რეზონანსი 14.08.2019
,,ევრო 5"-ის ტიპის დიზელის საწვავის შემოსვლა საქართველოში რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებას გაზრდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორები და სპეციალისტები ასამოქმედებელი ნორმის 1 წლით გადავადებას ითხოვენ. ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ 2020 წლიდან ,,ევრო 5"-ის ტიპის დიზელზე გადასვლა მხოლოდ გაძვირებას გამოიწვევს და არ ექნება არავითარი შედეგი გარემოს გაჯანსაღების მხრივ.
|
მარი ჩიტაია 14.08.2019
მთავრობაში ლარის კურსის გამყარების პერსპექტივაზე საუბარი დაიწყო. დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ კურსი ზედმეტად გაუფასურებული იყო და გამყარების შესაძლებლობა არ აეჭვებთ. შესაძლოა, ამის რესურსი ნამდვილად არის, მაგრამ რა მაჩვენებელზე დასტაბილურდება კურსი და რეალური გამყარება მიიღწევა თუ არა, ამაზე დაბეჯითებით არავინ საუბრობს. ერთი რამ ცხადია, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ნამდვილად აქვთ ინფორმაცია, რომ ლართან დაკავშირებით პრობლემა იყო.
|
თამარ შუკვანი 14.08.2019
ტელეკომპანიების რამდენიმე ათეული მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება შესაძლოა ლიცენზიის შეჩერების საფუძველი გახდეს; იმ შემთხვევაში თუკი „რუსთავი 2", „იმედი" და „მაესტრო"დავალიანებას არ დაფარავენ, ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია გარკვეულ სანქციებს დაუწესებს, რაც შესაძლოა ლიცენზიის დროებითი შეჩერებით ან შემდგომი ჩამორთმევით დამთავრდეს.
|
ტატა შოშიაშვილი 14.08.2019
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ცვლილებები მოხდა, რაც, ცალსახად, შავი ზღვის რეგიონზეც აისახა - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ და რუსეთის ფედერაციამ თავიანთი პოზიციების გამაგრება აქტიურად დაიწყეს და მოკავშირეებთან ერთად ცდილობენ რეგიონში ლიდერობის მოპოვებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.08.2019
„როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა", - ასეთია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განმარტება ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის, ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან ნატოს ავიაგამანადგურებლის მიახლოებასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 14.08.2019
ხელისუფლება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცლებლობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროება დადგეს, თუმცა, პარტნიორებად არ განიხილავს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს". "ევროპული საქართველო" თავის მხრივ არ აპირებს თანამშრომლობას "ოცნებასთან" და აქვს ამბიცია, რომ მთავრობა თავად ჩამოაყალიბოს.
|
თამარ შუკვანი 14.08.2019
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, მთელი რიგი პრობლემები იჩნეს თავს-ხოლმე. მაგალითად, როგორიც არის კრაზანის, ფუტკრის, თუ ბზიკის ნაკბენი, რომელიც იწვევს ალერგიულ შოკს, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. თუმცა, არსებობს საშუალება, რომ ეს შედეგი თავიდან ავიცილოთ და ალერგიულ შოკს გავუმკლავდეთ.
|
ტატა შოშიაშვილი 14.08.2019
არხანგელსკის ოლქში, რუსულ სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქება, რომელმაც რადიაციის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღემდე ბურუსითაა მოცული. კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში, არავის აქვს. თუმცა სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარე სოფლის ევაკუაცია მოსკოვმა უკვე გამოაცხადა, მაგრამ მიზეზად სულ სხვა გარემოება დაასახელა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.08.2019
2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიან 90-დღიან ვიზიტს ევროპის აღნიშნულ ქვეყნებში. მოკლევადიანში იგულისხმება სამი თვის ვადაში განხორციელებული ისეთი ვიზიტები, როგორებიცაა, ტურისტული, ოჯახის მოსანახილებლად გამგზავრება თუ სხვა.
|
თამარ შუკვანი 13.08.2019
2020 წლის საპარლმენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ გუნდის მასშტაბური განახლებაა მოსალოდნელი. ამაზე მინიშნება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომელმაც სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „ყველა თანაგუნდელი, რომელმაც წარმატებით იმუშავა პარლამენტში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“.
|
ია აბულაშვილი 13.08.2019
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბიუჯეტის არამიზნობრი ხარჯვაში ადანაშაულებს და მისი წინაღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სალიას თქმით, გვარამიამ კომპანიაზე მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს.
|
მარი ჩიტაია 13.08.2019
დისტრიბუტორებმა ცოტა ხნის წინ დაანონსებული გაძვირების გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტის ფასმა 5%-დან 12%-მდე მოიმატა. კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ რეალურად ვერნაირი გავლენა ვერ მოახდინა იმპორტიორთა განცხადებაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|