რეზონანსი
17.10.2019

 საარჩევნო, პოპულისტური, არაპროფესიონალური - ასე აფასებს ოპოზიცია და საექსპერტო წრეების ნაწილი 2020 წლის ბიუჯეტს, რომელიც მთლიანად სოციალურია და ამიტომაც ხარჯვითი ნაწილი უპრეცენდენტოდ გაზრდილია. ახლა მთავარი კითხვა არის რა უარყოფით გავლენას მოახდენს საფინანსო ბაზარზე და ეკონომიკაზე უზარმაზარი სოციალური ხარჯი, რომელსაც არ ახლავს რეალური სექტორის განვითარება და მხოლოდ პენსია-ხელფასების ზრდაზეა აქცენტირებული.

ია აბულაშვილი
17.10.2019

 "კალაძის დონის საქმე გააკეთონ და მერე გამოიწვიონ დებატებში კალაძე"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელიც ქალაქის მერს კახი კალაძეს დებატებში იწვეს.

ელზა პაპოშვილი
17.10.2019

 „მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პარლამენტში დეპუტატები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ და უსმენდნენ.

რეზონანსი
17.10.2019

 საქართველომ წელს კვლავ ვერ მიიღო ხორბალი ყაზახეთიდან, შესაბამისად, უალტერნატივო მომწოდებელი ისევ რუსეთის ფედერაციაა, მიზეზი ყაზახეთში ხორბლის ძალიან ცუდი მოსავალია, ამიტომ ქვეყანამ ექსპორტზე მარცვლეულის გატანისგან თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროში ამბობდნენ თითქოს ბაზრის დივერსიფიცირება შესაძლებელი იყო, კვლავ არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. საქართველოში 1 კგ ყაზახური ხორბალიც კი არ შემოსულა. თურნავას უწყებაში შექმნილ ვითარებაზე ამ დრომდე არ კომენტარს აკეთებენ.

ნინა გარდაფხაძე
17.10.2019

 "ჯიპიაი ჰოლდინგი" ყველა ავტომფლობელს, სტიქიური რისკების დაზღვევას უფინანსებს. პროგრამაში, რომელიც კომპანიის მიერ მასშტაბური სოციალური პროექტის  ფარგლებში ხორციელდება, უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით "ჯიპიაიმ" მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

ელზა პაპოშვილი
17.10.2019

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში სასტიკი მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა და პოლიციას ამის შესახებ თავადვე აცნობა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, ოჯახი აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. ისინი ძირითადად იქ ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ.

ია აბულაშვილი
17.10.2019

 "პოლიტიკაში ყველაფერი მოდის, ამიტომ ვინ ვისთან იქნება ალიანსში ძნელი სათქმელია, მაგრამ არა მგონია, რომ "ოცნებას" მაშველი რგოლი დასჭირდეს, ის კოალიციას შექმნის იმ პარტიებთან, ვისთანაც კომფორტულად იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2019

 სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, ამ ვითარებამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ორი ლიდერი ქვეყანა ერთმანეთს დააპირისპირა, აშშ თურქეთს ემბარგოს დაწესებით და ეკონომიკის განადგურებით ემუქრება, ხოლო თურქეთი კი სირიაში ერიშებს ჯიუტად აგრძელებს.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2019

 საქართველო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში აუცილებლად შევა, თუმცა როდის, ამას არც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და არც ხელმძღვანელობა არ ასახელებს - ანალიტიკოსების ნაწილი ამ შეფერხებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირებს, თუმცა, ნაწილს კი, მაგალითად გერმანიის პრეცენდენტი მოჰყავთ.

ია აბულაშვილი
17.10.2019

 ღვინის კულტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში არსებობდა. ნაყოფიერმა მიწამ და ქართველი კაცის დაუღალავმა შრომამ ქართული ღვინის 500-მდე პირველყოფილი სახეობა შემოგვინახა.

თამარ მუკბანიანი
17.10.2019

 დღეიდან, ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ, საკორესპონდენტო ანგარიშებზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებმა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება 18 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს.

თამარ მუკბანიანი
16.10.2019

 2020 წელს ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 50 დოლარამდე დაიწევს. ასეთია პროგნოზი, რომელსაც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი აკეთებს და ამ ფასს უწოდებს სამართლიანს. ნავთობის უმსხვილესი კომპანიები და ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ შავი ოქროს ღირებულება შემცირდება. საქართველოში კი ამგვარი პროგნოზის დაჯერება უჭირთ, რადგან ახლო აღმოსავლეთში ვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, გაიაფების გამოკვეთილი ტენდენციის ფონზე, ჩვეთან საწვავის ფასის დაწევას არ ცდილობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×