თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 ტოტალური ინფლაციის ფონზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საარსებო მინიმუმი მხოლოდ 70 თეთრით გაზარდა. ასეთია 2019 წლის სექტემბრის ოფიციალური მონაცემი. "საქსტატის" ცნობით, მაღალ ინფლაციას და გაუფასრუებულ ლარს მეტი სასურსათო კალათის ფასზე განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონია. სურსათის ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი გაანგარიშება აღმაშფოთებელია.

თამთა ჩაჩანიძე
15.10.2019

 თბილისში არსებულ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რუსული მხარე ისევ არ ცხრება. მორიგი ტალღა ახლა უკვე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წამოვიდა. მათ ოფიციალური განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ მზად არიან ლაბორატორიის შიდა საქმიანობას გაცნონ და ამისთვის ქართული მხარისგან ოფიციალურ მიწვევას ელიან, რაც აქამდე არ მიუღიათ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა პორტალმა „მირმოლმა" გაავრცელა.

ია აბულაშვილი
15.10.2019

 „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ კობახიძის პოლიტიკური აღიარებით - მან მოგვცა აღიარებითი ჩვენება, რომ ვერ შექმნიან ხელისუფლებას და არც კოლიციური პარტნიორები ჰყავთ“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

თამთა ჩაჩანიძე
15.10.2019

 აშშ-ის ხელისუფლება თურქეთის სამხრეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის გატანის შესაძლებლობას განიხილავს და მიზეზი თურქეთის არმიის მიერ სირიაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება თავის წყაროებზე დაყრდნობით.

ია აბულაშვილი
15.10.2019

 „იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ფორმირება ვერ ხდება, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ახალი არჩევნები ტარდება 45 დღეში, ან არაუგვიანეს 60 დღისა“, - ასეთ განმარეტებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი პარლამენტის ყოფილი  თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის ჩავარდნასა და ახალი არჩევნების დანიშნვას არ გამორიცხავს.

თამთა ჩაჩანიძე
15.10.2019

 „ეს რომ მსხვერპლს ეთხოვა, მაშინაც არ იქნებოდა გამართლებული, რომ ადვოკატი დათანხმებულიყო ამაზე და ადვოკატის ინიციატივით ამისი გაკეთება, ჩემი აზრით, სწორი არაა. რა თქმა უნდა არაეთიკურია", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მიერ, დეპუტატის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე სატელევიზიო დებატებში გამოწვევას.

ია აბულაშვილი
15.10.2019

 „კობახიძის განცხადებაში არ იკითხება, რომ „ოცნება“ დამარცხებისთვის ემზადება. უბრალოდ, ეს არის პიარ სვლა დაკარგული ამომრჩევლის უკან დასაბრუნებლად, რადგან „ნაციონალური მოძარობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნება აღარ გაჭრის, ამიტომ საჭიროა დამატებითი ფაქტორები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს შეიძლება ხმების 45% ვერ მიიღოს, კოალიცია ვერ შეიქმნას და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები.

თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 მკვეთრად შემცირებული მავნებელი და სამჯერ გაზრდილი მოსავალი. ეს ფაროსანასთან ბრძოლის შედეგია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკით მავნებელთა ბრძოლა არაერთი მეთოდით ხდება და შედეგად, მწერი, რომლიც საქართველოში 2016 წელს გამოჩნდა და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ფერმერებს, განეიტრალებულია.

თამთა ჩაჩანიძე
15.10.2019

 სოხუმის ცენტრში, „დიდების პარკთან" განლაგებული ბანერი აფხაზურ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვისა და სკანდალის მიზეზი გახდა. ბანერი, რომელიც აფხაზეთის ომის ფოტოკოლაჟს წარმოადგენს, სეპარატისტებმა „გამარჯვების დღის" აღსანიშნავად გამოფინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ კოლაჟში ქართველი ჯარისკაცების ერთი ფოტო გაპარვოდათ.

ირაკლი ლომიძე
14.10.2019

 როდის დაიწყება თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების `თავის ფასში~ გაყოდვა, ჯერ უცნობია. აქციის ორგანიზატორი, პარტია  "თავისუფალი საქართველო" ერთი მხრივ, ლიცენზიის მოპოვებასა და  აფთიაქის გახსნაზე მუშაობს, მეორე მხრივ კი მოლაპარაკებას აწარმოებს არაბრენდირებულ ფარმაცევტულ ობიექტებთან, რომ წამლები მინიმალურ ფასად გაიყიდოს. როგორც კახა კუკავა აცხადებს, მოსახლეობიდან ინტერესი დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს.

თამარ მუკბანიანი
14.10.2019

 თურქეთი ამერიკისგან უმკაცრესი სანქციების მოლოდინშია. განვითარებული მოლო მოვლენების ფონზე, 5.69-დან 5.93-მდე გაუფასურდა თურქული ლირა. საქართველოზე მისი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის და ფინანსური კრიზისი კი ყოველთვის მძიმედ აისახებოდა. ამჯერად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც მძიმე დღეშია. რა ელის ქართულ ლარს და მთლიანად საფინანსო ბაზარს თურქეთის კოლაფსის პირობებში?

ელზა პაპოშვილი
14.10.2019

 მას შემდეგ რაც დავით გარეჯის საკითხის ირგვლივ სიტუაცია არ ლაგდება, სულ უფრო ხშირად მიდის იმაზე საუბარი, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სასულიერო პირებისთვის გაიხსნებოდა და ეს ალიევსა და მას შორის შეთანხმების შედეგია. თუმცა მეორე დღეს სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე სამონასტრო კომპლექსში ასვლაზე უარი განაცხადეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×