თამთა ჩაჩანიძე 26.09.2019
„ამ შემთხვევაში მან ნორმალურად წარმოადგინა თავის ქვეყანა, მან თითქმის ყველა პრობლემა ჩამოთვალა, აფხაზეთზე საკმაო არგუმენტები მოიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ორატორობის მწვერვალი იყო, მაგრამ რა დროც ჰქონდა, მგონი საფუძვლიანად გამოიყენა", -ასე შეაფასა „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროში.
|
თამარ შუკვანი 26.09.2019
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას აპირებდა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ „რეზონანსს" დაუდასტურა. თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსებმა 20 ივნისის მოვლენების გამო შეცვალეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.09.2019
„ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის მიზანი სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციის გზით სვლის შეჩერება გახლავთ და, გარკვეულად, ეს მიზანი მიაღწიეს. მათ შეაფერხეს ეს სვლა და გააჩინეს კიდევ დამატებითი ბარიერი ამ გზაზე", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან"ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე რუსეთის რეაქციის შესახებ.
|
თამარ მუკბანიანი 25.09.2019
საქართველოს თებერვალსა და აგვისტოში თითქმის ერთი და იგივე ოდენობის დენის იმპორტი დასჭირდა. გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მზარდი იქნება შესყიდვის აუცილებლობა ზამთრისათვის. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ საჭიროება დაახლოებით 2 მლრდ კვტ/სთ-ს შეეხება.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გასაუბრება იურდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გრძელდება. 25 სექტემბერს, მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატები მოსამართლე შოთა გეწაძეს შეკითხვებს უსვამდნენ. მასთან მწვავე კითხვები ჰქონდათ, როგორც მმართველი გუნდის წევრებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს და „ევროპული საქართველოს“ წევრებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი კანდიდატურა მწვავე კითხვებიდან გამომდინარე „ოცნებამაც“ ჩააგდოს. გეწაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
|
გვანცა წულაია 25.09.2019
ინფლაცია იმდენად სწრაფად მატულობს, რომ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს გასცდა. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 2019 წელს ინფლაციის დონე 4.3 პროცენტამდე გაზარდა მაშინ, როცა წინა პროგნოზი 3.2% იყო. ეკონომისტები ამბობენ, რომ რეალობა კიდევ უფრო დრამატულია და დეკემბერში 5,5%-იან ინფლაციას უნდა ველოდოთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2019
მას შემდეგ , რაც ამერიკულმა გამოცემებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას აქტიურად შეუდგა. კონგრესის წარმმადგენელთა პალატაში დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, რასაც ამავე პალატის სპიკერი ნენსი პელოსი უძღვება.
|
თამარ მუკბანიანი 25.09.2019
ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად, 1%-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა, გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ლარი რომ არაბუნებრივად უფასურდება და შესაბამისად იზრდება ინფლაცია, ეს სავალუტო ფონდმა და ქვეყნის წამყვენმა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებამაც პირველად თქვეს ხმამაღლა. განაკვეთის ზრდის პირველ ეფექტს, 3-4 თვის შედეგ უნდა ველოდოთ, თუ საერთოდ მოიტანს შედეგს.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2019
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, რა გახდა 16 წალის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი. თბილისში, კალოუბნის 36 ნომერში დატრიალებული უბედურების შემდეგ, დღემდე გაუცემელია კითხვაზე პასუხი, როგორ გადმოვარდა მე-11 კლასელი გიორგი ყუშიტაშვილი ვარკეთილის 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცველები ამ დრომდეს ადგენენ.
|
თამარ შუკვანი 25.09.2019
თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ირმა ინაშვილის შეჭრისა და კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. კრამერის თქმით, გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, თუ რატომ აღმოჩნდნენ ის და ჯონ მაკკეინი საქართველოში პროსამთავრობო მედიისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2019
კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგი კიდევ უფრო სავალალოა, ვიდრე აქამდე ეგონათ - 30 წელიწადში მან შეიძლება მილიარდობით ადამიანს შეუქმნას საფრთხე, რასაც მისი მხოლოდ ერთი შედეგი, ოკეანის დონის მატება გამოიწვევს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნეგატიურ ეფექტებზე - ამის შესახებ საუბარია კლიმატის ცვლილებაზე სამთავრობოთაშორისი პანელის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც ბრიტანული „გარდიანი" ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2019
„შესაძლოა ამას კონტიტუცია და კანონმდებლობა არ გავალდებულებს, მაგრამ სინდისის ვალდებულებაა, რომ ჩახედო სიას თუ ვინ არის ეს ხალხი" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის საკითხს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|