ია აბულაშვილი
10.09.2019

 „ეს არ არის ნატოს ოფიციალური განცხადება. საქართველოს ნატოში მიღება-არმიღების საკითხს კი წყვეტს ნატო. თანაც ასეთი სკითხები ჯერ კულარებში უნდა მოიხარშოს და დაიწრიტოს და შემდეგ გახდეს საჯარო; ამიტომ, ჯერ საკითხი არ დამგარა და ამ ფრაზის გამო ერთმანეთის დახოცვა არ ღირს“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ნატოს ყოფილი გენმდივნის, ადრეს ფოგ რასმუსენის განცხადების კომენტირებისას.

თამარ შუკვანი
10.09.2019

 კრიგორი კარასინს, რომელიც 2005 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ასევე იყო მდივანი სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში, ევგენი ივანოვი შეცვლის, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

თამარ მუკბანიანი
10.09.2019

 მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, ამიტომ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩაერევა. ამაზე უკვე მმართველი გუნდიც ალაპარაკდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში 80%-ით გაზრდილ წამლის ფასებს რა ფორმით დაარეგულირებს და როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია, "რეზონანსი"  დეპუტატებსაც ესაუბრა აღნიშნულ თემაზე, თუმცა კონკრეტული პოზიცია არც მათ გააჩნიათ.

თამარ შუკვანი
10.09.2019

 ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, დღის მთავარ თემად იქცა. ამ განცხადებას საქართველოს პოლიტიკური და ანალიტიკური წრეები იმდენად აქტიურად გამოეხმაურენ, რომ პრაქტიკულად ამ თემაზე ფართო დისკუსია უკვე დაწყბულად შეიძლება ჩაითვალოს.

თამარ მუკბანიანი
10.09.2019

 ენერგეტიკის სფერო დიდი ცვლილებების მოლოდინშია. მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს უფლებამოსილება რამდენიმე დღეში იწურება, მის ადგილას ეკონომისტი, სემეკის წევრი დავით ნარმანია დაიკავებს. პარალელურად დეპუტატების ნაწილს ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა სურს, რასაც ქალაქის მერიც, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ეთანხმება. სანამ ქვეყანაში ცვლილებები რეალურად განცორციელდება, ენერგოდეფიციტი ქვეყანაში წლიდან წლამდე მატულობს.

ელზა პაპოშვილი
10.09.2019

 სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამოძიება შესაძლოა თავდაყირა დადგეს და სასამართლომ ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე უდანაშაულოდ სცნოს. ამის თქმს საფუძველს „რეზონანსთან“ მის ადვოკატს გილერი ენდელაძეს საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები აძლევს, რომლის მიხედვითაც მკვლელობა არც ომარ გამყრელიძეს და არც მის შვილს ნოდარ გამყრელიძეს უმტკიცდება. ადვოკატი საქმის მასალებში არსებულ იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ყველა ვერსია თავდაყირა დააყენოს. 

ია აბულაშვილი
10.09.2019

 „განშორება ხანგრძლივი არ ყოფილა, როგორც ჩანს, ქართველი და უკრაინელი არტისტების მუსიკალური ბაზარი რუსეთშია. ასე რომ, იმ ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ, წინდაუხედაობაა.  ზოგჯერ ლაპარაკს სჯობს უბრალოდ იმღერო“, - ასე ეხმაურება რუსეთში მცხოვრები ტელეწმაყვანი თინა კანდელაკი ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის განაცხადებას, რომელმაც უკრაინაში ტელეარხ „1 პლიუს 1“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტების გაუქმების მიუხედავად, რუსი მსმენელი უყვარს.

ია აბულაშვილი
10.09.2019

 „თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატები ინდივიდულაურად მიიღებენ გადაწყვტილებას, დაუჭირონ თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს. ასე რომ, არანაირი ზეწოლა ამ საკითხთან მიმართებაში არ იქნება“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20 კაციანი სია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა შეიძლება „ოცნებაში“ ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს.

თამარ შუკვანი
10.09.2019

 რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთელი ოსების გენოციდის" აღიარების შესახებ ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მიმართვას შეისწავლის. ამის შესახებ დღეს სათათბიროს საბჭოს სხდომის შემდეგ დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ივან მელნიკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს.

ელზა პაპოშვილი
09.09.2019

 უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის დააფუძნებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას.

მარი ჩიტაია
09.09.2019

 საქართველოს საპენსიო დანაზოგების დაბანდების შესაძლებლობა არ აქვს. დიდია ალბათობა, რომ მოსახლეობის ფული საბოლოოდ საბანკო სექტორში აღმოჩნდეს, რადგან სხვა ალტერნატივა რეალურად არც არის. დიდია საფრთხეც, რომ საპენსიო ფონდიდან ლარის გასვლამ ეროვნულ ვალუტას პრობლემა შეუქმნას და დევალვაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც ძირითადად, საპენსიო დანაზოგი შეიძლება დაბანდდეს, ჯერ განვითარებული არ არის, ხოლო მსხვილი საინვესტიციო პროექტები ვერ ხორციელდება.

თამარ მუკბანიანი
09.09.2019

 1-ლი ოქტომბრიდან, ხორბლის შემოტანა მხოლოდ რკინიგზისა და გემის საშუალებით იქნება შესაძლებელი. წესით და რიგით ქვეყანაში,  ყაზახური ხორბლის წილი უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო ვითარებაა. გვალვების გამო, წელს კასპიისპირა სახელმწიფოში 1 ჰექტარზე მხოლოდ 500 კგ მოსავალი მოვიდა და შესაბამისად, ექსპორტზეც ვერ გაიტანს მოსავალს. ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო და ელოდება თუ არა საქართველოს ხორბლის დეფიციტი შემოდგომის ბოლოდან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×