თამთა ჩაჩანიძე 08.10.2019
„ახალი ცივი ომი დაიწყო და დაპირისპირებულ მხარეები ცდილობენ თავიანთი „კუნთები აათამაშონ" და სიძლიერე აჩვენონ, წელს რუსეთმა თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები „ცენტრი 2019" გამართა, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები მიიპატიჟა.
|
თამარ შუკვანი 08.10.2019
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამომისვლის შესაძლო აღდგენის შესახებ კრემლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რამდენიმე მოსაზრება გააჩინა; კერძოდ, ეს შესაძლოა ერთგვარ აღიარებად ჩაითვალოს, რომ მოსკოვმა ამ აკრძალვით საქართველოს ის ეკონომიკური ზიანი ვერ მიაყენა, რასაც რუსული მხარე მოელოდა.
|
ელზა პაპოშვილი 08.10.2019
20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტრთა ასოციაცია ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.10.2019
ბოლო წლებში მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი რადიკალურად შეიცვალა, თუკი მანამდე სუპერსახელმწიფოდ მხოლოდ აშშ მოიაზრებოდა, ახლა გეოსტრატეგიული პოზიციები სამ წამყვან ძალაზე გადანაწილდა. მსოფლიო წესრიგში მეორე მთავარი ქვეყანა ჩინეთია, რომელიც ბირთვული-სტრატეგიული იარაღით და სოციალურ-გეოპოლიტიკური კონცეფციით ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა, რუსეთმა კი ამ სამეულში სამხედრო პოტენციალით და გეოპოლიტიკური ამბიციებით დაიმკვიდრა თავი.
|
რეზონანსი 07.10.2019
ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის მსყიდველუნარიანობა მცირდება და ამ პროცესის საპასუხოდ მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. სწორედ ამ ფაქტორით შეიძლება აიხსნას საპენსიო ფონდში თანადაფინანსების ზრდა 20 მლნ ლარით, რაც სავარაუდოდ, გაუფასურების საკომპენსაციოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.
|
რეზონანსი 07.10.2019
დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან ლარის გამყარება დაიწყება. ამ მხრივ გავლენას ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება მოახდენს. საბანკო სექტორში ვარაუდობენ, რომ ცვლილება კურსს 2,70-დან 2,80-ის ფარგლებში დაასტაბილურებს. ასეთ შეხედულებას ფინანსისტები ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კურსს მოკლე პერიოდში ვერ გაამყარებს. მათი აზრით, დოლარში სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ლარზე გავლენას წლის ბოლოს მოახდენს და კურსი დიდად არ გამყარდება.
|
რეზონანსი 07.10.2019
ბიტკოინის ფასი დიდი და ხანგრძლივი ვარდნი შემდეგ კვალვ აღმა წავიდა. წლის დასაწყისში თუ ფასი 5000 დოლარს არ აღემატებოდა, ახლა უკვე 8500 დოლარს აღწევს. ამ ეტაპზე ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია, წინასწარი დასკვნის გაკეთება კრიპტოვალუტის ღირებულება მოიმატებს თუ დაიკლებს თითქმის შეუძლებელია. ფასის ზრდასთან ერთად, ბიტკოინების მიმართ ინტერესიც იზრდება და საქართველოში დახურული მინი "ფერმები" კვლავ ამოქმედდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინი სანდო ვალუტა არ არის, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ მისი ფასი მაღალ ნიშნულზეა.
|
თამარ მუკბანიანი 07.10.2019
1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან - ასეთი შედეგით დასრულდა სამინისტროების ბოლო ოტიმიზაცია და ეს შედეგი მიიღო ქვეყანამ 2019 წლის ბიუჯეტით. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ათი სამინისტროს მაგალითზე გამოავლინა, რომ 2017-2018 წლებში გაიზარდა სახელფასო ფონდი და პარალელურად მოიმატა სახელფასო უთანასწორობაც დასაქმებულებს შორის.
|
თამარ შუკვანი 07.10.2019
ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან აშშ-ის სამხედრო დანაყოფებმა გასვლა დაიწყეს, რაც დიდი პოლიტიკური მოთამაშის, რუსეთის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 2015 წლიდან სირიის კონფლიქტშია ჩართული.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2019
წავიდა თუ გაუშვეს - რას შეეწირა ვანო ზარდიაშვილის დეპუტატობის მანდატი. ოპოზიციის წევრები და ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, „ქართული ოცნება" ცდილობს იმიჯი გადაირჩინოს. ამის ნათელი მაგალითი კი ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.10.2019
„რუსეთი ბელარუსიასთან ინტეგრაციით, ყოველთვის განიხილავდა საბჭოთა კავშირის ანალოგის აღორძინების პირველ და ცენტრალურ ნაბიჯს და როგორც ჩანს, ახლა პუტინს სურს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბელარუსის დედაქალაქში გამართულ აქციას, სადაც საზოგადოება რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციას აპროტესტებს.
|
თამარ შუკვანი 07.10.2019
საქართველოს კიდევ ერთი გაფრთხილება ევროპისაგან, რაც უვიზო რეჟიმსა და მის შესაძლო შეჩერების საფრთხეს უკავშირდება; ნატო-სა და ვეროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა, პარალელურად გერმანიამ, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე თავშესაფრს ითხოვს და ეს მოთხოვნა თითქმის ყოველთვის უსაფუძვლოა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|