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მომავალი პარლამენტი არც ისე მრავალპარტიული იქნება, როგორი მოლოდინიც თუნდაც რამდენიმე თვის წინ გვქონდა. ფიქრობენ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე პარტიებს უკეთესი შანსები ჰქონდათ, ვიდრე ახლა, რადგან ბევრმა მათგანმა გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა, რამაც მათ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დააკარგინა.
|
ელზა პაპოშვილი 24.08.2016
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პაატა ბურჭულაძეს მესამე ძალის შექმნის შანსი კვლავ აქვს და შეუძლია, რომ ის 60% ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს ხმა ვის მისცეს, თავისკენ გადაიბიროს, რადგანაც მათ აღარც "ნაციონალები" და აღარც "ოცნება" სურთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.08.2016
ხმაურის აკრძალვის შესახებ არსებულ კანონპროექტს დასამტკიცებლად ერთი ხმა დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ხმაურისგან თავის დასაღწევად, პრაქტიკულად, ისევ არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
|
ელზა პაპოშვილი 24.08.2016
"ვარაუდობენ, რომ თურქეთის ინჯირლიკის ბაზიდან ამერიკელებმა ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ საკუთარი არსენალი გაიტანეს და, სავარაუდოდ, ალბათ თურქულსაც წაიღებენ. თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ინჯირლიკის ბაზის ბლოკირება არაერთხელ მოხდა, რამაც, რა თქმა უნდა, თურქეთ-ამერიკას შორის დიდი უსიამოვნება გამოიწვია.
|
მარიამ ხიდაშელი 24.08.2016
წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე საუბარი ჩვეულ ნორმად იქცა. ამჯერადაც ქვეყნის მთავარი ეკონომისტი აცხადებს, რომ სურთ, "საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა". ამასთან დიმიტრი ქუმსიშვილი ახალ სამუშაო ადგილებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დამატებით 7 ათასამდე ახალი ადგილი შეიქმნა.
|
მარიამ აფციაური 24.08.2016
მგზავრების დიდი ნაწილი ტაქსების ლიცენზირების აუცილებლობაზე საუბრობს. მათი თქმით, ავტომანქანების უმეტესობა მოსიარულე ნაღმია. ისინი უსაფრთხო გადაადგილების გარანტად გარკვეული რეგულაციების ამოქმედებას მიიჩნევენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ ტაქსისტებს. მათი აზრით, ცვლილება მხოლოდ მთავრობას მოუთბობს ხელს. მძღოლებმა, კომპანიის წარმომადგენლებმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნეს ისიც, რომ ლიცენზირება ტარიფის გაზრდას გამოიწვევს.
|
მარი ჩიტაია 24.08.2016
ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილს კრიზისიდან გამოსვლა უჭირს. ერთ წელიწადზე მეტია, რაც პრობლემა ამ ბიზნესში ლარის გაუფასურების გამო შეიქმნა. მართალია, კურსი ბოლო პერიოდში ოდნავ დასტაბილურდა, მაგრამ გაყიდვის გაუმჯობესება, მცირე გამონაკლისის გარდა, კომპანიებში ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.
|
ია აბულაშვილი 24.08.2016
"სახალხო განათლების სამინისტროს მიერ ეთნოგრაფიულ მივლინებაში გაგზავნილი, მეხუთედ ვეწვიე კავკასიას. რაც უფრო მეტად ვსწავლობ ამ ქვეყანას, რაც უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს მის მაცხოვრებლებთან, რაც უფრო ვცდილობ მათი ხასიათის ღრმად გაგებას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საგრძნობი შედეგის მისაღწევად საჭიროა ბევრი დრო, მოთმინება და დაჟინება", - წერდა მე-19 საუკუნეში ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონი დე ბეი, რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში.
|
ელზა წიკლაური 23.08.2016
ეროვნული ვალუტა, შესაძლოა, შემოდგომით ისევ გაუფასურდეს. ანალიტიკოსების პროგნოზით, დღეს ლარის გაძლიერებას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება და ზამთრის დასაწყისში ის კვლავ დაეცემა. გამორიცხული არ არის, რომ იმ პერიოდისთვის ერთი დოლარის ღირებულებამ 2,4-ის ნიშნულსაც კი გადააჭარბოს. ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ ეკონომიკის სამინისტროში, სადაც წლის ბოლოსთვის ლარის კურსის 2,2-2,25-ის ნიშნულზე დაბალანსებას ელიან. სებ-ი კი ეროვნული ვალუტის კურსზე კომენტარს ისევ არ აკეთებს, სამაგიეროდ, მისი ნახტომისებურ გამყარებას ბაზრიდან დოლარის ამოღებით აჩერებს.
|
|