ტატა შოშიაშვილი 10.08.2019
„მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება საფუძველს მოკლებული. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს არის ავტორიტარული ტენდენცია, რაც საკმაოდ დასაფიქრებელია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არც მანამდე იყო კონსოლიდირებული დემოკრატია. თუ გაგრძელდება მსგავსი ტენდენციები, ეს გავლენას მოხდენს როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე ჩვენს ამბიციებზე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, კორნელი კაკაჩიამ საქართველოს ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში ავტორიტარული მმართველობისკენ იხრება.
|
ტატა შოშიაშვილი 10.08.2019
რუსეთი თავის სამხედრო ფლოტს ბალტიის ზღვის გადაკეტვაში „ავარჯიშებს". კერძოდ, სამხედრო წვრთნების „ოკეანის ფარის" სცენარი, რომელსაც რუსები ერთი კვირის განმავლობაში ატარებდნენ ბალტიის, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებში, სწორედ ასეთი სცენარი მუშავდებოდა. ამის შესახებ ლიეტუვას ინტერნეტ-გამოცემა „ლეტა" იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
|
ია აბულაშვილი 09.08.2019
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, მახაჩკალაში მის წინააღმდეგ გამართულ საპროტეტსო აქციას ეხმაურება და დაღესტნელებს საპროტეტსო აქციის გამართვას არა მახაჩკალაში, არამედ გროზნოში სთავაზობს. ცნობისთვის, 8 აგვისტოს მახაჩკალაში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც შეკრებილი იყო 100-მდე ადამიანი, ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებებს აპროტესტებდნენ, რომელიც მან XIX საუკუნეში რუსების წინააღმდეგ ომში იმამ შამილის როლზე გააკეთა.
|
ელზა პაპოშვილი 09.08.2019
გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია კვლავ გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართის გავლება 7 აგვისტოს დაიწყეს, ერთღიანი შესვენების შემდეგ კი, 9 აგვისტოს ისევ განაახლეს. მათი თქმით, სოფლის პერიმეტრს ისევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. სოფელში მონიშნულია ყველა ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. მესაზღვრეები მავთულხლართებს გაჭიმავენ. ასევე, დამონტაჟებულია სპეციალური აბრები და მობილიზებულია სპეცტექნიკაც.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.08.2019
პროკურატურამ „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. მას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი წაუყენეს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმოს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
|
ია აბულაშვილი 09.08.2019
„დიდი შეცდომა იქნება, გვარამიას თუ პატიმრობას შეუფარდებენ. ეყოლებათ ახალი პოლიტიკური პატიმარი, ძალიან ნიჭიერი პოლიტპატიმარი, რომელიც ციხიდანაც ანათებს“, - ასე ეხმაურება პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
|
ელზა პაპოშვილი 09.08.2019
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
|
ელზა პაპოშვილი 09.08.2019
„წინა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, ეს ხელისუფლება იჭერს... ჰკითხონ ხალხს, იქნებ ცემა ურჩევნიათ?“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.08.2019
„არ ვარ ქალაქში და არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. მე ვიცი - ჩემი შემოსავალი ნამდვილად არ გაზრდილა და რაც შეეხება დანარჩენს, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბიუროკრატიამ გაცილებით მეტი თანხები მიიღო. ალბათ, შესაბამისი უწყება გასცემს ზუსტ პასუხს, ეკონომიური ბლოკი ალბათ გაცილებით უფრო ზუსტად იტყვის ეს რამდენად სწორია და ზუსტად სად დაიხარჯა თანხები", - ასეთია პარლამენტისა და „ქართული ოცნების" წევრის ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე და ოპოზიციის განცხადებებზე.
|
ია აბულაშვილი 09.08.2019
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპოზიცია მმართველიი გუნდის განცხადებებს არასახელმწიფოებრივ მიდგომად აფასებს და აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელისუფლების გაუთავებელი სპეკულაციები სრულიად არის ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფოებრიობა და აზიანებს ქვეყნის უსაფრთხეობას და მის განვითარებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.08.2019
პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა, ტელეკომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
|
ია აბულაშვილი 09.08.2019
„ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ ძიება დაიწყო და არ მგონია, რომ ჯეროვანი მტკიცებულებები იყოს მოძიებული, რომელიც ბრალდებას გაამყარებს. ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა ეს არ გახდეს საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულონ“, - ასე ეხმაურება იურისტი ლევან ალაფიშვილი პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.
|
|