რეზონანსი 14.10.2019
წლის 3 კვარტალი ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის წარმატებული აღმოჩნდა, თითქმის ყველა კატეგორიის საწავავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია. მართალია, სექტემბერში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, მაგრამ მთლიანად პირველი 9 თვის განმავლობაში იმპორტი აღმავალი ტრენდით ხასიათდება. გარდა ამისა, ზეთების იმპორტის მაჩვენებელი წინა თვეშიც გაზრდილია, რაც ავტოპარკის მატებას უკავშირდება.
|
რეზონანსი 14.10.2019
საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომსახურების პირობები და ბანკების გვერდის ავლით დაუმტკიცონ მომხმარებლებს შიდა განვადება. დოლარის კურსის ზრდის შემდეგ მაღაზიებში ფასი ყველგან გაზრდილია, პროდუქციის გაძვირებამ მომხმარებლის კლება გამოიწვია, რაც ბიზნესისთვის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.
|
ირაკლი ლომიძე 14.10.2019
იანვრიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. ამ კვირაში პარლამენტი თუთუნის დაბეგვრის კანონს დაამტკიცებს, რაც ფასს მკვეთრად გაზრდის. სიგარეტის გაძვირების შემდეგ იგი მწეველებისთვის ერთადერთი იაფი საშუალებაა, მაგრამ ხალხს მალე ეს შესაძლებლობაც არ ექნება. აქციზის ცვლილებით, თუთუნისა და სიგარეტის ფასი ერთმანეთს თითქმის გაუთანაბრდება, რითაც კონტრაბანდას დამატებითი სტიმული მიეცემა, როგორც ეს სიგარეტის გაძვირების შემთხვევაში მოხდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.10.2019
რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნებს იწყებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სპეციალური სამხედრო ტექნიკა, წვრთნების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებაც, რეალურად, შესაძლოა ამ წვრთნებმა საქართველო საფრთხის წინაშე უკვე მეორედ დააყენოს.
|
ია აბულაშვილი 14.10.2019
"პარტიის, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა რთული პროცესია, რამდენად მოახერხებენ, ამ მოკლე ხანში გამოჩნდება"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხამალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მამუკა ხაზარაძე ოქტომბერში უკვე პარტიას ქმნის.
|
ია აბულაშვილი 14.10.2019
ჩვენი ერის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები საქართველოში ყველაზე წმინდა ადგილს, სვეტიცხოველს უკავშირდება, ხალენისა და კვართის საბრძანებელს. ცხოველმყოფელი სვეტი კი საგალობელში იხსენიება, როგორც "ზეცისა და ქვეყნის" შემაერთებელი.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.10.2019
სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფი თურქეთის საზღვრიდან 30 კმ-ში ქალაქ ტელ ტამერში შევიდა, ტრამპის მიერ თურქეთის ჯართან შეტოვებულმა სირიელ ქურთებმა გამოსავალი იპოვეს,ისინი ბაშარ ასადის მთავრობას, რომელიც აქამდე მათი დაუძნებელი მტერი იყო, ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ და ქვეყნის სუვერენიტეტი და საზღვარი დაიცვან.
|
ელზა პაპოშვილი 14.10.2019
გორის რაიონული სასამართლომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარეს მოსამართლე სრულად დაეთანხმა. ბრალდებული დეკანოიძის პატიმრობაში დატოვების მიზეზად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებდა, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს (პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა).
|
თამთა ჩაჩანიძე 13.10.2019
იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, რუსების მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე საპორტო ქალაქი ბრემერჰაფენი იქნება, რომელზეც ეუსები „იასენ“-ის ტიპის ბირთვული წყალქვეშა ნავით განახორციელებენ სარაკეტო იერიშს. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტისთვის მომზადებულ ნაშრომში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ყოფილი თანამშრომელი ენდრიუ მეტრიკი წერს.
|
ია აბულაშვილი 13.10.2019
„საქართველო იმსახურებს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას“, - ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გავლენიან ამერიკულ გამოცემა National Interest-ში. სტატიაში აღშინულია ბოლო წლებში საქართველოს მიღწევები ეკონომიკის სფეროში და გაწეული სამუშაობები ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.10.2019
„მედიისთვის მეორეჯერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მას „ბოლოს და ბოლოს თავი დაანებონ", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე მეორე უარს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.10.2019
საქართველოს ორ სტარტეგიულ მოკავშირეს - აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში უკიდურესად დაიძაბა. თუქრული არმიის სირიაში შეჭრისა და აშშ-ის მოკავშირე ქურთების საბრძოლო შენაერთების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ვაშინგტონი ანკარას მკაცრი სანქციებით ემუქრება. თურქეთის ხელისუფლება კი, თავის მხრივ, დასავლეთს სირიელი მიგრანტებისათვის საზღვრების გახსნით აშინებს. როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|