ელზა პაპოშვილი
15.09.2019

 ახალმა პრემიერმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას ახალი ვიცე-პრემიერები - თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი წარუდგინა. ამან ანალიტიკოსებს და პოლიტიკოსებს გარკვეული დასკვნების საშუალება უკვე მისცა, თუ რაზე იქნება პრემიერის მხრიდან მთავარი აქცენტები გაკეთებული. 

მარიამ ბოლქვაძე
15.09.2019

 „აფხაზეთში არეულობის დაწყების დროს, თენგიზ კიტოვანი იქ საკუთარი სამხედრო ნაწილებით იყო შესული, რომ რკინიგზა დაეცვა და ამის შემდეგ ის უბედურება და სისხლისღვრა დაიწყო, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, თავიდან ბოლომდე, რუსული სცენარით მიმდინარეობდა. კიტოვანი აქეთა მხარეს სარდლობდა და ის, ვინც აფხაზეთის მხარეს იყო, ქართველებმა რომ დაიჭირონ და შეურაცხყოფა მიაყენონ, სწორი არ იქნება," - აღნიშნა, „რეზონანასთან" საუბრისას, პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძემ.

თამთა ჩაჩანიძე
15.09.2019

 „ეს განცხადება არის სისულელე და მეტი არაფერი, ან კიდევ შეგნებული მავნებლობა", - ასეთი კომენტარი გააკეთა „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ, „პატრიოტთა ალიანსის" მიერ აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებაზე.

ტატა შოშიაშვილი
15.09.2019

 „ანტისომხური განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო და ახლაც არის. აფხაზური საზოგადოება ცდილობდა, რომ ცვლილებებისთვის მიეცა ხმა და, რატომღაც, ვარაუდობდნენ, რომ კვიცინია ამის გამკეთებელია, მაგრამ სომხების ხმებმა განაპირობა ხაჯიმბას გამარჯვება, რის გამოც გაღიზიანება გარეთ გამოვიდა და მოჰყვა დაპირისპირებები", - ასე შეფასა „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურის" შემდეგ ადგილობრივ სომხებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის მკვეთრად დაძაბვას.

ელზა პაპოშვილი
15.09.2019

 ერგნეთის 13 სექტემბერს ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, სადაც რუსულ და ოსურ მხარესთან შეთანხმება ვერაფერზე მოხეხდა, ჩორჩანას მიმდებარედ რუსები გზის გაყვანის სამუშაოებს აგრძელებენ. „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქაცარავა შიშობს, რომ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე დღეში ქართული საგუშაგო საოკუპაციო ხაზის იქით აღმოჩნდება და მას დე ფაქტო ხელისუფლება მიისაკუთრებს. 

თამთა ჩაჩანიძე
15.09.2019

 საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, წინასაარჩევნოდ ოდესაში ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა გამართა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას სკანდალური განცხადება გააჟღერა.

თამთა ჩაჩანიძე
15.09.2019

 „ჩემი აზრით, თაკო ჩარკვიანი უფრო თანამშრომლობს ახლა „გაერთიანებულ ოპოზიციასთან", „ნაციონალურ მოძრაობასთან" და შესაძლებელია ეს იყოს პიროვნული ხასიათის დაპირისპირება. ისინი პროდასავლური შეხედულების მქონე პოლიტიკოსები არიან. აქედან გამომდინარე, იდეოლოგიურად, პრინციპში, ერთმანეთთან ახლოს არიან", -ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ევროპული საქართველოსა" და პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის დაპირისპირებას.

ტატა შოშიაშვილი
15.09.2019

 საუდის არაბეთში მასშტაბური სანავთობო კრიზისი დაიწყო, რომელიც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ქვეყანა დიდ დანაკარგს განიცდის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის გამო, რომლებმაც საუდის არაბეთის ორი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. უფრო დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ნავთობის მოპოვება გაანახევრა.

თამარ შუკვანი
14.09.2019

 „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს" ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც საჯარო პირობის დადებას გულისხმობს იმასთან დაკავშირებით, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის გუნდთან 2020 არჩევნების შემდეგ კოალიციაში არ შევლენ. ჩარკვიანის განცხადებით, ამ პირობას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და შემოწმებაც შეუძლებელია, თავად „ევროპული საქართველო" რას იზამს არჩევების შემდეგ. მისი თქმით, ამ ინციციატივას „თაღითობის სუნი ასდის."

თამარ შუკვანი
14.09.2019

 „პრეზენტაციაზე ხაზარაძის მხრიდან რაც გაცხადდა, რომ არავისთან აპირებს შეერთებას და მარტო იბრძოლებს, ეს საკვანძო და საინტერესო მონაკვეთი იყო. ჩვენთან პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ის პოპულარობა, რომ რომელიმესთან გაერთიანებამ წარმატება მოუტანოს ახალ პარტიას. ამიტომაც, მარტო მოქმედება შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის შესახებ საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
14.09.2019

 „ჟირინოვსკიზე თავად რუსებიც ღიმილით საუბრობენ... სულ ამბობს, რომ რუსეთმა ნახევარი მსოფლიო, ევროპა უნდა დაიპყროს და საქართველოც, რა თქმა უნდა, თავისთავად უნდა დაშალოს. მაგაზე კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა წამოვწიოთ ეს საკითხი სერიოზულ დონემდე", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება, რომელიც ფედერაციის მმართველ გუნდს საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ტატა შოშიაშვილი
14.09.2019

 კრიმინალურ სამყაროში „ქურდად კურთხევაზე" დაწესებული ერთგვარი მორატორიუმი სავარაუდოდ 2026 წლამდე გაგრძელდება. ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა ბოლო პერიოდში „კანონიერი ქურდების" ერთერთ ყველაზე დიდი შეკრება, რომელიც გასულ კვირას თურქეთში გაიმართა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×