თამთა ჩაჩანიძე
01.10.2019

 თბილისში 56 წლის მამაკაცს ქორწინების იძულების ბრალდებით ასამართლებენ და იურისტთა ცნობით, ეს ქართულ მართლმსაჯულებაში შესაბამისი მუხლის პრაქტიკული გამოყენების პირველი შემთხვევაა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული მსახიობ ეკა ჩხეიძეს მასთან დაქორწინებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2019

 „კატეგორიულად ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ მძღოლების დევნა და დაჯარიმების მცდელობა. 100 ათასი ადამიანის მშივრებად დატოვებას ჩვენ მძღოლებთან ერთად მშვიდად არ შევეგუებით და ეს მათ არ გაუვათ. ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულაციას.

რეზონანსი
30.09.2019

 ეროვნული ვალუტის პერსპექტივა უახლოეს პერიოდშიც უიმედოა. ლარს უკვე ეროვნული ბანის ინტერვენციებიც ვერ შველის. სულ ცოტა ხნის წინ სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი საერთოდ ვერ გაამყარა. როგორც ჩანს, მოხერხდა მხოლოდ მკვეთრი გაუფასურების შეჩერება. წლის ბოლომდე ლარი მეტად აღარ გაუფასურდება, მაგრამ ვერც გამყარებას დაიწყებს.

რეზონანსი
30.09.2019

 2020 წელს მანქანების კატალიზატორებით აღჭურვის ვალდებულება დიდი ალბათობით გადავადდება. აშკარაა, რომ მთავრობა მოსალოდნელი ცვლილებისთვის მზად ჯერჯერობით არ არის. საინფორმაციო კამპანია არ დაწყებულა და მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით ელემენტარულ ინფორმაციასაც ვერ ფლობს. ყველაზე მეტი პრობლემა, რის გამოც კანონმდებლებს რეგულაციის დაწესება აშინებთ, კატალიზატორის შეცვლის დიდი ხარჯია, ხოლო არჩევნების გამო ხალხის განაწყენებას მთავრობა მოერიდება.

რეზონანსი
30.09.2019

 მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა და ისეთი მოულოდნელი ხარჯები დაგეგმა, რომ ჯერჯერობით ყველა გაკვირვებულია. მომავალი წლის ბიუჯეტი მკვეთრად იზრდება და უამრავი ვალდებულება იქნება შესასრულებელი. რაც ყველაზე მთავარია ყველა მიმართულებით მატულობს ანაზღაურება და სოციალური გასაცემელი, რაც პირდაპირ საარჩევნო წელს უკავშირდება.

რეზონანსი
30.09.2019

 საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი იზრდება და სატრანზიტო გადაზიდვები, ასევე ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გააქტიურებულია, ამ ფაქტორს დიზელის იმპორტზე გავლენა არ მოუხდენია.

თამარ შუკვანი
30.09.2019

 „ევროპული საქართველო" და „ნაცმოძრაობა" ერთ პლატფორმაზე აღარ არიან, თუმცა შესაძლოა მათ სხვადასხვა პლატფორმაზე იმუშაონ, რომ სხვადასხვა ტიპის აუდიტორია მიიზიდონ.

თამარ მუკბანიანი
30.09.2019

 გაზის დეტექტორები 2019 წელსაც არ დამონტაჟდება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგომბუდსმენი ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, რომ წლის ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა მოსახლეს დეტექტორი უნდა ჰქონოდა, პაკეტი ეკონომიკის სამინისტროში გაიყინა. რატომ და რამდენი ხნით, რეგულაციების ავტორსაც არ აქვს პასუხი. შედეგად, წელს, სამწუხაროდ, გაზით გარდაცვალების ფატალური შემთხვევები კვლავ იქნება, რადგან სახელმწიფო პრევენციისათვის არაფერს აკეთებს.

თამთა ჩაჩანიძე
30.09.2019

 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორიც ზალკალიანსა და ლავროვს შორის შედგა, იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როდესაც ქვეყნებს შორის დაძაბული მდგომარეობაა.

თამარ შუკვანი
30.09.2019

 „აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავარაუდევია რუსეთის სამხედრო ზრდა და ბუნებრივია, ეს საქართველოსთვის ახალი პრობლემაა. თანაც, მოდერნიზაციის მიზანი რეალურად არის აფხაზური „ნაწილების" რუსეთისათვის დაქვემდებარება. ე.წ. საზღვარზეც რუსეთი იღებს პასუხისმგებლობას," - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ „რუსეთი აფხაზეთის „პრეზიდენტს" ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება."

თამარ მუკბანიანი
30.09.2019

 ,,ვისოლის” ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურში შეძენილი ნავთობპროდუქტებისა და ,,სმარტში” შეძენილი პროდუქციის თანხის გადახდა ერთ სივრცეში, ზედმეტი დატვირთვის გარეშე იქნება შესაძლებელი. „ვისოლმა“, „სმარტთან“ ერთად, ოქროყანაში სრულიად ახალი ტიპის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა.

თამარ შუკვანი
30.09.2019

 რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე დღეს უკვე დიდი ბრიტანეთიც აქტიურად ალაპარაკდა - წლების განმავლობაში რუსეთის არაერთი აგრესიული ქმედება ვნახეთ, თუმცა, ბრიტანეთი კრემლისგან რეალურ საფრთხეს დღეს უფრო მეტად ხედავს, ვიდრე ხუთი წლის წინ. მეტიც, ევროპაში უკვე „მომავალ ომზეც" საუბრობენ, რაც იმით აიხსნება, რომ „დიდი ომის შემთხვევაში, ევროპაში ბირთვული ომიც კი არ არის გამორციხული".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×