თამთა ჩაჩანიძე
29.08.2019

 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, სადაც ქართული მხარე პოლიციის ბლოკპოსტს აშენებს, სამხეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ძალოვნების კონცენტრაცია მოახდინა. კერძოდ, მობილიზებულია კა-გე-ბეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე ომონი და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებული დაჯგუფებები, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ).

თამარ შუკვანი
29.08.2019

 უკრაინაში მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართულ ლეგიონს" ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამის შესახებ ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა. მანამდე მან „ფეისბუკში" საგანგაშო ცნობა გაავრცელა, სადაც დეტალები გაასაჯაროვა და სავარაუდო დამქირავებლების სახელები და გვარები დაასახელა.

ელზა პაპოშვილი
29.08.2019

25 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, რომელიც  ნაწილობრივ ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება (მას  ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს), შეწყვიტოს გზის გაყვანა  და პოლიციის საგუშაგოს განთავსება. ისინი საქართველოს ხელისუფლებას  სიტუაციის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. ამის პარალელურად ცხინვალმა მიმდებარედ ე.წ. საზღვრის გამაგრება ბრძანა.  

ელზა პაპოშვილი
28.08.2019

 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმს ის პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში რუსეთთან დიალოგი აღდგება. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარიზში ვიზიტის დროს, „ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

თამარ შუკვანი
28.08.2019

 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნატო-ს ავიაგამანაგურებელმა რუსეთის ცხრა სამხედრო თვითმფრინავი მიაცილა უსაფრთხო ზონამდე, რომლებიც ბალტიისპირეთის ზღვის თავზე დაფრინავდნენ.

ია აბულაშვილი
28.08.2019

 "სამთავრობო ცვლიებები პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება განპირობებულია ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებასთან.

თამთა ჩაჩანიძე
28.08.2019

 „10 წელი ძალიან ცოტაა!" - ამ სახელწოდებით გავრცელდა სოციალური ქსელში პეტიცია, სადაც 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის ქუჩაზე, სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ.

თამარ შუკვანი
28.08.2019

 „არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხაზარაძე-კვირიაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ. ეს პოლიტიკური პარტია მოხვდება პარლამენტში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას," - განუცხადა „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.

მარი ჩიტაია
28.08.2019

 ზედიზედ მეორე თვეა, რაც ბაზრებზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. სპეციალსიტების შეფასებით, ამის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებია, რაზეც საბოლოოდ ლარის კურსმაც იმოქმედა. რაც შეეხება მოთხოვნას, მოვაჭრეების ინფორმაციით, კლებაა, რასაც ისინი სეზონურ ცვლილებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ შემოდგომიდან რეალიზაციის გაუმჯობესებას ელიან.

თამარ მუკბანიანი
28.08.2019

 სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე 71 მისო ოპერირებდა, დღეს კი მათი ოდენობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 55-ს არ აჭარბებს. მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიკროსაფინანსო კომპანიების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ.

თამთა ჩაჩანიძე
28.08.2019

 „რახან ცდილობენ, რომ რუსთავი 2-ის ახალი იმიჯი შექმნან, რომ ეს იქნება კრიტიკული და მიუკერძოვებელი, მაშინ ჩემი ასეთი მედიაპროდუქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და თუ არ დაინტერესდებიან, თავისთავად გაჩნდება პასუხები იმ მოლოდინებზე, რაც გულისხმობს რუსთავი 2-ის მომავალ საინფორმაციო პოლიტიკას"- ასეთია „რეზონანსთან" ანალიტიკოსის არჩილ გამზარდიას განმარტება მისსავე ფეისბუქ სტატუსზე.

ია აბულაშვილი
28.08.2019

 უდიდეს თორმეტ დღესასწაულს შორის სამი - ღვითსმშობლის შობა, მიძინება და ყოვლაწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანა, ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი. უცნობია როდიდან დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღე, მაგრამ მართლმადიდებელი სამაყარო მარიამობას, 28 აგვისტოს აღნიშნავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×