თამთა ჩაჩანიძე
11.09.2019

 „მე საერთოდ არ მიყვარს აქტიური ქალები. ეს არ მომწონს, რომ იმას მიუხტა, იქ იჩხუბა. ქალი მომწონს ნაზი, ფაქიზი, გრძნობებით სავსე, მაგრამ რადგანაც ეგ რევოლუციონერი ქალია, ალბთ მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიხტომოდა და გამოეწვია, შეიძლება თავურიც დაერტყა, ეგ მაგ სტილის ქალია და ისეც მოიქცა, რა სტილისაცაა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" მწერალი და მსახიონი გივი სიხარულიძე, 10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში" საერთაშორისო კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის"ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლას და იქ მომხდარ ინციდენტს.

თამარ შუკვანი
11.09.2019

 „რეზონანსის“ ინფორმაციით, განახლებულ „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან იწყებს, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება სხვა გადაცემების მაუწყებლობის განახლება. ამის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „კურიერი“ ეთერს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

თამარ მუკბანიანი
11.09.2019

 წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფი გაზრდას გადაურჩება. მართალია, სემეკმა ტარიფები სამი წლით დააწესა, თუმცა მისი გადახედვის შესაძლებლობა მკვეთრად გაუფასურებული ლარის გამო დადგა დღის წესრიგში. ამ ეტაპზე მარეგულირებელში ენერგოკამპანიებისგან არც ერთი განაცხადი შესული არ არის, განხილვას კი 180 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ არაგეგმიური გადათვლა არ მოხდება.

გვანცა წულაია
11.09.2019

 ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების პარალელურად, ფასის ზრდა ადგილობრივ პროდუქტებზეც დაიწყო. ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და საწვავის გაზრდილი ფასი ყველა სახის საქონელზე, საკვებსა და მოსახურებაზე გავლენას ახდენს. მომხმარებლები და მწარმოებლები "რეზონანსთან" დაუფარავად საუბრობენ ფასის მატებაზე. სასურსათო წნეხი მოსავლის მიღების სეზონზე ზამთრის შიშს აჩენს.

თამარ მუკბანიანი
11.09.2019

 კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით კი 1 კილოგრამის ფასი 2018 წლის მინიმალურ ფასზე ნაკლები არ იქნება. საფერავი დაახლოებით 1.50 ლარი ან მეტი ეღირება, ხოლო რქაწითელი - 70 თეთრი.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2019

 „ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართლებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული და ოკუპირებული აქვთ", - ასეთი ინფორმაცია მოაწოდა „რეზონანსს" მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ საოკუპაციო ხაზიდან სოფელ ჩორჩანასთან მიმდნარე ვითარების შესახებ.

თამარ შუკვანი
11.09.2019

 ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეინი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ასოცირების პროცესი დაჩქარების მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ მან გაფართოების საკითხებში მომავალ ევროკომისარს, ლასლო ტროკსანისთან საუბარში განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2019

 მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას სამშაბათს ოფიციალურად მიულოცა „პრეზიდენტად" არჩევა, სოხუმში ვითარება საკმადო დაძაბულია. ოპოზიციონერი პრეტენდენტი ალხას კვიცინია „არჩევნების მეორე ტურში" დამარცხებას არ ცნობს და ჯერ „სამართლებრივ დავას", შემდეგ კი მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამ „არჩევნებთან" დაკავშირებით კი სამართლებრივი თვალსაზრისით მართლაც კომიკური სიტუაციაა შექმნილი.

თამარ შუკვანი
11.09.2019

 სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მელიამ სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. როგორც ცნობილია, დეპუტატის ადვოკატმა პროკურორს წინასწარ აცნობა მელიას განზრახვის შესახებ, თუმცა საპასუხოდ კატეგორიული უარი მიიღო. პროკურატურა იუწყება, რომ ამ ფაქტის შესახებ იმსჯელებენ და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდნენ. იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაბამის ორგანოს მელიას დაკავების მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება.

თამარ შუკვანი
11.09.2019

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მასპინძლობისას, სიტყვით გამოსვლისას ინიციატივით გამოვიდა, აშშ-მა ან ევროკავშირმა საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენელი დანიშნოს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიესალმება.

ელზა პაპოშვილი
10.09.2019

 დაიწყო თუ არა პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ღია თამაში? რას ნიშნავდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და დეპუტატის ირმა ინაშვილის მისვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?“ და რისი დესმონსტრირება სურდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ დასავლეთმა დაიწყო ფიქრი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ღირსია, რასაც თავის მხრივ რუსეთის აქტიურობა მოჰყვა. 

მარი ჩიტაია
10.09.2019

 ერთ წელიწადში საქონლის ხორცი 3 ლარით, ხოლო ღორის ხორცი - 2-3  ლარით გაძვირდა. გაზრდილია როგორც ცოცხალი პირტუყვის ღირებულება, ასევე დაკლული საქონლის ფასიც. მდგომარეობა შემოდგომაზე ცოტათი შეიცვლება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ფასი კიდევ მოიმატებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×