ია აბულაშვილი
06.09.2019

 "გახარიას დანიშვნით და ღარიბაშვილის მობრუნებით ივანიშვილი ცდილობს ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას, აიღოს 50%-ზე მეტი, მაგრამ ეს შეუძლებელია, როცა ხალხი მხარს არ გიჭერს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2019

 ვლადივოსტოკში ფამართულ მეხუთე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის მიმართულებით მნიშვნელოვანი რევერანსები გააკეთა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს განცხადებები ქვეყნის გადაბირებისთვის იყოს გაკეთებული, რათა ამან ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გარკვეული დისონანსი გამოიწვიოს. კერძოდ, პუტინი ნატო-სთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს შეეხო და თქვა, რომ რუსული S-400 საზენიტო რაკეტების შეძენის შემდეგ, თურქეთმა მიიღო საიმედო დაცვა, და არც მეტი არც ნაკლები დიდ შვიდეულში მისი შესვლის აქტუალობას გაუსვა ხაზი.

რეზონანსი
06.09.2019

 ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მგზავრობის ტარიფების კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ, თუკი ვითარება მყისიერად არ გამოსწორდა.

თამარ შუკვანი
06.09.2019

 აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური კვირას, 8 სექტემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. კავკასიოლოგი მამუკა არეშეძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ორივე კანდიდატი კრემლის მარიონეტია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოიპოვებს გამარჯვებას.

თამთა ჩაჩანიძე
06.09.2019

 „ამ წლების განმავლობაში „ოცნებამ" საზოგადოების ყველა ფსიქოტიპი მოისინჯა და ამან დადებითი შედეგი არ მოუტანა, ამიტომ აქცენტს ისევ ნაცად მეთოდზე აკეთებს, რომ ისევ წინა მთავრობაზე რიტორიკამ მოუტანოს შედეგი და ამიტომაც ისევ ამ კონკრეტულ სახეებზე შეაჩერა არჩევანი, გახარიას და ღარიბაშვილის რიტორიკა „ქართული ოცნების"ამომრჩეველს მოსწონს და ზუსტად ამაზეა გაკეთებული აქცენტი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სამთავრობო ცვლილებებს და მის მოსალოდნელ შედეგებს.

თამარ შუკვანი
06.09.2019

 ოპოზიცია იმუქრება, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ვერ შეძლებს. „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი გახარია ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება. თუმცა კონსტიტუციონალისტი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გახარია ამ პოსტის დაკავებას შეძლებს და ამისათვის საკმარია 76 ხმის მიღება, რის მოპოვებასაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრაქტიკულად, უმრავლესობის ხმათა რაოდენობის მიღებით შეძლებს.

ია აბულაშვილი
06.09.2019

 "პატრონყმურ სისტემაში, სადაც ხელისუფლებაში მყოფი "ოცნების" ყველა წევრი თავისი თავის "ხაზეინად" ივანიშვილს მიიჩნევს და თავი მიაჩნია ანგარიშვალდებულად არა ხალხის, არამედ ივანიშვილის წინაშე, ვინც გინდა დანიშნო მთავრობაში, ვერაფერს შეცვლის" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტერ მამრაძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს.

ია აბულაშვილი
05.09.2019

 "იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს, არანიარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ქვეყნის მდგომარეობა დადებითაც შეიცვლება. ამიტომ, რას იტყვიან კანდიდატები, სერიოზული ინტერესი არ მაქვს, მითუმეტეს, რომ ახალი ფიგურები ამ მთავრობაში არ ჩანს და რაიმე შინაარსობრივ ცვლილებებს მთავრობის პროგარმებში არ ველი" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს.

ია აბულაშვილი
05.09.2019

 ქართულ ისტორიოგრაფიაში და უცხოურ წყაროებში არაერთი მასალა მოიპოვება ქართული იარაღის დამზადების შესახებ. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ნაწერებიდან ირკვევა, რომ სვანეთში თოფს ადგილობრივები ამზადებდნენ, ამას ადასტურებს მისი თანამემამულე მისიონერი კრისტოფორო კასტელი ალბომიც, სადაც თოფით შეიარაღებული სვანები არიან გამოსახული.

თეო გუდავაძე
05.09.2019

 სასწავლო წელი სტუდენტების ნაწილისათვის უკვე დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელი ქვეყნის მაშტაბით ყველა უნივერსიტეტი საგანმათლებლო პროცესს განაახლებს. მთავარი საფიქრალი ისევ სწავლის გადასახადია მათთვის, ვისაც სრული სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს. შარშანდელთან შედარებით ქვეყნაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და სტუდენტთა ოჯახებსაც გაცილებით გაუჭირდებათ სწავლის ღირებულების დაფარვა.

თამარ შუკვანი
05.09.2019

 პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. გომელაურმა სისტემური განახლების პროცესზე ისაუბრა, რომელიც მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს.

თამარ შუკვანი
05.09.2019

 „ღარიბაშვილის სურვილი აქვს, ბევრს არაფერს ნიშნავს, ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ. გარდა ამისა, ასეთი სურვილების ასრულებას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადების შესახებ საუბრისას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×