ელზა პაპოშვილი
25.08.2019

 კახეთში, სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობების საქმეზე ჯერ კიდევ უცნობია ვინ მოკლა 5 ადამიანი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესაძლოა პროკურატურას გამოძიება თავდაყირა დაუდგეს და საერთოდ ომარ გამყრელიძისთვის ბრალის დამტიკიცება ცოლის მკვლელობაში დახმარებისთვისაც კი გაუჭირდეს.

ია აბულაშვილი
24.08.2019

 თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის გურჯი ხათუნის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც ამ დრომდე უცნობი იყო, რის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნებაც ახდეს და მივაგნოთ დიდი მეფის - თამარის საფლავს, რომელიც ყველაზე გასაიდუმლოებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში.

ელზა პაპოშვილი
24.08.2019

 ვინ მოკლა ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარი შუამავალი ზელიმხან ხანგოშვილი - 40 წლის პანკისელი გერმანიაში ჩაცხრილეს. ამის შესახებ „რეზონანსს" ინფორმაციას პანკისელებიც უდასტურებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. თუმცა, მან მხოლოდ ერთი სიტყვის დაძახება - ალააჰ მოასწრო.

თამთა ჩაჩანიძე
24.08.2019

 თბილისში, ლიეტუვის საელჩოს ეზოში შეკრებილი საზოგადოება ბოლო თვეების გმირს ნიკო ამირგულაშვილს შეხვდა, რომელმაც ვილიუსიდან თბილისამდე 2100 კმ-მდე მანძილი ფეხით გაიარა.

თამარ შუკვანი
24.08.2019

 იტალიაში ბოლო რვა კვირის განმავლობაში 100 ტურისტი იქნა დაჯარიმებული საზოგადოებრივ ადგილებში "ანტი-სოციალური" ქცევისათვის. აკრძალვები მიმდინარე წლის 19 ივნისიდან დაწესდა. ჯარიმა კი დაახლოებით 150-350 ევროს შეადგენს.

თამარ შუკვანი
24.08.2019

 ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.

მარი ჩიტაია
24.08.2019

 ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება. სულ ახლახან დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძის ლოკალიზებისთვის. არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი სხვა ტყეებშიც გაჩნდეს. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გლობალური დათბობაა, თუმცა რისკი მოქალაქეების დაუდევრობაც შეიძლება გახდეს, რის მაგალითიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ იყო.

ელზა პაპოშვილი
23.08.2019

 ბიძინა ივანიშვილის დაპირებები პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ- რას ასრულებს ივანიშვილი? „ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას ერთწლიანი ვადა სთხოვა და განაცხადა, რომ 2019 წელს ის, როგორც მედიაში, ასევე პარტიასა და ქვეყანაში ყველაფერს დაალაგებს. რას ასრულებს ივანიშვილი? როგორც ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ყოფილ პრემიერს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე სრულიად სხვა წარმოდგენა აქვს. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მისი ნათქვამი ნაწილობრივ მუქარანარევი გაფრთხილებაც იყო, რისი შესრულებაც დაიწყო.

ია აბულაშვილი
23.08.2019

 "უგულავასა და ჩორგოლეიშვილის დაპირისპირების არ მჯერა, რაღაც თამაშს აქვს ადგილი. თუ ასე არ არის, მაშინ თქვას უგულავამ, რომ ემიჯნება ბოკერიას, თორემ მეგობრის ცოლზე ჭორაობა ცოტა არ იყოს უხერხულია" - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამათალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში თამარ ჩორგოლეიშვილისა და გიგი უგულავას პოლემიკას.

თამარ შუკვანი
23.08.2019

 ახალი რუსული ტანკი „არმატა," რომელზეც კრემლი უდიდეს იმედებს ამყარებდა, იმდენად წარუმატებელი პროექტია, რომ თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროც კი არ ყიდულობს.

თამარ შუკვანი
23.08.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების" დღეს 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები გაიხსენება მათ შორის მოსკოვსა და ჩერკესკში (ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიის დედაქალაქი). სოხუმში დიდი იმედი ჰქონდათ, რომ უბნებს თურქეთშიც გახსნიდნენ, სადაც დიდი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს, თუმცა, როგორც ჩანს, ამაოდ.

მარი ჩიტაია
23.08.2019

 უამინდობის გამო ზღვისპირა კურორტებზე ტურისტების აქტიურობა შენელდა. ხშირი წვიმების გამო დამსვენებლების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა, რაც სეზონს საგრძნობლად დაეტყო. ბათუმში მდებარე სასტუმროებში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა განახევრებულია. ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიასა და განმუხურში, სადაც სეზონზე უამინდობამ ნეგატიურად მოქმედებს და ხალხს ბინების გაქირავება უჭირს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×