თამთა ჩაჩანიძე
09.08.2019

 სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, ოქრუაშვილი/ქიბარ ხალვაშის დოკუმანთან დაკავშირებით წერია, რომ დოკუმეტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის, გარდა ამისა ქართველ ექსპერტებს გერმანელი ექსპერტების დასკვნაში ეჭვი შეაქვთ.

ელზა პაპოშვილი
08.08.2019

 2008 წლის ომიდან 11 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირება და ნატოში შესვლის საკითხი. ასევე საინტერესოა 11 წლის შემდეგ აგვისტოს ომი და ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც მუდმივად ხდება ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცება, რამდენად აქტუალურიღაა მსოფლიოსთვის. როგორ და რა ფორმით ახერხებს ჩვენი ხელისუფება, რომ ეს პრობლემა ყველა ფორმატში თუ შეხვედრებში ისევ აქტუალური იყოს.

ელზა პაპოშვილი
08.08.2019

 „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთელის გამოკითხვა დასრულდა. სამოქალაქო სასამართლო მან რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. წერეთელი ამბობს, რომ მას დაკითხვისას ეჭვი გაუჩნდა, რომ მის ოჯახზე, კერძოდ მამაზე სურთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რის შემდეგაც მასზე, როგორც ტელეკომპანიის მესაკუთრეზე მანიპულაციას შეძლებენ.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2019

 „სიენენის" ინფორმაციით, დონლდ ტრამპმა დროებით გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსება, სანამ თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი არ შეამოწმებს ნებისმიერ იმ თანხას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლლებში არ გახარჯულა.

ია აბულაშვილი
08.08.2019

 "როგორც კი დაიწყება დავა აწყმოსა და წარსულს შორის აღმოჩნდება, რომ ვკარგავთ მომავალს" - ჩერჩილის ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოსთვის არის დაწერილი.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2019

 „როდესაც ცხადი გახდა, რომ გარდაუვალი იყო ომის დაწყება, პირველი წამიდან მე ვიყავი გორში. მოგვიანებით, როდესაც უკვე მოხდა გორის ოკუპაცია, ხელისუფლება კარგა ხანს არ იმჩნევდა, რომ დევნილები გაჩნდნენ, რადგან, როცა რუსთაველზე ტაშფანდური ჰქონდა გამართული და ვაშა გავიმარჯვეთო ყვიროდნენ და თან გვყოლოდა დევნილები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცნენ, ეს არ ჯდებოდა ვითომ გამარჯვებული სააკაშვილის ფილოსოფიაში, ამიტომაც არ იმჩნევდნენ ამას."

ია აბულაშვილი
08.08.2019

 "სამთავრობო ცვლილებები აუცილებელია და რა თქმა უნდა, კადრებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალ მთავრობაში უნდა მოვიდნენ პროფესიონალები, რადგან პროფესიონალიზმის გარეშე პროგრესი არ იქნება"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შეცვლას გეგმავს.

მარი გოცირიძე
08.08.2019

 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებზე ბევრ ისტორიას ვისმენთ. ერთ-ერთი მათგანი ბადრი ხუციშვილის ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტს ასახავს. მას ყველა ახმეტას სახელით იცნობს. იარაღით არ უბრძოლია, მაგრამ თავისი წილი ომი გადაიხადა და მოიგო კიდეც - საქმისადმი სიყვარულით და უანგარო თავდადებით.

ელზა პაპოშვილი
07.08.2019

  

რა ვისწავლეთ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ. ომის გაკვეთილებზე გავიაზრეთ თუ არა ის შეცდომები რაც დავუშვით და რამდენად ითვალისწინებს ოფიციალური თბილისი აგვისტოს ომის გაკვეთილებს რუსეთ-საქართველოს, აშშ-სა და დასავლეთთან ურთიერთობებში.

მარი ჩიტაია
07.08.2019

 გზების მშენებლობებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო. თითქმის ყველა შემთხვევაში პროტესტი შრომითი პირობების დარღვევას ეხება. გაფიცულები კუთვნილ ანაზღაურებას, ხელფასების ზრდას და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებას ითხოვენ. მართალია, ამ ეტაპზე გზების მშენებლობა არ შეჩერებულა, თუმცა აშკარად იკვეთება ტენდერების პრობლემა, რისი მოგვარებაც ქვეყანაში ვერაფრით მოხერხდა.

თამარ მუკბანიანი
07.08.2019

 ჰესების მშენებლობა თითქმის ყველგან შეჩერებულია. მიზეზი, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია, რასაც სპეციალისტები ხელოვნურ პროცესს უწოდებენ. წელს ერთადერთი ჰესი გაეშვება სატესტო რეჯიმში. 2021 წლიდან, როდესაც ენგურჰესი რეაბილიტაციისთვის გაჩერდება, საქართველოში სერიოზული ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.

თამთა ჩაჩანიძე
07.08.2019

 „ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ. დავკარგეთ ადამიანები, ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი, დავკარგეთ კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე. როგორც სახელმწიფომ, დავკარგეთ უფრო სწრაფი პროგრესის შანსი;


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×