რეზონანსი
16.09.2019

 მთავრობა ჯარიმების რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს. მოსახლეობისა და ბიზნესისთვის დაწესებული ჯარიმებისა და საურავების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ბიზნესისა და მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. ფაქტობრივად, ხელისუფლებისთვის ჯარიმები ერთადერთი მიმართულებაა, სადაც გეგმა გადაჭარბებით სრულდება. ბოლო წლებიოს სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. ზრდის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ წლის ბოლომდე ამ ტიპის შემოსავალმა, შესაძლოა, 100 მლნ ლარს გადააჭარბოს.

ნინა გარდაფხაძე
16.09.2019

 სიგარეტი 2 ლარად პირდაპირ ქუჩებში იყიდება - კონტრაბანდული თამბაქოთი ვაჭრობამ, რეგიონების შემდეგ, დედაქალაქში გადმოინაცვლა. ახლა უკვე თბილისის ბაზრებსა და ავტოსადგურებზეც ხშირად შეხვდებით, ჩანთაგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც უაქციზო თამბაქოს, შეღავათიან ფასად სთავაზობენ მომხმარებელს. არალეგალური სიგარეტის ოდენობა კი ქვეყანაში კი წლიდან წლამდე იზრდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2019

 პრემიერ-მინისტრების ჩუმი გადადგომა თუ გადაყენება და წასვლის შემდგომი დუმილი საქართველოში თითქმის ტრადიციად იქცა, საზოგადოება ფეისბუქის საშუალებით, ან მცირეხნიანი ბრიფინგით იგებს მხოლოდ იმას, რომ ისინი დაკავებული პოსტიდან მიდიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ დრომდე არსად არ გამოჩენილა, მისი წავლის შემდგომაც საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ლოგიკურია ჩნდება კითხვა - თუ სად გაქრა იგი.

თამარ შუკვანი
16.09.2019

 „ამ ეტაპზე გახარიას მოწოდება არარეალისტურია, რადგან ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი მნიშვენლოვანი ბერკეტები, მითუმეტეს სეპარატისტულ რეჟიმზე, არ გააჩნია, თუნდაც იმისათვის, რომ ამის აღსრულებას ხელი შეუწყოს" - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა აღსრულდეს.

ელზა პაპოშვილი
16.09.2019

 მოძალადე დედა თუ მამა?!-თვეებია უკვე ცოლ-ქმარი ერთმანეთს მცირეწლოვან შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს. თუმცა, მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა, რადგანაც, მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ელზა პაპოშვილი
16.09.2019

 "ევროპული საქართველო" ითხოვს საერთაშორისო დონეზე ოკუპაციის თემის გააქტიურებას . საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი - "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე". თუმცა ამ კანონპროექტს „ოცნებამ" უარი უთხრა და პროქტი ჩავარდა.

რეზონანსი
16.09.2019

 ელექტროენერგიის და გაზის სუბსიდიაზე სახელმწიფო ყოველწლიურად 200 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს. მომავალში, თუკი სემეკი გადაწყვეტს დენისა და ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას, მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისთვის სუბსიდირებაც გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად, ხარჯი ამ მიმართულებით კიდევ მომატებს.

მარიკა გოგოხია
16.09.2019

 მიმდინარე წლის 8 თვის განვალობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. განსაკუთრებით კი, საგზაო ბიტუმისა და საავიაციო ნავთის იმპორტმა მოიმატა, რაც ქვეყანაში მომდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება. ერთადერთი სეგმენტი საწვავის ბიზნესში საცხებ-საპოხი მასალებია, სადაც იმპორტის კლება ფიქსირდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2019

 „იქიდან გამომდინარე, რომ მეორე წელია და ევროპულ სკოლაში უკვე მეორე მიღებაა ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამოა კომისარი ჰანი ჩამოსული საქართველოში"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტს.

თამარ შუკვანი
16.09.2019

 მიუხედავად იმისა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან გარდაქმნას განიცდის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს, რაც, შესაძლოა „დიდი რვიანის" აღდგენის ინიციატივას დავუკავშიროთ, ეს კი „შეშფოთების საფუძველს აჩენს, - ტრამპი რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეს გავლენის სფეროდ ხომ არ უთმობს?" თანაც უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×