რეზონანსი 18.09.2019
საქართველოში ღვინის მარნების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2012 წელს მათი რაოდენობა 100-მდე იყო, დღეს კი თითქმის 1000-ს აღწევს. აქედან უმეტესი მცირე და საშუალო მარანია. საქართველოში ძალიან ბევრია წარმატებული მცირე მარანი, რომლებიც მსოფლიო მედიისა და ღვინის პროფესიონალების ყურადღებას იქცევს.
|
თამარ მუკბანიანი 18.09.2019
სამუშაო ადგილებზე უსაფრთოების წესების დარღვევის სტატისტიკა 50%-ზე მეტით გაიზარდა. ასეთია 2019 წლის იანვარ-ივლისის ოფიციალური მონაცემი. არასამათავრობო სექტორში აცხადებენ, რომ სრულ სურათს იგი არ იძლევა და რეალურად გაცილებით მძიმე ვითარება და ბევრი დარღევევაა. შრომის ინსპექცია კი 1-ლი იანვრიდან ინსპექტორების რიცხვის 40-დან 100-მდე გაზრდას აპირებს, რაც გაზრდის ზედამხედველობასაც.
|
ელზა პაპოშვილი 18.09.2019
დადებს თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ „ლელოს“ 2020 წელს, ამას უკვე არჩევნების დღეს გავიგებთ, თუმცა მან უკვე წარადგინა ის 12 რჩეული ადამიანი, ვინც მას პოლიტიკური „ლელოს“ დადებაში დაეხმარება. ხაზარაძის მთავარი აქცენტი ახალ სახეებზე და იმ ადამიანებზე გაკეთდება, რომლებიც წინა და ახალი ხელისუფლებების დროს სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდნენ და მართვის უნარები აქვთ. ხაზარაძის მთავარი მიზანია, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან აფილირებული არ იყოს. ის ცდილობს გაემიჯნოს როგორც „ნაციონალებს“, ასევე „ოცნებას“. ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომელთაც დასავლური ვექტორი აქვთ.
|
თამარ შუკვანი 18.09.2019
„დადებითი განწყობა მაქვს იმ გუნდის მიმართ, რომელიც ხაზარაძემ წარმოადგინა. საინტერესო ხალხია და ნეგატიურ რეპუტაციას არცერთი არ ატარებს. საკმაოდ საინტერესო განაცხადია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფო ცხოვრებაში უნდა იყვნენ ჩართული სხვადასხვა მიმართულების ადამიანები. კარგი გათვლაა, რადგან ხაზარაძეზე არაერთგვაროვანი პოზიციები არსებობს საზოგადოებაში და მის კონკურენტებში," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარდგენის შესახებ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 18.09.2019
„ამერიკის ხმა" ტელეკომპანია „იმედს" ბრალდებას უყენებს, რომ „იმედმა" მათი ჟურნალისტის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, რასაც „ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა. ამ ბრალდების საპასუხოდ „იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიხლაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ამერიკის ხმა" მომხდარი ამბის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს დაუმონტაჟებელი მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათი მხრიდან არანაირი სტანდარტი არ დარღვეულა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.09.2019
„პრეზიდენტის უფლებამოსილება არის დისკრეციული, შეუძლია თავისუფლად შეიწყალოს მკვლელიც, ყაჩაღიც, ქურდიც და ტერორისტიც. დღევანდელი კანონმდებლობით იგი შეუზღუდავია" - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი კახა წიქარიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე, თუმცა იქვე უმატებს, რომ „პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს თითოეული მსჯავრდებულის ისტორია, სანამ იგი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს".
|
თამარ შუკვანი 18.09.2019
სადავო შეწყალებებთან დაკავშირებულმა სკანდალმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ალბათობაზე.
| | | |
თამთა ჩაჩანიძე 17.09.2019
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებული პატიმრების 34-კაციანმა სიამ საზოგადოებაშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ მკვეთრი კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ორი გახმაურებული მკვლელობის მთავარი ფიგურანტები აღმოჩნდნენ. ერთ მათგანი გახლავთ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რ.დ., ხოლო მეორე - ა.ბ., რომელიც დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
|
თამარ მუკბანიანი 17.09.2019
პერიოდულმა ტექნიკურმა ინსპექტირებამ გამონაბოლქვის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა. რეფორმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა რეალობაში არაქმედითი აღმოჩნდა. ტექდათვალიერების ახალი ტალღა 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. იქამდე კი, ჩავლილი 2 წელი მძღოლების ხრიკებისა და სისტემის ტექნიკური ხარვეზების გამო თითქმის უნაყოფო აღმოჩნდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|