თამარ შუკვანი
14.09.2019

 ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი არეშიძე გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ავცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ მას ყოფილი დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ქუცნაშვილის მეუღლემ მას სახეში ხელი გაარტყა. „რეზონანსი" ამ ინციდენტის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირა, რომელმაც მომხდარზე საუბარი არ ისურვა.

თამარ შუკვანი
14.09.2019

 ეუთო უზენაესი სასამართლოს მოსამათლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკრიტიკებს და უარყოფით შეფასებას აკეთებს. ეუთოს ანგარიშში წერია, რომ საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი, რაზეც უმრავლესობის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ შერჩევის წინა პროცესთან შედარებით, დღეს არსებული ვითარება გაუმჯობესებულია.

ტატა შოშიაშვილი
14.09.2019

 პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის გადაადგილების გამო, ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი დაიწყო - მარშალ ივან კონევის ძეგლის მუზეუმში გადატანის ინიციატივის გამო, რუსეთის კულტური მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ პრაღის მერს „ადგილობრივი მასშტაბის გაულაიტერი (ადმინისტრაციული თანამდებობა ჰიტლერულ გერმანიაში)" უწოდა. საპასუხოდ კი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და განმარტება მოსთხოვეს.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2019

 ახლახანს გაცხადდა ერთ-ერთი გახმაურებული საქმის უცნობი დეტალები. საუბარია უკრაინის ანტიტერორისტული ჯგუფის მიერ იმ პრორუსი მებრძოლის ხელში ჩაგდებაზე, რომელიც მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ანტისაზენიტო ბატარეას ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, ამ საქმის გამოძიებაში უმნიშვნელოვანეს მოწმეს წარმოადგენს.

თამარ შუკვანი
13.09.2019

 აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურის" შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. შედეგების მიხედვით, ე.წ. არჩევნებში მოქმედმა „პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ოპოზიციური პარტია „ამცახარას" კანდიდატმა ალხას კვიცინიამ შედეგები გაასაჩივრა. არსებობს მოლოდინი, რომ თუკი მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ამას სამოქალაქო დაპირისპირება აუცილებლად მოჰყვება. კვიცინიას სარჩელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო 17 სექტემბერს განიხილავს. ამავე დღეს კვიცინიას მომხრეები შეკრებას და მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

ელზა პაპოშვილი
13.09.2019

 საგუშაგოები საგუშაგოს წინააღმდეგ - ერგნეთში  ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 

თამარ მუკბანიანი
13.09.2019

 საბანკო რეგულაციების პირველი ტალღის ამოქმედებიდან წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარ მიზნად ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ასახელებდა. ზუსტი სტატისტიკა, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობით აღმოიფხვრა სესხზე ვადაგადაცილება არ არსებობს, თუმცა სებ-ის მონაცემებით, შემცირებულია თავად სასესხო პორტფელი.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2019

 პრაღაში საბჭოთა მარშალის ძეგლის გადატანამ კრემლის დიდი აღშფოთება გამოიწვია. რუსეთი ახლა საპასუხო ზომებით იმუქრება, თუმცა რას აპირებს ან რისი გაკეთება შეუძლია საერთოდ, უცნობია.

ელზა პაპოშვილი
13.09.2019

 „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“. მათი აზრით, უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდება, რომ „ოცნებასთან“ 2020 წელს კოალიციაში არ შევა. მათი აზრით, ამით ქვეყანას ეძლევა შანსი, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას მშვიდად, ქაოსის გარეშე ჩამოაშოროს. 

თამარ შუკვანი
13.09.2019

 „კატეგორიულად შემიძლია გამოვრიცხო „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოსთან" კოალიციაში შესვლა. ეს არის ფაშისტური ორგანიზაციები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას," მათთან შეიძლება გვქონდეს თემატური თანამშრომლობა, ეს მათ პოზიციაზეა დამოკიდებული, მაგრამ მათთან ერთად სამთავრობო კოალიციის შექმნას არ ვგეგმავთ," - აცხადებს „რეზონანსთან" „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2019

 „ჩვენ მყარად მხოლოდ ერთადერთი რამ ვიცით, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს სერიოზული ფინანსური რესურსი, რაც შეეხება პრეზენტაციას, ვერ ვიტყოდი, რომ ამან საზოგადოებაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, ვერც წარმოდგენილი კონტინგენტის თვალსაზრისით, ვერც დამფუძნებლების თვალსაზრისით და ვერც სხვა მოცემულობების თვალსაზრისით (ჯერჯერობით), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ სიტუაცია არ შეიცვლება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ მოძრაობა „ლელოს" პრეზენტაციას და ამ მოძრაობის მომავალ საქმიანობას.

ელზა პაპოშვილი
12.09.2019

 დადებს თუა არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ლელოს 2020 წელს? ბანკირმა 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა და პირველი ხამამაღალი პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ხაზარაძის მთავარი რეპლიკა, რაც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იყო, რომ საქართველოში „ერთი კაცის მართველობა უნდა დასრულდეს“. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×