ელზა პაპოშვილი 07.10.2019
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - ადამიანი, რომელსაც რუსთავში 6 დღეა ეძებდნენ, მტკვარმა გამორიყა. 36 წლის დავით მუმლაძეს 30 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.10.2019
"ეს თანხები იმიტომაა გამოყოფილი, რომ საქართველოში ანტიპროპაგანდისტული ღონისძიებები იქნეს ჩატარებული და რუსეთის პროპაგანდისტული ქმედებები შეაკავოს, საუბარია 133-მლნ დოლარზე, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა." - ასე ეხმიანება "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აშშ-ს 2020 ფისკალური წლის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზრდილია.
|
ტატა შოშიაშვილი 06.10.2019
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა სოჭში, კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე მსოფლიოს განხილვის თემად იქცა. სკანდალური განცხადებების ფონზე, რომელიც პუტინმა ჩინეთთან დაკავშრებით გააკეთა, წარმოჩნდა კიდევ ერთი ნიუანსი - პუტინის შერბილებული რიტორიკა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, რომელმაც საექსპერტო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დასავლური მედია მიიჩნევს, რომ ეს იყო პუტინის ყველაზე „რბილი“ გამოსვლა დასავლეთთან დაკავშირებით ბოლო 10 წლის განმავლობაში.
|
მარიამ ბოლქვაძე 06.10.2019
„სალომე ზურაბიშვილის ტონი, რომილიც მან თბილისობის დღესასწაულზე შეწყალებების საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებთან გამოიყენა, ჩემი აზრით, არაადეკვატურია, თუმცა, არსებული კანონმდებლობით, პრეზიდენტს არ აკისრია ვალდებულება, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება გააკეთოს, რადგანაც შეწყალება მიჩნეულია, როგორც ჰუმანური აქტი და პრეზიდენტის ექსკლუზიური დისკრეცია. ასე რომ, ეს არის ზურაბიშვილის პასუხისმგელობა და მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია, მისი გადაწყვეტილებების სისწორის განსჯა,“ -განაცხადა „რეზონანასთან“ საუბრისას ანალიტიკოსმა ექსპერტმა: ზაალ ანჯაფარიძემ.
|
მარიამ ბოლქვაძე 06.10.2019
მოძრაობის: „სირცხვილია" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების გამო, რომ 20 ივნისს სერგეი გავრილოვის პარლამენტში მოხვედრისთვის გარკვეულწილად პასუხისმგებლობა შესაძლოა გიგა მაქარაშვილის მამას - ნუკრი მაქარაშვილსეკისრებოდეს, მის წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამებისთვის ჩივილს არ აპირებს. მისი შეფასებით, ქუცნაშვილი უბრალოდ კომიკურ პერსონაჟად გადაიქცა, რომელიც პირადად მისგან და მისი ოჯახისგან მეტი კომენტარის ღირსი არც არის.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2019
„ჩორჩანაში ისევ შეუჩერებლად მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, მუშაობს ოკუპანტების სამშენებლო ტექნიკა. ძალიან დიდი ტერიტორიაა მოხაზული, სავარუდოდ საგუშაგოს აფართოვებენ და ძალიან დიდი სტაციონალური ბაზა კეთდება. ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნებოდა - რომ რუსები გაჩერდნენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება", -ასეთი ინფორმაცია მოაწოდა „რეზონანსს" სოფელ ატოციდან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2019
„აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესება პირდაპირ კავშირში იქნება კავკასიაში არსებულ სიტუაციის განვითარებასთან და რა თქმა უნდა ეს საქართველოზე პირდაპირ აისახება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, თურქეთის ჯარების მობილიზებას სირიის საზღვართან.
|
ტატა შოშიაშვილი 06.10.2019
აფხაზეთში 9 ოქტომბერს დანიშნული „პრეზიდენტის ინაუგურაცია" შესაძლოა დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებსა და მასობრივ არეულობებში გადაიზარდოს. ოპოზიცია „არჩევნების" შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ სანამ ამ საკითხზე დე ფაქტო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი, რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტად" თავის გამოცხადების უფლება არ აქვს და ე.წ. ინაუგურაცია უნდა გააუქმოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2019
„ასეთი მოქმედებები მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს პრეზიდენტის ავტორიტეტზე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ თბილისობის დღესასწაულზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უკავშირდებოდა.
|
ტატა შოშიაშვილი 05.10.2019
„ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს „ოცნებას“ ბოლო მომენტში ახსენდება, რომ მას არჩევნები უწევს, რადგან ახლაც და წინა არჩევნების დროსაც ხშირად დგამდა საარჩევნოდ წამგებიან ნაბჯებს“, - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადაგმული არაერთი ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
|
თამარ შუკვანი 05.10.2019
„თქმა იმისა, რომ მათ „ეს (აქციები) უნდოდათ და ამიტომ ააგორეს"... ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ თემაზე ოპოზიცია თუ შეძლებს - საპროტესტო აქციას ააგორებს. ქუცნაშვილის ლოგიკა არ მესმის. თვითონაც, როდესაც ოპოზიციაში იყო, პროტესტის აგორება უნდოდათ, მაგრამ ამას საბაბი სჭირდება. საბაბად გამოიყენეს ის მომენტი, რომ გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების კომენტირებისას.
|
ტატა შოშიაშვილი 05.10.2019
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ორენბურგის ციხიდან მოსკოვში გადაიყვანეს და უახლოეს დღეებში გადაწყდება რა ელის მას - საქართველოში დეპორტაცია, თუ ესპანეთში ექსტრადირება. რუსული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ალბათობით ონიანს სწორედ საქართველოში გამოუშვებენ, საიდანაც იგი, სავარაუდოდ, თურქეთში გაეგზავრება, სადაც „ქურდის" სტატუსის სრულმასშტაბიანი აღდგენის საკითხის განსახილველად ბოლო წლების ერთ-ერთ უდიდესი „ქურდულ შეკრებაა" დანიშნული.
|
|