|
თამარ შუკვანი 25.09.2019
რუსეთში ძებნილი დაღესტნელი აქტივისტის, მიკაილ კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის განცხადებას „აღმაშფოთებელ ტყუილს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის პასუხისმგებლობის არიდებს ცდილობს. კადიევი რუსეთში 2009 წელს ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით იძებნება, რასაც თავად უარყოფს.
|
გვანცა წულაია 24.09.2019
2019 წლის პირველ კვარტალში გარდაცვალებასა და დაბადებას შორის უარყოფითი ბალანსია. იანვარ-ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, 22 945 ადამიანი დაიბადა და 24 563 გარდაიცვალა. უარყოფითი ბალანსის პირველი გამომწვევი მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ამის გამო იზრდება მიგრაცია და საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მუდმივად მცირდება. ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში ადგილობრივი მუშახელისძალიან მწვავე დეფიციტი იქნება.
|
მარიამ ბოლქვაძე 24.09.2019
ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ნურ-სულთანში, პოლიციამ ოპოზიციური მიტინგები ძალის გამოყენებით დაშალა და, სულ მცირე, 57 ადამიანი დააკავა. ხალხის პროტესტის მიზეზი ჩინური ინვესტიციები და არსებული პოლიტიკისადმი უკმაყოფილება გახდა. ხალხი ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში, უმსხვილესი ინვესტორისა და სავაჭრო პარტნიორის, ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ, აქტიურად იბრძვის. აქციის მონაწილეების ბანერებზე იყო წარწერები: „ნუ დავუშვებთ ჩინეთის ექსპანსიას". ოპოზიცია ჩინურ კომპანიებს ადგილობრივი პერსონალის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
|
თამარ მუკბანიანი 24.09.2019
აქციზის გეგმა ზედიზედ მეორე წელია ვარდება. წელს ყველაზე დიდი ჩამორჩენაა. 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 1 მლრდ 287 მლნ ლარის ოდენობით და უკვე ირკვევა, რომ ამ გეგმას მინიმუმ 175 მლნ ლარი დააკლდება. მთავრობა აქციზის გადასახადის მატებით შემოსავალების ზრდას პროგნოზირებდა, ცვლილებამ კი უკუშედეგი გამოიღო. რეკომენდაციის ავტორი, სავალუტო ფონდმა კი ახლა ხელები დაიბანა და ყველაფერს მთავრობას აბრალებს.
|
თამარ შუკვანი 24.09.2019
„ოცნების" ყოფილი წევრი და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „რეზანანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მოსამართლეთა საკითხი „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებისა და განხეთქილების საგნად კიდევ ერთხელ იქცევა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2019
რუსთავი 2-ის განახლებულ საინფორმაციო გადაცემა კურიერს ჟურნალისტი გურამ როგავა წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა „სოვა ნიუსი" ავრცელებს. როგავა მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა, იგი თავისი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე ძირითადად სამხედრო მოვლენებს აშუქებდა.
|
თამარ მუკბანიანი 24.09.2019
მთავრობა დამატებით, ნახევარი მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა საგარეო ვალდებულებების და გრანტების 44% პირველ რვა თვეში აუთვისებელია. დაგეგმილის შესრულება რომ სრულად მოხდეს, ქვეყანამ მომავალ 4 თვეში 1.244 მლრდ ლარი უნდა მიიღოს, რისი იმედიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას გადაწურული აქვს და ამიტომაც დეფიციტის დასაბალანდებლად შიგა ვალს იღებს, რითიც საბოოლოოდ იწურება იმედი, რომ ლარი წლის ბოლომდე ცოტათი მაინც გამყარდება. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტში გაცვლითი კურსის საორიენტაციო მაჩვენებლი 2.9638-ით განისაზღვრა.
|
ელზა პაპოშვილი 24.09.2019
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაულის ახალი დეტლები ხდება ცნობილი. 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი საკუთარ სახლში მოკლა და ამის შემდეგ, თვითონაც თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
|
თამარ შუკვანი 24.09.2019
პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მის მიმართ არსებული ბრალდებები უარყო და ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ პრეზიდენტს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილმა გადასცა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2019
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთს სამი კვირის ვადა მისცა, რომ მოსკოვის ანტიდოპონგ ლაბორატორიის ნიმუშების შეუსაბამობა ახსნას თუ არადა მას შეიძლება ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს. საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსებმა ექსპერტებმა სპორტსმენებისგან აიღეს ძველი და ყალბი ანალიზები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ 2020 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა რუსეთის გარეშე ჩაიაროს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2019
აზოგადოება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე აქტიურად ალაპარაკდა. იურისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგეს თუ პროკურატურა დააგენს, რომ შეწყალება არა ჰუმანური არამედ სხვა მიზნების გამო მოხდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|