ნათია ლომიძე
20.08.2016

 ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში დარჩენილ ემიგრანეტების ოჯახს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფული აღარ ჰყოფნით. ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქვეყანა დატოვოს და სამუშაოდ მათი ოჯახის წევრებთან ჩავიდნენ.

ელზა წიკლაური
20.08.2016

 აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დანარჩენი საქართველოდან შეტანილი ხილ-ბოსტნეული სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ადგილზე. რეგიონის მოსახლეობა ამბობს, რომ გაძვირებული პროდუქციის ყიდვა უჭირთ, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. "სამხრეთ ოსეთში" ახალგორის "საბაჟოს" გავლით დღეში 200 ტონა ხილ-ბოსტანეული შედის, აფხაზეთის სტატისტიკა კი უცნობია, რამდენაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სოხუმში ამ მონაცემს არ ასაჯაროებენ.

მარიამ ხიდაშელი
20.08.2016

ქვეყანაში ექსპორტის ვარდნა გრძელდება. ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პროდუქტს ფეროშენადნობებს საერთაშორისო ბაზრებზე ისევ რეალიზაციის პრობლემა აქვს. თხილისა და ღვინის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ამ პროდუქტების წილი მთლიან ექსპორტში იმდენად მცირეა, რომ სხვა პროდუქტების შემცირების კომპენსირებას ვერ ახდენს. რაც შეეხება იმპორტს, პირველ ადგილზე კანადიდან შემოტანილი "ცე ჰეპატიტის" მედიკამენტებია, მას კი ნავთობპროდუქტები მოსდევს.

მარი ჩიტაია
20.08.2016

 წელს თხილის ხარისხთან დაკავშირებით ბევრი უზუსტობაა. ექსპორტიორებისა და თხილის შემსყიდველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროდუქტი უხარისხოა, გლეხები კატეგორიულად უარყოფენ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც თხილი მოყავთ, ხალხი თხილის ხარისხით უკმაყოფილო აშკარად არ არის. მოსახლეობა ეჭვობს, რომ მეწარმეები ხმას სპეციალურად ავრცელებენ, რომ პროდუქტი იაფად შეისყიდონ.

მამუკა ნაცვალაძე
20.08.2016

 თბილისმა ბევრ მომხდურს გაუძლო, ბევრ სისასტიკეს დახვდა მედგრად. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გმირული ფურცელი ხაზართა შემოსევას უკავშირდება, ხაზართა მეკავშირეა ბიზანტიის იმპერია, რომელიც თავის პოლიტიკურ პლაცდარმად მოიაზრებს კავკასიას მსოფლიო ბატონობის ამბიციის ფონზე.

გვანცა ღვედაშვილი
20.08.2016

"პარტიები გაცვეთილ თემებს იღებენ და პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იკარგება. მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტი, ყველა ერთსა და იგივე თემას უტრიალებს და ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების აყოლიებას ცდილობენ. ის, რაც თვალს ხვდება, ეს არის თავისი არსით უსახური რგოლები, რომელსაც არანაირი კრეატივი და დამაჯერებლობა არ აქვს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებასთან კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.

თიკო ოსმანოვა
19.08.2016

 წინასაარჩევნოდ მორიგი საარჩევნო ბლოკი იქმნება - ამჯერად მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე 3 პარტიას შეურთდა. ახალ გაერთიანებას "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერქმევა. ბურჭულაძის თქმით, პოლიტიკურ წნეხს ახლა თანაბრად გადაინაწილებენ, ხოლო მათ, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, მომღერალი პარტიის რიგების დატოვებისკენ მოუწოდებს. პოლიტოლოგები კი მსოფლიო ბანის გადაწყვეტილებას იწონებენ და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე საუბრობენ.

ნინო ქეთელაური
19.08.2016

 "ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსტიტუციური ქმედება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ვფიქრობ, ამგვარი პოლიტიკური ძალა საერთოდ არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში", - ასე აფასებს პრორუსული პარტიების გააქტიურებას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.

ელზა პაპოშვილი
19.08.2016

 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი საარჩევნო სია, არაფრის მთქმელი და მომცემია. მისი აზრით, "ოცნებას" პარტიაში ლიდერიც კი არ ჰყავს და არჩევნებზე მათ კვლავ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ავტორიტეტის, რესურსის იმედი აქვთ.

გვანცა ღვედაშვილი
19.08.2016

 შავ ზღვაში ორ ქართველი სამხედროს უკვე მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს. დილიდან კი დასახმარებლად საქართველოს საზღვაო ტერიტორიაზე კიდევ ერთი თურქული საზღვაო ძალების მცურავი საშუალება შემოვა.

თაკო მათეშვილი
19.08.2016

 თურქეთში სიტუაცია დღითი დღე მწვავდება - აფეთქება და ტერორისტული აქტი ამ ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა. სპეციალისტები იქაურ ვითარებას უკიდურესად დაძაბულად აფასებენ და აქვე იმასაც დასძენენ, რომ უახლოეს მომავალში არც მდგომარეობის დარეგულირებას უნდა ველოდოთ.

ვახტანგ შამუგია
19.08.2016

200 მილიონ დოლარიანი კრედიტი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ სომხეთს შარშან გამოუყო, ერევნის მიერ საკუთარი სამხედრო პოტენციალისა და არმიის თავდაცვისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება. თანხის ათვისება უახლოეს მომავალში დაიწყება და მისი მიზანი ტექნიკურად მეტწილად მოძველებული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი სომხური ქვედანაყოფების გადაიარაღებაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×