ვახტანგ შამუგია 25.08.2016
რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება საქართველოს საზღვართან ახლოს დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს.
|
ელზა პაპოშვილი 25.08.2016
"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ დავით უსუფაშვილი ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც "ქართულ ოცნებაში" მყოფი ყველა კანდიდატი ერთად რომ დაუპირისპირდეს, ყველას დაამარცხებს. შესაბამისად, ლევან გოგიჩაიშვილის ფიგურა, უსუფაშვილთან განსახილველადაც აღარ ღირს.
|
თაკო მათეშვილი 25.08.2016
არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ "პატრიოტთა ალიანსმა" და ნინო ბურჯანაძის "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" კოალიცია შექმნან, პოლიტოლოგები ლოგიკურს უწოდებენ და დასძენენ, რომ ამგვარი გაერთიანება მათთვის, პრაქტიკული თვალსაზრისით, ხელსაყრელია.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.08.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს, იმას არ ნიშნავს რომ პროცესი ფერხდება და წინ ნელა მიიწევს.
|
ნინო ქეთელაური 25.08.2016
თურქეთმა პირობა დადო, რომ თავის საზღვარს ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებისგან სრულად გაასუფთავებს და სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან დილის 5 საათზე ჯერ სასაზღვრო ქალაქ ჯერაბლუზე დაბომბვა განახორციელა, შემდეგ კი სახმელეთო შეტევა დაიწყო და სირიის საზღვრები თურქულმა ტანკებმა გადალახა.
|
ნინო ქეთელაური 25.08.2016

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაკარგულად ითვლება. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამთენიისას, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.
|
მარიამ აფციაური 25.08.2016
თბილისელები, განსაკუთრებით მშობლები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ პარკებსა და სკვერებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ფაქტზე ჩივიან. ისინი სამართალდამცველებს უცოდინრობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ბრალდებას შსს-ში სტატისტიკური მონაცემებით პასუხობენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან მარტო ერთ წელში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმლის მოხმარებაზე 2413 პირია დაჯარიმებული.
|
მარი ჩიტაია 25.08.2016
წინასაარჩევნო კამპანიამ სარეკლამო ბაზარი გამოაცოცხლა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკლამაზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა. ამ ცვლილების ამსახველი სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უდავოა, რომ სარეკლამო ბაზარმა ნახტომისებურად წაიწია წინ, რაც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ონლაინ რეკლამებსა და გარე ბილბორდებზეა, რამაც სარეკლამო ბაზარზე ბოლო დროის ტენდენცია რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ.
|
მარიამ ხიდაშელი 25.08.2016
ხელისუფლება მომდევნო 4 წელიწადში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რამდენიმე მილიარდი ლარის დახარჯვას აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ყველაზე მეტი თანხა გზების მშენებლობაზე იხარჯება და ამისთვის სახელმწიფო ასეულობით მილიონ დოლარს სესხულობს. სპეციალისტები სახელმწიფოს ურჩევენ ახალი პროექტების დაგეგმვასთან ერთად ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.
|
ელზა წიკლაური 25.08.2016
რამდენიმე ასეული სახელმწიფო შპს-ს, სსიპ-ის თუ ააიპ-ის შემდეგ მთავრობა კიდევ ერთ სახელმწიფო შპს-ს ქმნის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო უკვე არსებული შპს-ს დაქვემდებარებაში იქნება და თანაც, ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში იმუშავებს. ახალი შპს-ს ხელმძღვანელად კი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი დაინიშნება. ახალი შპს-ს შექმნას იურისტები გაუგებარს უწოდებენ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენაში კორუფციის ნიშნებს ხედავენ.
|
ია აბულაშვილი 25.08.2016
"ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსემთვარიან ღამეს თელავიდან ალაზნის ველს უნდა უყუროს" - ასე შეამკო მე-19 საუკუნის გამოჩენილმა გერმანელმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ არტურ ლაისტმა კახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთ უძველესი და ულამაზესი ქალაქი თელავი.
|
მამუკა ნაცვალაძე 25.08.2016
საქართველო არაერთხელ ყოფილა უდიდესი განსაცდელის პირისპირ, ბევრ მომხდურს აუწიოკებია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თურქ-სელჩუკთა შემოსევებს, ყ| ს-იდან რომ ააფორიაქა მთელი იმჟამინდელი მსოფლიო, თავისი სისასტიკით ვერავინ და ვერაფერი შეედრება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|