გვანცა წულაია
09.10.2019

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-7%-ით შემცირდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოსახლეობას გადახდსუნარიანობას დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ინფლაცია დაგეგმილზე მეტად გაიზარდა და 6.4%-ს მიაღწია. სპეციალისტები კი უფრო საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც მიაღწიოს.

თამარ შუკვანი
09.10.2019

 ქართულმა მხარემ დავით გარეჯის პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტი შესაძლოა სწორედ ამ პრობლემის მოგვარების ახალი გზა იყოს.

ელზა პაპოშვილი
09.10.2019

 თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - 82 წლის მამაკაცმა, ლერი ლომაშვილმა, ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის ორი სასიკვდილო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

რეზონანსი
09.10.2019

 სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტებისა და კულტურების მხარდამჭერი პროგრამა "ერთიანი აგროპროექტი" გრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსება გათვალისწინებულია. შესაბამისად, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება და რომლის მიზანი გრძელვადიანი განვითარებაა. სახელმწიფოს სტრატეგიაა, რომ აგრარულ სექტორში ყველა დარგს საჭიროების გათვალისწინებით დაეხმაროს.

ელზა პაპოშვილი
09.10.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ამავე დროს მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. თადუმაძეს დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაუსვეს. თუმცა მთავარი კითხვები მაინც მისი დიპლომის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხებოდა. მთავარი აქცენტები ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენას უკავშირდება.

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2019

 უახლოეს პერიოდში დედამიწაზე მეცნიერები კატასტროფულ სიცხეებს პროგნოზირებენ, მათი თქმით, თუ კაცობრიობამ სათბური გაზების შემცირებას ხელი არ შეუწყო, შესაძლოა, ტემპერატურის მატება ყოველწლიურად მოხდეს, დაახლოებით 20 წელიწადში კი პიკს მიაღწიოს.

თამარ შუკვანი
09.10.2019

 რუსული გასაიდუმლოებული დანაყოფი, რომელიც ევროპის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, შესაძლოა საქართველოშიც მოქმედებდეს. მეტიც, არ არის გამორიცხული, ამ დანაყოფმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა გადაწყვიტოს. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა სპეციალისტთა ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება, რომელიც ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2019

 ბოლო პერიოდში ექპერტები და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ დასავლეთი ერთიანი აღარაა, ამათგან ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს აშშ-ს როგორც ლიდერის სახელმწიფოს ახალანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაორებული და ექსტრაორდინალური პოლიტიკის შედეგია, ხოლო ნაწილი კი დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების უთანასწორობას უკავშირებს, ეს დისბალანსი კი პირდაპირ ურტყამს ისეთ სახემწიფოებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა.

თამარ მუკბანიანი
08.10.2019

 მასშტაბურად გაძვირებული პროდუქციის გაიაფება, ფაქტობრივად,  გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, ჯერ ეს კურსზე არც კი ასახულა. ამიტომ ახლა ფასების შემცირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ხოლო ლარის გამყარების პირობებშიც კი ახლო პერიოდში არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

თამარ მუკბანიანი
08.10.2019

 პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტმა ბიუჯეტის განხილვა ჩააგდო. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოთხოვნილზე ნაკლები თანხის გამოყოფამ კომიტეტის თავმჯდომარეს ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიაღებინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კი სხდომის გადადების შედეგ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდის რესურსი არ არის. ეს მაშინ, როცა 2020 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის  1 120 000 000 ლარით ზრდა არის დაგეგმილი.

თამარ შუკვანი
08.10.2019

 „თურქეთი მომხრეა იმისა, რომ ასადის რეჟიმი სირიაში დასრულდეს, რაც შეეხება ირანს და რუსეთს, ისინი ასადს მხარს უჭერენ. ამიტომაც თეირანისა და მოსკოვისთვის სირიაში ანკარის გააქტიურება ნაკლებად მისაღებია," - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სირიიდან აშშ-ის სამხედრო დანაყოფების გასვლის დაწყებისა და თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესაძლო წარმოების შესახებ საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
08.10.2019

 ომბუდსმენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის დიპლომის კანონთან შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს. მათ შორის ერთ-ერთი ამჟამინდელი გენპროკურორი შალვა თადუმაძეა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×