ელზა პაპოშვილი 24.09.2019
„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ჯერჯერობით სიის ჩავარდნაზე სუბარი ნაადრევია. მისი თქმით, სია კი არ უნდა ჩავაგდოთ, არამედ ამ 20–კაციდან ღირსეული ადამიანები შევარჩიოთ. ფიქრობს, რომ კადიდატები „სწორი“ პასუხების გაცემას ცდილობენ და გამომდინარე აქედან, ნაკლებად გულწრფელები არიან.
|
ელზა პაპოშვილი 24.09.2019
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეს მიაჩნია, რომ ყველა მოსამართლეს უნდა მოუსმინონ, თუმცა არცერთ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭირონ, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა მოსამართლეებთან გვაქვს საქმე და როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მიერ პირდაპირ ადეიშვილი-სააკაშვილის დროინდელი სისტემის მოსამართლეების გადაბარება.
|
რეზონანსი 23.09.2019
ეროვნულ ბანკი, როგორც იქნა, გამოფხიზლდა და ლარის გასამყარებლად სერიოზული ნაბიჯების დაიწყო. ხვალ მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც რეფინანსირების განაკვეთი უეჭველად გაიზრდება. ასეთი ნაბიჯი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს წლებია არ გადაუდგამს. ფაქტია, რომ გვენეტაძის უწყება დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. მას უკვე აღარც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რადგან სავალუტო ფონდის მისიამ რამდენიმე დღის წინ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება მზარდი ინფლაციისა და გაცვლითი კურსის გამო. როგორც ჩანს, საქმეში ჩაერთო ახალი პრემიერ-მინისტრიც, რომელსაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს.
|
თამარ შუკვანი 23.09.2019
პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; 28 აგვისტოს შეწყალებული 34 მსჯავრდებულის შერჩევა როგორ მოხდა? რამდენი განცხადება იყო შესული? როგორ განიხილეს და რა კრიტერიუმებით გადაარჩიეს? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ გააჩინა.
|
რეზონანსი 23.09.2019
საქართველოში ექსპორტი, ძირითადად, რეექსპორტის ხარჯზე მატულობს. ასე რომ, მთავრობის თავმოწონება ფუჭია, რეალურად ქვეყნიდან არა ადგილზე წარმოებული პროდუქტი, არამედ უცხოური იმპორტი გადის. ამიტომაც დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ექსპორტის ზრდის შედეგს ქვეყნის ეკონომიკა რეალურად ვერ გრძნობს. ამ პროცესის სასიკეთო გავლენა არც ეკონომიკას ეტყობა და არც ლარის კურსს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად უფასურდება.
|
თამარ მუკბანიანი 23.09.2019
ერთ კვირაში ხორბლის საავტომობილო გზით ქვეყანაში შემოტანა საბოლოოდ აიკრძალება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ტრანსპორტირების ფასის ზრდას და შესაბამისად, მოიმატებს პურის ღირებულებაც. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა სამინისტრო მორატორიუმის ვადას არ გაახანგრძლივებს, რომელიც შარშან პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
|
თეო გუდავაძე 23.09.2019
ერთ კვირაში თბილისში, ძირითადად, თეთრი ტაქსები უნდა მოძრაობდნენ. შეზღუდვა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და თვითდასაქმებულ მძღოლებს ბევრ თავსატეხს გაუჩენს. "ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, ზუსტად რა შეზღუდვები დაუწესდებათ ტაქსისტებს, გარდა იმისა, რომ ავტომობილი თეთრი უნდა იყოს და რა განსხვავებაა "ა" და "ბ" კატეგორიის ტაქსებს შორის.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.09.2019
„თუ ჩვენი ხელისუფლება ბევრად მკაცრი და მობილიზებული არ იქნება დამერწმუნეთ, რომ ჩორჩანას ტყეს ძალიან მალე დავკარგავთ, არათუ 300 ჰექტარს, არამედ გაცილებით მეტს."- ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავას ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე.
|
თამარ შუკვანი 23.09.2019
რუსეთის მიერ „აფხაზეთის არმიის" მოდერნიზაციის დაფინანსება საქართველოსთვის ახალი გამოწვევაა, რომელიც შესაძლოა თბილისზე ზემოქმედების დამატებით ბერკეტად იქცეს. ყველაზე მთავარი და სერიოზული საფრთხე კი რუსეთის საოკუპაციო ძალებია, რადგან მათ შეიარაღებაში საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო თუ სარაკეტო შორი რადიუსის მოქმედი სისტემები შედის.
|
ელზა პაპოშვილი 23.09.2019
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით, 23 სექტემბერს კომიტეტს უნდა მოესმინა ორი კანდიდატისთვის - თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილისთვის, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, რომ დეტალური განხილვის და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების უზრუნველსაყოფად ყოველ სხდომაზე ერთ კანდიდატისთვსი თამარ ალანიასთვის მოესმინა.
|
ელზა პაპოშვილი 23.09.2019
თელავში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა ქმარმა ჯერ ცოლს ესროლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი თბილისიდან ყოფილ ცოლთან შვილების სანახავად მივიდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.09.2019
„რთულია თქმა იმისა თუ ტრამპი რამდენად შესძლებს ამ ზეწოლის განხორციელებას და რამდენად დასთანხმდება ამაზე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, ტრამპის სურვილი მიუთითებს იმაზე, რომ იგი საკმაოდ უწევს ანგარიშს ჯო ბაიდენის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო მარათონში" - ასეთია „რეზონანსთან", „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩიას მოსაზრება ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობს მისი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯის შელახვას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|