თამარ შუკვანი 22.08.2019
ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ, აშშ-ის კიდევ ერთი ირიბი გაფრთხილება საქართველოს - აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა.
|
ია აბულაშვილი 22.08.2019
"ჟურნალისტები ემოციური ხალხია და მათ უნდათ კიდეც საფუძველი, რომ დაიძახონ - არ დავნებდებით. მაგრამ, თუ მიზანმიმართულად ხდება ხელისუფლების მიერ, მაშინ ხელისუფთლების სტრატეგია და მისი შეცდომები უფრო სადარდებალია, ვიდრე ის, რომ თავისუფალი სიტყვა იზღუდება, რადგან თავისუფალი სიტყვა არასდროს შეიზღუდება, ის თავის გზას ყოველთვის მოძებნის" - ასე ეხმაურება პოლიტოლლოგი რამაზ საყვარელიძე მედიაში მიმდინარე მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 22.08.2019
მოძრაობა „თალიბანმა," რომელსაც აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს, ამერიკულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედგება - აშშ მზადყოფნას გამოხატავს ამ ეტაპზე თავისი სამხედრო კონტიგენტიდან 5 ათასი სამხედრო ავღანეთიდან გაიყვანოს, თუკი თალიბები მისცემენ გარანტიას, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან დაიწყებს პირდაპირ მოლაპარაკებებს, რაც, ფაქტობრივად, 18 წლიანი ომის დასრულების წინაპირობა გახდება. ამერიკას ასევე არ სურს, ავღანეთი ალქაიდას მხარდამჭერ ტერიტორიად იქცეს. ამის შესახებ ნათქვამია ოთხპუნქტიან ხელშეკრულებაში.
|
ია აბულაშვილი 22.08.2019
რაიონში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნაპოვნია სავარაუდოდ სულთან ალეიდინ ქეიყუბად მეორისა და მის დედის, გურჯი ხათუნად წოდებული, თამარ დედოფლის სარკოფაგები.
|
ელზა პაპოშვილი 21.08.2019
„რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან გააკეთეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ტელეკომპანია წაართვეს და იქ დარჩენის აზრს ვეღარ ხედავენ.
|
ია აბულაშვილი 21.08.2019
"ცხადია, "რუსთავი 2"-ი აღარ იქნება იმ სიმწვავის და კრიტიკის ტელევიზია, რომელიც აღიზიანებდა ივანიშვილის ხელისუფლებას, ეს დასრულდა. ნამდვილად არ ვიცი, რას მიაღწევენ გვარამია და "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლებელი თუ წამოსული ჟურნალისტები, რადგან ყველაფერი ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული. ახლა რაც არ უნდა ტელევიზია შექმნან მთავრობა საგადასახადო შეღავათებს აღარ მისცემს და როგორც სხვა ტელეკომპანიებს ადებს ინკასოს 400 ლარზე, ისე ამათაც დაადებს" - ასე ეხემურება ექსპერტი პეტრე მამრაძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 21.08.2019
„რუსთავი 2" რა პროდუქტსაც უშვებდა, უკვე დამთავრდა. ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასაშენებელია სრულიად ახალი ტელევიზია. „რუსთავი 2" წავიდა უკვე „რუსთავი 2"-იდან, დარჩა მხოლოდ ბრენდი, კედელები და ამორტიზებული ტექნიკა. დანარჩენი ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია ტელეკომპანიის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 21.08.2019
ლაურა ღაჭავას ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტის ზიანის მიყენებას ედავებიან, ყალბი აქტივების შექმნითა და გამოყენებით. ღაჭავა „რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა და ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხის" მის კუთვნილ შენობაში შესაძლო განთავსების თაობაზე ესაუბრა. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ფართი არ აღმოჩნდა საკმარისი. თავად ღაჭავა ამ ორი საკითხს ერთამანეთს არ უკავშირებს.
|
ია აბულაშვილი 21.08.2019
"ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში უშედეგო იქნება, რადგან "ოცნებასაც" არ სძინავს და ბიძინა ივანიშვილს საარჩევნოდ კიდევ ბევრი მანევრი ექნება შემონახული. ერთ-ერთ მანევრი უკვე სახეზეა და ძალზედ მნიშვნელოვანია - პროპორციული საარჩევნო სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 21.08.2019
„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ოპონენტებისა და სავარაუდო ოპონენტების ჩამოშორება“, - ასე აფასებენ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ზუსტდ იგივე მეთოდებით ებრძვის ხაზარაძეს, როგორც თავად მას 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი დევნიდა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ანგარიშები დაუყადაღა.
|
თამარ შუკვანი 21.08.2019
„რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ, არხიდან დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები წავიდნენ. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება. „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ონ.ჯის უთხრა, რომ არხზე ამ დრომდე არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. არც ვებგვერდზე იდება ნიუსები, თანაც გადაღებებზე არცერთი ჟურნალისტი არ გასულა.
|
ტატა შოშიაშვილი 20.08.2019
8 აგვისტოს სევეროდვინსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიური სამსახურის მიერ გაავრცელებული ცნობით, ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა. თუმცა, ამის შედეგები შესაძლოა გაცილებით სახეფიათო იყოს. „ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლასინა ზერბომ გაავრცელა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ რადიაციამ უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოშიც შემოაღწია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|