მარიამ ხიდაშელი
23.08.2016

 ეკონომიკა წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს. შედეგად ქვეყნის მთავარი პრობლემების მოგვარება - უმუშევრობა, სიღარიბის დონის შემცირება ვერ ხერხდება. ხელისუფლებაში, ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ მეზობელი ქვეყნები უარეს მდგომარეობაში არიან. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ზრდა გვქონდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს.

მარი ჩიტაია
23.08.2016

 ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასი ოქტომბრამდე შენარჩუნდება. წინა წელთან შედარებით, ეროვნული ნაწარმი ცოტათი გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ცვლილება სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი ბოსტნეულის სიჭარბეს უკავშირდება, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და რამდენიმე თვეში იმპორტირებული პროდუქტით ჩანაცვლების საჭიროება დადგება.

მარი ჩიტაია
23.08.2016

 დაცვის კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, წელს მომხმარებელი პასიურია. მათ ზოგიერთ შემკვეთთან ხელშეკრულების გაწყვეტაც უწევთ, რადგან ობიექტის დაცვის ხარჯს ყველა ვერ უმკლავდება. ასეთი კი, როგორც დაცვის კომპანიებში განმარტავენ, მომხმარებელთა დაახლოებით 10-15%-ია, რომელსაც პრობლემა ლარის გაუფასურების გამო შეექმნა.

ნატა გიორგაძე
23.08.2016

 აზერბაიჯანში ბანკების გაკოტრების შემდეგ, ახალი სავალუტო კრიზისის მწიფდება. როგორც გამოცემა "ბლუმბერგი" წერს, დღეს ბაქოში ბანკები ან საერთოდ აღარ გასცემენ ვალუტას ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, ან მკაცრად ზღუდავენ ერთ პირზე ვალუტის გაცემას 100-დან 500-ს დოლარამდე.

მარიამ ხიდაშელი
23.08.2016

 2016 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება კატასტროფულად მცირდება. სპეციალისტები ამ ფაქტს ორი მიზეზით ხსნიან - ერთია ის, რომ 2016 წელს ხორცის ექსპორტი გაიზარდა, რის გამოც პირუტყვის სულადობრივი მაჩვენებელი შემცირდა, მეორე - ქვეყანაში საძოვრების დეფიციტია.

თაკო მათეშვილი
23.08.2016

 "ისლამური სახელმწიფოს" ფრანგულენოვანმა ონლაინ-ჟურნალმა პანკისელი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანის) ანდერძი გამოაქვეყნა. სპეციალისტთა უმრავლესობა მის ავთენტურობაში დარწმუნებული არ არის, თუმცა აცხადებენ, რომ თუკი ეს ტექსტი, სადაც კავკასიაცაა ნახსენები, მართლაც ბათირაშვილმა დაწერა, საქართველოსთვის რაიმე საფრთხეს არ შეიცავს.

ელზა პაპოშვილი
23.08.2016

 პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" უკვე ყოფილი წევრი მერაბ მეტრეველი, "რეზონანსთან" ინტერვიუში იმ მიზეზზე და გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც მან პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. მეტრეველის თქმით, ბურჭულაძე, ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგად, იძულებული გახდა, რომ პარტიის გადასარჩენად პარტნიორები მოეძებნა. შედეგად, კოალიციაში აღმოჩდნენ ის ადამიანები, რომელთან ერთადაც მას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია.

ნინო ქეთელაური
23.08.2016

 საქართველოში ტერაქტის მზადების ბრალდებით 7-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელიც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა.

თაკო მათეშვილი
23.08.2016

 სექტემბრიდან ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება - იგი "ჯიდიესზე" ახალი გადაცემით ბრუნდება და ამავდროულად რეგიონებში საარჩევნო ტურნესაც იწყებს. "ოცნებაში" მისი გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, ამგვარი ღონისძიებები სრულიად ლოგიკურია.

ია აბულაშვილი
23.08.2016

 მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში კოოპერაციული მოძრაობა იწყება. ამ საქმეს მხარს უჭერდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, სერგი მესხი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა პირველი კოოპერატივი საქართველოში 1869 წელს და მას "მომჭირნეობა" დაარქვა.

ელზა წიკლაური
23.08.2016

 კოსმეტიკური საშუალებები, რომლის შეძენაც მანდილოსნებს და არა მარტო მათ, მამაკაცებსაც კი საკმაოდ ძვირი უჯდება, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხის მომტანი იყოს. ევროპის ეკოლოგიის კომიტეტის წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, რომ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი თითქმის ყველა კოსმეტიკური საშუალება საშიშია და აუცილებელია, რომ მისი ხშირი მომხმარებისგან თავი შევიკავოთ.

ნინო ქეთელაური
22.08.2016

 "ქართული ოცნების" მიერ ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა გოდერძი ბუკიამ საკუთარი კადიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა, სადაც განმარატვს, რომ საკუთარ ადგილს უფრო ახალგაზრდა, ენერგიულ კანდიდატს დაუთმობს, თავად კი ბიზნესს უბრუნდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×