მარიამ ბოლქვაძე
03.09.2019

 „გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებული გავრილოვის შეფასება პროვოკაციაა, რადგან ბატონ გავრილოვს კარგად მოეხსენება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღია დიალოგის არარსებობა" ქართული მხარის გამბედაობის დეფიციტის გამო კი არაა, არამედ იმის გამო, რომ რუსეთი ჩვენი ურთიერთობის მთავარ პრობლემას არ აღიარებს, რასაც მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიის ოკუპაცია ეწოდება," - აცხადებს პოლიტოლოგი ირაკლი მენაღარიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2019

 2020 წლიდან უკრაინის რადას დეპუტატები ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ. სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების კანონს დღეს რადას 373-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კანონის თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან უკრაინელი დეპუტატების სისხლის სამართლებრივი დევნა რადას თანხმობის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

თამარ შუკვანი
03.09.2019

 პარლამენტის შენობასთან მორიგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. „ფეისბუქში" გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ იწევა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთი მონაწილისკენ. ფოტოზე ჩანს აგრეთვე დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი. ფოტოსურათს აქიის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აქვეყნებს.

ია აბულაშვილი
03.09.2019

 „ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ღია ფორმატში ვაცხადებთ კონსულტაციებს. ვისაც სურვილი აქვს, იქნება ეს ბიძინა გეგიძე თუ სხვა, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის, რომლის წევრიც შეიძლება „ოცნებიდან“ ახლად გარიცხული ბიძინა გეგიძე გახდეს.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2019

 „ჩვენ კი ვამბობთ, რომ პრემიერები იცვლება, მაგრამ ძალაუფლება ვისაც აქვს და რეალური პრემიერი ვინც არის, უცვლელია 2012 წლიდან დღემდე. რომ გითხრათ, რომ გახარიას თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება, არ მგონია, იმიტომ, რომ ძირითად საკითხები მაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეათანხმოს," - ასე აფასებს „რეზონასთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე სამთავრობო ცვლილებას.

ია აბულაშვილი
03.09.2019

 აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურმა, რომელიც 8 სექტემბერსაა დანიშნული, შესაძლოა ეთნიკური დაპირისპირების - სომხურ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე ჩაიაროს. ასეთი მინიშნება ჩანს მოქედ „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ შუკვანი
03.09.2019

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურმა სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დააფიქსირა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2019

 „დეპუტატი თუ სჩადის ისეთ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია სხდომის შეფერხება, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ უნდა გააფრთხილოს და უნდა უთხრას, რომ „ამის შესახებ გაფრთხილებ", და შემდგომ, თუ ისევ აგრძელებენ დეპუტატები წესრიგის დარღვევას და სხდომას უშლიან ხელს, ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს შეუძლია დარბაზიდან გააძევოს დეპუტატები", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი კახა წიქარიშვილი დღეს გამართულ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ოპოზიციის პროტესტს მინისტრთა კაბინეტის ცვლილების შესახებ და ამ პროტესტზე პარლამენტის თავმჯდომარის რეაგირებას.

თამარ შუკვანი
03.09.2019

 პარლამენტის შენობის შესასლელთან აქცია „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, სადაც ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. აქციის წევრები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი „რეზონანსს" უყვება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესასვლელად საშვები უკვე დაშვებული იყო, ისინი შენობაში არ შეუშვეს და მიზეზად ტექნიკური ხარვეზები დაასახელეს.

მარი ჩიტაია
02.09.2019

 უძრავი ქონების ბაზარს რეგულაციების შერბილებამაც ვერ უშველა. ლარის გაუფასურების გავლენა იმდენად დიდია, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ ჯერჯერობით სათანადო ასახვა ვერ ჰპოვა და გაყიდვების წამახალისებელ ფაქტორად ვერ იქცა. მართალია, ცვლილება ზაფხულის სეზონმაც განაპირობა, მაგრამ დევალვაციამ ყველა სხვა ფაქტორი გადაფარა. დეველოპერების გათვლით, მარტო რეგულაციების გამო სამშენებლო სექტორმა 6 თვეში ბიუჯეტი 1 მლრდ ლარით აზარალა.

მარი ჩიტაია
02.09.2019

 ლარის გაუფასურებისა და ცხოვრების მასშტაბურად გაძვირების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველი 10%-ით გაძვირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 70 000-მდე ოჯახს სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე ექმნება. ამ დინამიკას თუ მივყვებით, ბოლო პერიოდში გაკოტრებულია ათასობით ოჯახი, რომელიც ფასების მუდმივმა ზრდამ გააღარიბა.

თამარ მუკბანიანი
02.09.2019

 პრემიერები იცვლება, ქვეყანაში კი ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. მეტიც, ლარის კურსი შარშანდელთან შედარებით, მკვეთრადაა გაუფასურებული. მამუკა ბახტაძე წავიდა. ვინ მოვა და როგორი იქნება ახალი პრემიერის სამოქმედო გეგმა, რომელმაც ,,ქართული ოცნება" 2020 წლის არაჩევნებზე უნდა გაიყვანოს. მას მეტად რთული ეკონომიკური ვითარება ხვდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×