თეო გუდავაძე
09.09.2019

 საქართველოში სოციალური ფონის გაუარესების გამო, ახალი მიგრაციული ტალღა დაიწყო. ლარის გაუფასურესებამ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების კატასტროფულმა ზრდამ, მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. დემოგრაფების აზრით, საქართველოს ისტორიაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რომელიც მომავალზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.

თამარ შუკვანი
09.09.2019

 „რუსეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები მიდის; ადგილობრივი არჩევნები, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი პრელუდიაა, მოსკოვის ოლქის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია დამარცხდა; ამ არჩევნების ფონზე, პუტინის „უანგარო" გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მას სურდა აქცენტი საგარეო პროცესზე გადაეტანა, თანაც მშვიდობის მტრედი გამოსულიყო," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია უკრაინა-რუსეთს შორის პოლიტპატიმრების გაცვლის საკითხზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2019

 „თუ ხაჯიმბა მართალი აღმოჩნდება, არა მგონია, რომ დაძაბულობამ შუქცევადი ხასიათი მიიღოს, მაგრამ თუ საზოგადოებაში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა და ხაჯიმბას გაყალბება, ხმების მითვისება ან სასამართლოზე ზემოქმედება დაუმტკიცდა, მაშინ დაძაბულობამ შესაძლოა პერმანენტული ხასიათი მიიღოს."-ასე ეხმიანება „რეზონანსთან"კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს.

ია აბულაშვილი
09.09.2019

 "იმის მოლოდინი მაქვს, რომ გახარია საქმეს გააკეთებს და ის ყველაზე კარგი პრემიერი იქნება იმ პრემიერებს შორის, რომლებიც აქამდე ამ თანამდებობას იკავებდნენ"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სამთავრობო ცვლილებებს.

ელზა პაპოშვილი
09.09.2019

 თემქაზე 62 წლის ქალის სიმა მირზოევას მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი რძალს სახლში ესტუმრა, მასთან ერთად სავარაუდოდ, ყავა დალია, თუმცა შელაპარაკების შემდეგ მას თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტა. სახლიდან ძვრიფსაეულობა წაიღო და კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა.

ია აბულაშვილი
09.09.2019

 იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია შეიძლება "ოცნებაში" ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს და რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვოს.

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2019

 მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ყოფილ შს მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტს და მისივე წარდენილ სამთავრობო პროგრამას, (98 დეპუტატი) ერთხმად დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებას კატეგორიულად გაემიჯნნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "პატრიოტთა ალიანსმა".

თამარ შუკვანი
09.09.2019

 უკვე ორი თვეა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვალა შეჩერებულია და შესაძლო აღდგენის შესახებ კრემლს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" მოვლენებით გაღიზიანებული მოსკოვი დღემდე დუმილს ამჯობინებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ელოდება შემთხვევას თქვას, რომ ქართველების მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს და სწორედ ამის გამოხატულება იქნება ის „კეთილი ნება," რომელსაც ავიამიმოსვლის აღდგენით გამოიჩენს.

ია აბულაშვილი
08.09.2019

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის პარლამენტს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა მოსკოვიდან საპასუხო განცხადება უკვე რამდენიმე დღეა არ კეთდება. ცხინვალის ე.წ.  პარლამენტის დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი მიმართვა მიიღო, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვმენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის დადგმის გამო და თხოვენ რუსეთს „ორმხრვი ხელშეკრულების ფარგლებში შეიმუშაოს ერთობლივი პოზიცია, რომლითაც უზრუნველყოფს სამხერთ ოსეთის რესპულიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას და საზღვრის დაცვას“.

მარიამ ბოლქვაძე
08.09.2019

 მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის ცნობით, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია ახალი სკანდალის მიზეზი გახდება. მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს გადაწყვეტილი აქვს ამ სიისადმი პროტესტის ნიშნად დატოვოს მმართველი პარტიის რიგები.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2019

 „ზოგ ქვეყანას აქვს ბირთვული რაკეტები, არა ერთი და ორი. თუმცა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ ამის ფლობის უფლება არ გვაქვს. ეს ჩემთვის მიუღებელია," - ასეთი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რითაც ფაქტიურად ბირთვული იარაღის ფლობის პრეტენზია გამოთქვა.

მარიამ ბოლქვაძე
08.09.2019

 „პენსიის ზრდის 20-ლარიანი გეგმა 2020 წლიდან ბიუჯეტში გაწერილი ისედაც იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და გიორგი გახარიას განცხადებაში იმაზეა საუბარი, რომ შეიქმნება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები პოლიტიკოსების დაპირებებზე დამოკიდებულები არ იქნებიან. უნდა მივიღოთ ინდექსაციის კანონი, რომ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს", - ასე აფასებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიის ზრდის თაობაზე გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც კვირას პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×