მარი ჩიტაია 12.08.2019
თხილის ფასმა 5 ლარს მიაღწია და შეიძლება კიდევ გაძვირდეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილი უკვე 2,5 ლარით ძვირი ღირს. გარდა ამისა, მოსავალი კარგია და ხარისხითაც გამოირჩევა. ფაქტია, რომ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგი თხილს უკვე დაეტყო და უკეთ მოვლის წყალობით, მოსავლიანობა გაიზრდება.
|
მარი ჩიტაია 12.08.2019
ლარის დევალვაციისა და მასშტაბური გაუფასურების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დღეს საქართველოში ხალხი ღარიბდება არა მარტო კრედიტის მომსახურების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ცხოვრება გაუსაძლისად ძვირდება. როგორც სტატისტიკოსები აღნიშნავენ, ყოველი 10%-იანი გაძვირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 70 000-მდე ოჯახს სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე ექმნება. საქართველოში უკვე დაახლოებით 300 ათასი შინამეურნმეობაა, რომელიც გაღატაკებულად შეიძლება ჩავთვალოთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.08.2019
რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. ბიზნესმენი გაყიდვის მიზეზად ტელეკომპანიის ფინანსურ კრიზისს ასახელებს, რაც მისი თქმით, გამოიწვია რუსთავი 2 -ის ყოფილი გენედირექტორის ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის არაკეთილსინდისიერმა მართვამ,ხალვაშის თქმით, იგი პრაქტიკულად ტელეკომპანიას ძარცვავდა.
|
ნინა გარდაფხაძე 12.08.2019
საქართველოში კერძო სექტორის პრობლემები უფრო და უფრო იმატებს. საბანკო რეგულაციებმა, ,,ოქროს სიის” გაუქმებამ და უპრეცენდენტოდ გაუფასურებულმა ლარის კურსმა, ბიზნესს, დეფოლტის საფრთხე დაანახა. ანალიტიკოსების აზრით, ლარის კურსი პრობლემების მხოლოდ აისბერგის წვერია, რომელმაც შეიძლება ბიზნესი სამუდამოდ ჩაძიროს.
|
თამარ შუკვანი 12.08.2019
„შავი ზღვა სტრატეგიული შეიარაღებისა და სამხედრო რბოლის ეპიცენტრი ხდება. ამერიკელებმა რუმინეთში, სამხედრო ბაზაზე დროებით დაყენებული სარაკეტო სისტემა „ეიჯის" სარაკეტო სისტემით შეცვალეს, - ამით ამერიკელებმა რუსებს უპასუხეს, როდესაც მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ. საქართველო კი ერთგვარი დარტყმის ეპიცენტრშია," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია შავი ზღვის აკვატორიაში არსებული მდგომარეობისა და საქართველოს როლის შესახებ საუბრისას.
|
თეო გუდავაძე 12.08.2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხულთა სია არ გამოქვეყნებულა. აბიტურიენტების უმრავლესობა მიღებული შედეგებით არ არის კმაყოფილი, რაც ჩარიცხვის შემდეგ მათ გრანტებზეც აისახება. პრობლემების წინაშე დგანან უნივერსიტეტები, რაგან წელს მათ ახალი ნაკადი შეუმცირდებათ, შესაბამისად, შემოსავალიც დაიკლებს. ამიტომ უმაღლესი სასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ სტუდენტებზე მორგებული საგადასახადო პოლიტიკა დააწესონ.
|
ია აბულაშვილი 12.08.2019
"გაზრდილი ხელფასები და პრემიები იმ ქვეყნის ხელისუფალთ უნდა ჰქონდეთ, ვისი ქვეყანაც დანაყრებულია, მაგრამ, ჩვენთან, ვინც ხელისუფლებში მოდის, ყველას მადა ეზრდება, ხალხის გასაჭირი კი ავიწყდება"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს, რომელიც მთავრობაში და პარლამენტში ბიუჯეტიდან გამოყოფილ გაზრდილ სამივლინებო თანხებსა და პრემიებს ეხება.
|
ტატა შოშიაშვილი 12.08.2019
„ეს არ არის ერთი თვის წინ დაწყებული თემა. უბრალოდ, უკანასკნელი ერთი თვის განმვლობაში სიტუაცია გამწვავდა. რუსეთი ძალიან სწრაფინაბიჯებით მიექანება დიქტატურისაკენ, რასაც დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოება, საკმაოდ აქტიურად უწევს წინააღმდეგობას.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.08.2019
პარლამენტის წინ მიმდინარე აციების ერთერთმა ორგაინზატორმა გიგა მაქარაშვილმა "ინტერპრესინიუსს" განუცხადა, რომ 20 სექტემბრიდან შესაძლოა პარლამენტის წინ აქცია უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდეს.
|
ია აბულაშვილი 12.08.2019
"30 წელია ერთი და იგვე წრეზე დავდივართ - ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის იწყებს რეფორმებს, ზოგი სასამართლო რეფორმით, ზოგიც საკანონომდებლო და აღმასრულებელი ორგანოების. თუცმა ვხედავთ, რომ არ ამართლებს, იმიტომ, რომ არ გვაქვს სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია.
|
ტატა შოშიაშვილი 12.08.2019
თურქეთი კვლავ რუსული შეუიარაღებითაა დაინტერესებული. რუსული სარაკეტო სისტემა ეს-400-ის შეძენის შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, ფედერაციის მრავალდარგოვანი ზემანევრირებადი ავიაგამანადგურებელ სუ-35-ით დაინტერესდა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სანქციებით იმუქრება. ამის შესახებ თურქული გაზეთი „Yeni Safak" იუწყება.
|
ელზა პაპოშვილი 11.08.2019
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ეს შედეგი რადიკალურად წონააღმდეგება თავად ოქრუაშვილის დაკვეთით ამ საბუთზე მანამდე ჩატარებული 3 ექსპერტიზის შედეგებს.
|
|