ია აბულაშვილი 13.10.2019
საპრლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და 15 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს შესაბამისი დადგენილების პროექტს წარუდგენს. დაუჭერს თუ არა მხარს „ოცნება“ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას? „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძის აზრით, ვიდრე ოფიციალურად გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, პარალელურ რეჟიმში ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ იქნება.
|
ელზა პაპოშვილი 12.10.2019
აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს? რა გავიგეთ მოსამართლეების გასაუბრების პირველი ეტაპიდან და ვინ არიან ის კანდიდატები, რომლებიც მმართველი გუნდის მხარდაჭერას იმსახურებენ? „რეზონანსთან“ მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ კანდიდატების გასაუბრებით მიღებული სურათი სახარბიელო არ არის, თუმცა არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერენ. შერჩევის კრიტერიუმი კი მათი წარსული და სასამართლო საქმეები იქნება.
|
ტატა შოშიაშვილი 12.10.2019
„რაიმე განსაკუთრებით რთულ პროცესებს არ ველოდები ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. ეს უფრო მეტად მისცემს ბიძგს კარგ პროცესებს, რადგან ელადის ეკლესიას აქვს საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღიარა მან უკრაინის ეკლესია", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგმა ლადო ნარსიამ ელადის მართლამდიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება.
|
ტატა შოშიაშვილი 12.10.2019
„მე რომ მარიამ კუბლაშვილის ადგილას ვიყო, ყველას ვუჩივლებდი სასამართლოში. რა უფლება აქვთ, რომ ადვოკატს ბრალს სდებენ მისი კლიენტის დაცვისთვის?! ვინც მარიამ კუბლაშვილზე რამეს ამბობს, იმ უფლებადამცველებს უთხარით - ზაზა ხატიაშვილი გირჩევთ, რომ კბილები გამოირეცხეთ და ისე ისაუბრეთ მარიამ კუბლაშვილზე-თქო. ის არის ადვოკატი და გაერო-ს კონვენცია იცავს მას", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა თანაშემწეზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის კრიტიკაზე საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 12.10.2019
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურდიულ კომიტეტში გამოკითხვას აფასებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასამართლოსთან დამოკიდებულებაში ურთიერთ გამომრიცხავ პოზიციას იკავებს. ერთის მხრივ ხელს აფარებს წინა ხელისუფლების დროინდელ მოსამართლეებს და მეორეს მხრივ მუდმივად სისხლიან 9 წელს გაიძახის. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ ლოგიკით, მაშინ სააკაშვილიც არაფერ შუაში ყოფილა. მაშინდელი სისტემის მთავარი ხერხემალი სასამართლო იყო და ყველა ეს მოსამართლე იმ რეჟიმის დავალების შემსრულებლები იყვნენ.
|
ტატა შოშიაშვილი 12.10.2019
„საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა და ახალი „ცივი ომის" სულისკვეთებაში პირდაპირ ჯდება ამ მანევრების ჩატარება... ჩინურ-რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ. სამხედრო ძალის დემონსტრირება და კონტინგენტის განთავსება საქართველოს ან უკრაინის ტერიტორიაზე არის საბრძოლო დავალების შესრულების მთავარი, რეალური კომპონენტი", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ აშშ-ის მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020", რომელიც 10 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც ჩატარდება.
|
ელზა პაპოშვილი 11.10.2019
სასტიკი მკვლელობა ხაშურში - ყოფილმა ქმარმა მაღაზიაში მყოფ ცოლს ჯერ ხელყუმბარა შეუგდო, შემდეგ სცემა, ბოლოს კი გაქცეულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
|
ია აბულაშვილი 11.10.2019
„პარტნიორობაზე და სამომავალოდ თანამშრომლობაზე საუბარი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ „ევროპული საქარველო“ შეწყვეტეს მსგავსი განცხადებების გაკეთებას და ტალახის სროლას „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიმართ. ჯერ-ჯერობით „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ევროპული საქართველოს“ ურთიერთობებზე საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 11.10.2019
დავით გარეჯი 11 ოქტომბერს მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნა, თუმცა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდირიტი კირიონის განცხადებით, სასულიერო პირები უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში მრევლის გარეშე არ ავლენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.10.2019
„პირველ ყოვლისა ამ მძიმე ფაქტს რომ დაზარალებულები ჰყავს, ეს სამართლებრივად უნდა გაფორმდეს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას რჩება საშუალება გამოძიებაზე ეფექტური გავლენით გაწელოს ეს ყველაფერი და შესაბამისად, სამართლებრივადაც მისი გამაწონასწორებელი არავინ და ადაფერი არ იყოს", - ასე განმარტა „რეზონანსთან" იურისტმა ლევან ალაფიშილმა „გავრილოვის ღამის" ინციდენტში დაშავებულებისათვის სახელმწიფოსგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.
|
ია აბულაშვილი 11.10.2019
„ანა დოლიძესთან ხშირად მაქვს შეხვედრები და ჩვენ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს. ვიცი, რომ აპირებს შექმნას ახალი მოძრაობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მოძრაობაში გაწევრიანებას არ ვაპირებ“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანა დოლიძე სახალხო მოძრაობას ქმნის, რომლის წევრიც ლევან კობერიძე იქნება.
|
ია აბულაშვილი 11.10.2019
„2021 წელს დაიწყება კრიზისი თუ უფრო ადრე, არ ვიცი, ამას 2020 წლის არჩევნების შედეგები გამოაჩენს, მაგრამ მთლიანად უნდა დაინგრეს ის სისტემა, რომელსაც ფსევდო პოლიტიკოსები აგებენ“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭნაძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომელმაც 2021 წელს ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისი დაანონსა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|