მარიამ ბოლქვაძე
17.09.2019

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, ცხოვრების დონე დღითიდღე უარესდება და ეს აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებშიც ჩანს. მისივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ „ენდიაის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% საბჭოთა კავშირის ნგრევას უარყოფით მოვლენად აფასებს, საგანგაშო მაჩვენებელია.

გვანცა წულაია
17.09.2019

 საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი საბანკო სესხზეა დამოკიდებული. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც სესხი გამოკითხულთა 54%-ს აქვს, საიდანაც 68% საბანკოა. ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა, როგორც ჩანს,  სიტუაცია ვერ გარდატეხა. როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავის გადარჩენას ნასესხები ფულით ცდილობს, ეს უმძიმეს კრიზისზე მიანიშნებს.

თამარ შუკვანი
17.09.2019

 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილში ძირითადი აქცენტები ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებზეა. კვლევა ეხება ასევე ქვეყნის განვითარების, საგარეო პოლიტიკური კურსისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ეს კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას არ ენდობა. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი ამ კვლევის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს.

თამარ მუკბანიანი
17.09.2019

 სამ თვეში დიზელი 10-15 თეთრით გაძვირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისფულება არ გაითვალისწინებს ბიზნესის და სტრატეგიული პარტნიორის თხოვნას, 1 წლით მორატორიუმი გამოაცხადოს ,,ევრო5”-ის  სტანდარტის დაწესებასთან დაკავშირებით. ოფიციალური მიზეზი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა, თუმცა არავითარი კველევა ამის შესახებ არ არსებობს, რა პოზიტიური როლი ექნება ცვლილებას.

თამარ შუკვანი
17.09.2019

 რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავისი ტერიტორიული წყლები აშშ-ის სამხედრო ხომალდებისათვის დაკეტა, დეზინფორმაცია აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ამერიკულ სადესანტო გემ „იუმაზე", რომელიც დღეს ფოთის პორტში უნდა შემოსულიყო. რუსული მედია ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ „იუმას" ამის უფლება არ მისცა.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2019

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უზნაესმა სასამართლომ პარტია „ამცახარას" ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა გადადო. შესაბამისად, გადაიდო განაჩენის გამოცხადებაც, რომელსაც სოხუმის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა და რომელიც შესაძლოა აფხაზეთში მაობრივი არეულობის დაწყების მიზეზი გამხდარიყო. ამის შესახებ რუსული „სპუტნიკი" იუწყება.

თამარ შუკვანი
17.09.2019

 „დღევანდელი საინფორმაციო ომისა და ჰიბრიდული ომის პირობებში არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის დეზინფორმაცია," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრისას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ გემს თავის ტერიტორიულ წყლებში არ უშვებს.

მარიამ ბოლქვაძე
17.09.2019

 შშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის („ენ-დი-აი") ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში, მოსახლეობის 49% საბჭოთა კავშირის დაშლას პოზიტიურ, 41% კი ნეგატიურ მოვლენად აფასებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, სსრკ-სადმი ნოსტალგიის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დღეს არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2019

 ილია ილფისა და ევგენი პერტოვის ლეგენდარული სატირული რომანის „12 სკამის" ახალი ეკრანიზაციის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება საქართველოში იგეგმება. ამის შესახებ რუსული კინოსტუდია „მოსფილმი" იუწყება

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2019

 „მე პირადად მკვლელების შეწყალებას არ მოვიწონებდი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნებისა" და საპარლამეტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტს.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2019

 აშშ-ს საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო გემი „იუმა" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვერ შედის. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ტერიტორიულ წყლებში მის შეშევაზე უარს აცხადებს.

თეო გუდავაძე
16.09.2019

 ტენდერები კვლავ რჩება ქვეყნის უმთავრეს პრობლემად. ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა არცთუ იშვიათად, რეაბილიტაციის ნაცვლად, აზიანებს შენობას და ხშირად იქ მყოფ ადამიანებსაც. ყველაზე ცნობილი შემთხვევა ვარკეთილში მეტროს ჭერის ჩამონგრევაა, მაგრამ ახალგარემონტებული შენობა-ნაგებობების შედარებით მცირე მასშტაბის ჩამონგრევა ყოველ კვირა ხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×