ელზა პაპოშვილი
16.10.2019

 გლდანში ახმეტელის თეატრთან გამვლელის მიერ დაჭრილი 15 წლის მოზარდი გიორგი ფალელაშვილი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი მკურნალი  ექიმის ქეთევან კუპატაძის ინფორმაციით, მოზარდს ხვალ კიდევ ერთ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. კუპატაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოზარდს ღრმა ჭრილობა მუცლის არეში  აქვს მიყენებული და  ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. 

ია აბულაშვილი
16.10.2019

 "თუ ქართველი ხალხი სწორად მოზომავს და ერთ პარტიას არ ჩაუგდებს ხელში მთელ ძალაუფლებას, მაშინ 2020 წლისთვის არჩევნების იდეალური შედეგები იქნება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება 25-30%-ზე მეტი. ეს არის საუკეთესო შედეგი, რადგან ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული, ერთმანეთის გამაკონტროლებელი და შემაკავებელი კოალიციური ხელისუფლება" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

გვანცა წულაია
16.10.2019

 2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია 20 ლარით, ხოლო ივლისიდან 70 წელს გადაცილებულთათვის 50 ლარით იზრდება. რთულია განსაზღვრო რამდენად გაუადვილდებათ პენსიონრებს არსებობა, მაშინ როდესაც, ინფლაცია დაგეგმილზე ორჯერ მეტად გაიზარდა და უკვე 6.4%-ს შეადგენს. ეკონომისტების აზრით, 220 ლარი აღარ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ პენსიონერმა შეძლოს იმავე რაოდენობის საკვების შეძენა, რასაც ის ყიდულობდა რამდენიმე თვით ადრე.

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2019

 უკრაინის ქურდული სამყაროს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერს წარმოშობით თბილისელი ზაქარია კალაშოვის ხალხმა „ტიტული" ჩამოართვა და კიევის ცენტრში სახალხოდ ისე სცემა, რომ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ელზა პაპოშვილი
16.10.2019

რას ცვლის ანაკლიის პროექტის გადავადება და ელის თუ არა პორტის მშენებლობის ჩავარდნა? ახლა მთავარი კითხვაა, გააგრძელებს თუ არა მთავრობა მოლაპარაკებებს მხარესთან, რომელმაც ის საბოტაჟში  ღიად დაადანაშუალა და რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთ ფონზე წარმართული მოლაპარაკებები? მითუმეტეს, როდესაც მამუკა ხაზარაძე ანაკლიის  პორტის ჩავარდნას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. ხაზარაძემ  „მთავარ არხთან“ თქვა, რომ ივანიშვილმა ის 2017 წელს თავის რეზიდენციაში დაიბარა და უთხრა, რა უნდა შავ ზღვაში ამერიკასო. 

ია აბულაშვილი
16.10.2019

   "არ ვიცი, რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" რომ გაიმრჯვვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება უმრავლესობით ვერ მოვიდეს, მაგრამ კოლიციის შექმნა არ გაუჭირდება და ისევ წამყვანი ძალა იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ია აბულაშვილი
16.10.2019

 "არცერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო პერიოდში გულწრფელად არ იტყვის ვისთან შევა ალიანსში და ვისთან შექმნის კოალიციას, ეს საკითხი გადაწყდება არჩევნების შედეგების მიხედვით. ამიტომ წინასწარ განცხადებებს, რომ მთავრობა ვერ შეიქმნება და ახალი არჩევნები დაინიშნება, სერიოზულად არ აღვიქვამ" - ასე ეხმაურება "თავისფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის ჩავარდნასა და ახალი არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2019

 „დღეს პრაქტიკულად თურქეთის წინააღმდეგ რუსები, ირანელები, სირიის სამთავრობო ჯარი, ქურთები და შეერთებული შტატები გამოდიან, რაც მას ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სირიაში შექმნილ სიტუაციას, თუმცა, მისივე თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი უკან აღარ დაიხევს, რადგან ეს მისი პოლიტიკური მარცხის ტოლფასი იქნება.

ია აბულაშვილი
15.10.2019

 „რაც უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, წარმოუდგენელია, რომ „ოცნებამ“ ხმათა 50%-ზე მეტი მოიპოვოს ამ არჩევნებში, რადგან ამ პარტიას პოლიტიკასთან რეალური კავშირი არა აქვს“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი „ოცნების“ შანსს მომავალ არჩევნებში.

ელზა პაპოშვილი
15.10.2019

 „ევროპული საქართველოს“ ახალი წინასაარჩევნო ტაქტიკა, რომლითაც ამომრჩევლის გაზრდას ცდილობს - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“  გიგი ბოკერიას განცხადებას, რომ არ არის მომხრე  ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ივანიშვილი ციხეში წავიდეს.  

ელზა პაპოშვილი
15.10.2019

 „ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მათემატიკურ გათვლებს ოპოზიციასა და ანალიტიკურ წრეებში სერიოზული განხილვა მოჰყვა. რა შემთხვევაში ჩავარდება არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის ფორმირების მცდელობა, რის შედეგადაც ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო?

თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 ბუნებრივი აირის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს. ცვლილების შეტანა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იგეგმება. კანონპროექტი უკვე მომზადებულია, თუმცა ენერგომბუდსმენი ამბობს, რომ ცვლილებები 2021 წელს ამოქმედდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×