თამთა ჩაჩანიძე
13.08.2019

 რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავი კალინინგრადიდან მოსკოვში მიფრინავდა, მათი თქმით ნატოს ავიაგამანადგურებელმა „ეფ-18“-მა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა მას ამაში მინისტრის თვითმფრინავის თანმხლებმა რუსულმა „სუ-27“-ებმა შეუშალეს ხელი, რომლებმაც მანევვრის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

ია აბულაშვილი
13.08.2019

 „იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენებები ქვეყანაში, რომ კითხვის ნიშნები - ვინ სადა დგას და ვისთან დგას - ალბათ ძალიან მალე მოიხსნება. ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ამჯერად მე არ ვფიქრობ ჩემი პოზიციების შეცვლას. მე ვარ იმ მოძრაობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს დავით უსუფაშვილი და ჩვენ ვგეგმავთ არაუგვიანეს გაზაფხულისა „შენების მოძრაობა“ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტიის სახით“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძარობასთან მის შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრისას.

მარი ჩიტაია
13.08.2019

 ავტომაგისტრალის მშენებლობაში დახარჯული თანხის ამოღებას მთავრობა მოქალაქეების ჯიბიდან ცდილობს. დიდი ალბათობით, გზების ნაწილი გაფასიანდება და ხალხს უფასო სატრანსპორტო მიმოსვლის ალტერნატივა არ ექნება. გარდა იმისა, რომ ეს დამატებით ხარჯს გამოიწვევს, სპეციალისტების ვარაუდით, გაძვირდება პროდუქტი, რომელსაც ლარის გაუფასურების გამო ისედაც მაღალი ფასი ადევს.

თამარ შუკვანი
13.08.2019

 რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა სულ მცირე 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება, - ამის შესახებ „იზვესტიას" რუსულ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს. რატომ მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნები? საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლის მიზანია საქართველოში სტაბილურობაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, რასაც მენაღარიშვილმა რუსეთის ილუზია უწოდებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2019

 „საქართველოში ტელევიზია არ არის დიდად მომგებიანი ბიზნესი. თუ ვინმეს პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ამას არ გარისკავს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის გეგმებზე საუბრისას, რომელმაც ტელეკომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა.

ტატა შოშიაშვილი
13.08.2019

 ბრექსიტის პროცესის დასრულებისა და ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი ე.წ. მაგნიტსკის შესწორების სრულმასშტაბიან ამოქმედებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაში მონაწილე პირებს ბრიტანეტში შესვლა აეკრძალებათ, ბრიტანეთის ტერიტორიაზე მათი საბანკო ანგარიშები კი გაიყინება. ამის შესახებ საუბარია გამოცემა „ტელეგრაფში“ დაბეჭდილ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის წერილში.

ია აბულაშვილი
13.08.2019

 „აშკარად დემაგოგიურ მეთოდს მიყვება „ევროპული საქართველო", რომ მეტი მოიპოვოს და საზოგადოებაში შექმნას განცდა, რომ მხოლოდ ის არის წარმატებული. „ოცნებას" უფრო რეალური მიდგომები აქვს და მისი სტრატეგია უფრო მომგებიანია“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მომავალ პარლამენტში კოალიციის შემქნაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ია აბულაშვილი
13.08.2019

 „ძალიან მაინტერესებს როგორ გაარჩევენ „ძველ ბიჭებს“ - ჩაცმულობით, თუ სხვა ნიშნით? არც სოციალური სტატუსზეა რაიმე ჩანაწერი კანონში, რომ თუ ხელისუფლებას არ მისცმენ ხმას მოუხსნიან დახამარებას. ამიტომ შეიქმნა საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილეებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი, რომ ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საარჩევნო სისტამაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ გამიოთქმულ შენიშვნებს.

ტატა შოშიაშვილი
13.08.2019

  

რუსი მამაკაცები ოფიციალურ მეუღლეებთან ერთად დასასვენებლად ყველაზე ხშირად მოლდოვაში მიდიან, ხოლო საყვარლებთან ერთად რომანტიული დასვენებისათვის იტალიასა და საქართველოს ირჩევენ. ამის შესახებ ავიაბილეთების გამყიდველი კომპანია „კუპიბილეტ.რუ"-ს ანალიტიკოსები აცხადებენ მათ მიერვე ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2019

 „მე რომ პარტიაში ვიქნები, ეს ჩემგან ნათქვამი სადმე გავრცელდა? ერთადერთი, ვინც ლაივში იკითხა, ეს იყო „რუსთავი 2", რომელსაც მივეცი კომენტარი. სხვა საკითხია სათაური და რა ითქვა - სხვაა", - იურისტი ლევან ალაფიშვილი „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მომავალ პარტიაში მისი გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

თამარ შუკვანი
13.08.2019

 „ქონება არ არის დაყადაღებული და უზრუნველყოფილს საშუალებად გამოყენებული. ამიტომ ხალვაშს უფლება აქვს „რუსთავი 2" გაყიდოს. მან წინასწარ განცხადება გააკეთა, რომ ტელეკომპანიას ყიდის," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებედამცველი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის შესაძლო გაყიდვის შესახებ საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
13.08.2019

 საქართველოს რუსეთის მხრიდან ფარული სანქციები ემუქრება, რომელიც ზედამხედველი ორგანოების მხრიდან ქართული პროდუქციის მიმართ გაზდილ ყურადღებასა და ფულადი ტრანზაქციების კონტროლში გამოიხატება, რის გამოც ქვეყანას 1 მილიარდამდე დოლარით დაზარალდება. ამის შესახებ რუსმა ეკონომისტმა, ნიკიტა კრიჩევსკიმ განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ურა.რუს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×