ელზა პაპოშვილი 20.08.2019
„რუსთავი 2“-ში წმენდა დაიწყო - ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო.
|
თამარ შუკვანი 20.08.2019
აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამასთან ერთად, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების ნაწილი ცენტრალური მთავრობიდან დევნილთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა.
|
ია აბულაშვილი 20.08.2019
„არსებობს „მარშალის გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ფეხზე დაყენებას და გაძლიერებას, სააკაშვილის „ვარშავის გეგმაში“ კი მიზანი ბუნდოვანია და იკითხება მხოლოდ ის, რომ მომიყვანეთ ხელისუფლებაში და გათენდება საქართველოშიო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 20.08.2019
რუსული მედია რუს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-საქართველოს ახალი 3-წლიანი შეთანხმება, რომელსაც ხელი ამ დღეებში უნდა მოეწეროს, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ე.წ. უსაფრთხოების ერთობლივ პუნქტებზე, რომლებსაც აშშ-ში სხვაგვარად „შროშანის ფურცლის ბაზებს" («lily pad» basing) ეძახიან.
|
ელზა პაპოშვილი 20.08.2019
რუსეთის მიერ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გუგუტიანთ კარში გრძელდება. სიტუაცია საკმაოდ რთულია და ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სახლების ოკუპაციას 7 აგვისტოდან ყოველ დღე თვალს ადევნებს. რა გამოსავალი აქვს საქართველოს ხელისუფლებას? რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს? როგორია მთავრობის პოლიტიკური და დიპლომატიური სვლები იმისთვის, რომ ქვეყანამ საერთოდ სოფელი არ დაკარგოს. რის საფრთხეზეც ადგილობრივები მიუთითებენ.?
|
ია აბულაშვილი 20.08.2019
„გულწრფელად ვამბობ, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტია და მასთან ერთად დაწერილი მაქვს 3 სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, ხოლო მის მოადგილედ დაინიშნოს ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.
|
ტატა შოშიაშვილი 20.08.2019
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცირე და საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ 18 აგვისტოს, პირველად გამოსცადეს 500 კმ-ზე მეტი რადიუსის მქონე რაკეტა კალიფორნიაში, რამაც რუსულ მედიასა და სამთავრობო წრეებში ტოტალური ისტერია გამოიწვია. აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდის გამო აღშფოთება ჩინეთმაც გამოთქვა. რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.
|
ია აბულაშვილი 20.08.2019
„არ ვიცი „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები გაიზიარებენ თუ არა სააკაშვილის ამ იდეებს, მაგრამ მე პირადად კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ გეგმას და მის არცერთ პუნქტს. ფაქტიურად, ეს არც არის გეგმა, ეს არის პოპულისტური განცხადებები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საქართველოს მესმე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქმედო გეგმას, რომელსაც „გაერთიანებული ოპოზიცია“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებეში საქართველოს მოსახლეობს გააცნობს.
|
თამარ შუკვანი 20.08.2019
„ფინანსური კრიზისი გვაქვს და ვუთხარი კიდევაც მათ. უახლოეს მომავალში უნდა დარიგებულიყო ეს ხელფასები. შეთანხმებული გვქონდა, იცოდნენ ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არასწორია ის განცხადება, თითქოს სამ ადამიანს არ მიეცა ხელფასი, გაცილებით მეტი ადამიანია და არანაირ დისკიმინაციაზე საუბარი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადების საპასუხოდ.
|
ტატა შოშიაშვილი 20.08.2019
საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრა, როგორც ჩანს. არც ისე მშვიდი გამოდგა. დახურულ კარს მიღმა საუბრის დაწყებამდე პრეზიდენტებმა ფორტ ბრეგანსონის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც ბოლო პერიოდში რუსეთში განვითარებულ ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით კამათი მოუვიდათ.
|
მარი ჩიტაია 19.08.2019
საქართველოს მოსახლეობა მასობრივად საშიში პროდუქტებით იკვებება. სურსათის უმეტესობა საღებავებითა და პესტიციდებით არის გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკვების ხარისხის კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მომხმარებლის დაცვა მკაცრი კონტროლის პირობებშიც შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ უცხოური, საეჭვო წარმოშობის პროდუქტებში საკვებდანამატების წილი დიდია, როგორც ბოლო დროის კვლევამ აჩვენა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის არანაკლები ზიანის მომტანია.
|
თეო გუდავაძე 19.08.2019
ბოლო პერიოდში მასობრივად ძვირდება სატრანსპორტო მომსახურეობა, ამის მიზეზი კი ინფლაცია და ლარის გაუფასურებაა. თბილისი-რუსთავის სამარშუტო ტაქსის ფასი გუშინ დილიდან 30 თეთრით გაიზარდა ასევე მომატებულია ფასები შორს მანძილზე მოძრავ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, მძღოლები და კომპანიები "ბიზნეს-რეზონანსთან” საურისას აღნიშნავენ, რომ გაუფასურებული ლარის პირობებში ავვტომობილის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|