თამარ მუკბანიანი
02.10.2019

 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექპლუატაციაში მიუღებელი კორპუსების ამინისტია გაურკვეველი ვადითაა გადადებული. მერის ინიციატივით ერთჯერადი აქტი მომზადდა, რომელიც მობინადრეებს პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებდა. კანონპროექტი პარლამენტშია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ,,რეზონანსს" ვერაფერი უთხრეს თუ რა ეტაპზეა განხილვა. მეტიც, კონკრეტული კანონპროექტის მოძიებაც კი ვერ მოხერხდა.

თამარ შუკვანი
02.10.2019

 უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ „შტაინმაიერის ფორმულაზე" თანხმობას კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში დიდი აჟოტაჟი მოჰყვა. უმაღლესი რადის ექსსპიკერმა და ევრომაიდნის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა ანდრეი პარუბიმ მას უკრაინის დემონტაჟის გეგმა უწოდა. მისი განცხადებით, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არჩევნები ავტომატის ლულების ქვეშ არ ჩაივლის. ზოგიერთი კი უფრო შორს მიდის და ზელენსკის, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის წინაშე კაპიტულაციაში სდებს ბრალს.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2019

 „ივანიშვილი უკვე საკმარისად აღარ ენდობა მის გვერდით მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილს და მიაჩნია, რომ უკვე პირადად უნდა იმუშაოს ამ პროცესში," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" შვიდწლიანი მმართველობის შედეგს და ზოგადად დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას.

თამარ შუკვანი
02.10.2019

 ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ პირველ სექტემბერს ქუთაისის იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრით თავი ჩამოიკიდა.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2019

 საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც მოიცავდა ჯერ პარტიის მმართველი ახალი ბირთვის და შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებას. ახლა კი, სავარაუდოდ, „ოცნება“ რეგიონალურ სტრუქტურებში იწყებს წმენდას.

რეზონანსი
01.10.2019

 ეროვნული ბანკი საკუთარ მიდგომას 180 გრადუსით ცვლის. წლის დასაწყისიდან კომერციული ბანკებისათვის დოლარში 5%-ით გაზრდილ სარეზერვო მოთხოვნას კვლავ ამცირებს. ამით ბანკებს 700 მლნ დოლარის რესერუსი გამოუთავისუფლდებათ. შედეგად მთავრობა ლარის გამყარებას ელის, თუმცა არავინ საუბრობს იყო თუ არა აქამდე არსებული პოლიტიკა არასწორი და ვინ არის პასუხისმგებელი გაუფასურებულ კურსზე.

თამარ შუკვანი
01.10.2019

 „ცოტა უცნაურია ერგნეთის შეხვედრა ასეთი შედეგით რომ დასრულდა. ნიუ იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთში ქართული და ოსური მხარის მორიგი უშედეგო შეხვედრის შესახებ საუბრისას.

გვანცა წულაია
01.10.2019

 ბოლო დროს განსაკუთრებით გაუფასურებულმა ლარმა სამშენებლო სექტორს დიდი პრობლემები შეუქმნა და ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. დევალვაციამ, სხვა ყველა სექტორთან ერთად, ზეგავლენა სამშენებლო ბაზარზეც მოახდინა. იმპორტირებული მასალების გაძვირების გამო, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ მშენებარე ბინებზე ფასი გაეზარდათ, ამის გამო კი ბაზარზე რეალიზაციამ იკლო, რადგან მოსახლეობის მსყოდველუნარიანობა მკვეთრად დაეცა. ამიტომ ბევრი დეველოპერი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

თამარ შუკვანი
01.10.2019

 შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში 26-27 სექტემბერს ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე შვეიცარიელი მებაჟეების განთავსების დეტალებზე იმსჯელეს. შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, თუმცა მისი ამოქმედება უკვე 8 წელია ჭიანურდება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამას შეთანხმების არაორდინალურობით ხსნის.

რეზონანსი
01.10.2019

 მთავრობა გაისად 1 120 000 000 ლარით მეტის დახარჯვას აპირებს. 2020 წლის ბიუჯეტში მთავარი მიმართულება სოციალური საკითხებია და რომელიც უკვე შეფასდა, როგორც ,,სააარჩევნო პროგრამა”. გაისად ხელისუფლების მთავარი გამოწვევა, გაზრდილი ბიუჯეტის ეფექტიანი ათვისება იქნება, რაც ,,ოცნებას” მუდმივად უჭირს. ამ პირობებში ლარს დიდი დარტყმა ელის და მოსალოდნელია მორიგი გაუფასურების ტალღა. ჯერჯერობით უცნობია როგორ აპირებს არანორნალური ხარჯვის პირობებში მთავრობა ლარის `დაჭერას".

რეზონანსი
01.10.2019

 საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ღვინის ექსპერტების ვიზიტს ორგანიზება გაუწია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ - swirl wine group.

თამარ შუკვანი
01.10.2019

 ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებასთან ერთად, ქართულ მედიაბაზარზე ახალი ტელეარხები გამოჩენასა და იმ პროცესებს, რასაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში ადგილი ჰქონდა, ანალიტიკოსთა ნაწილი მმართველი გუნდისთვის წამგებიანს უწოდებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" ერთი კრიტიკული ტელევიზიის სანაცვლოდ სულ მცირე ორი კრიტიკული ტელევიზია მიიღო. თანაც ახალი მედიაგარემო 2020 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ მმართველი გუნდისთვის არცთუ ისეთ მომგებიან ვითარებას შექმნის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×