თამთა ჩაჩანიძე 16.08.2019
"ფაქტია, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ანაკლიის კონსორციუმს შექმნოდა პრობლემები. ხელისუფლების ამოცანა პროექტის ჩაშლა იყო თუ მისი საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა, ეს უახლოეს პრიოდში გამოჩნდება," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პერიპეტიებზე საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 16.08.2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკვე რამდენიმე დღეა რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგრძობენ და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში ძელებს ამაგრებენ. ადგილზე უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.
|
ტატა შოშიაშვილი 16.08.2019
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტ „ნოვიჩოკის" გამოყენებით ადამიანის მოწამვლის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება სკრიპალების საქმეზე მომუშავე პოლიციელი ორგანიზმში აღმოაჩინეს, რომლის ვინაობას ჯერ არ ამჟღავნებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.08.2019
"ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია, ეს ფაქტიურად სამხედრო აგრესიაა და უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინტერესებს," - ასე ეხმიანება "რეზონანსთან "ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ საქართველოში მცოცავ ოკუპაციას.
|
მარი ჩიტაია 15.08.2019
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკის სახელისუფლო მხარდაჭერას კარგავს. ასე შეიძლება გავიგოთ კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია ,,კონტი ჯგუფის" გასვლა. `თიბისი ჰოლდინგთან~ ერთად, `კონტი~ კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებასაც მოეხდინა.
|
თამარ შუკვანი 15.08.2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსებმა ბორდერიზაციის პროცესი გაანახლეს. ოკუპანტებმა ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ქართული მხარე ისევ საერთაშორისო საზოგადოებაზე აპელირებს. დღეს უცხოელი დიპლომატები სოფელში ჩასვლას გეგმავენ.
|
მარი გოცირიძე 15.08.2019
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. ქვეყანაში უკვე მესამედ არასუბსიდირებული რთველი ჩატარდება, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა გარკვეული სირთულე მოსალოდნელია. პირველ რიგში, ეს ეხება მოთხოვნის შემცირებას და ფასს. ამიტომ მთავრობის მხრიდან აქტიურად მიდის მუშაობა, რომ წელს კიდევ ერთი მაღალორგანიზებული რთველი ჩატარდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.08.2019
"არ ვარ "ქრონიკაში", მაგრამ ვარ "იმედში"!!! არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია!" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნანა ლეჟავა 11 აგვისტოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, აგვისტოს ომზე გასულ ფილმს სახელწოდებით "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს".
|
ტატა შოშიაშვილი 15.08.2019
რუსეთში დემოგრაფიული კატასტროფაა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რასაც არა მხოლოდ „ომის ექოს", არამედ უკვე ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ. ამის შესახებ რუსეთის სახელმეიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური „როსსტატი"თავის კვლევებზე დაყრდნობით იუწყება.
|
თამარ შუკვანი 15.08.2019
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო" „არარატ არმენიასთან" მოულოდნელად დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა. არადა, სულ მცირე, რომ არ დამარცხებულიყო, ქართულ კლუბს ჰქონა ისტორიული შანსი მრავალი წლის შემდეგ გასულიყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
|
თამარ შუკვანი 15.08.2019
„იმ შემთხვევაში თუ ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება, რომელიც გვირაბების სისტემას გულისხმობს, სამხედრო ტექნიკას გადაადგილება ბევრად გაუჭირდება, რადგან ამით გვირაბების აფეთქება და გზების ჩახერგვა შეიძლება," - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის.
|
ტატა შოშიაშვილი 15.08.2019
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა რუსეთი ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების ქურდობაში დაადანაშაულა. ტრამპის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ახალი შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები სწორედ აშშ-ს მოჰპარა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია, რადგან მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც ჩაუვარეს ხელში. ამის შესახებ ბოლტონმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|