ია აბულაშვილი
02.09.2019

 "ვინც არ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად, მართვა იმავე სტილში მოუწევს, თანაც, ამ კრიზისულ სიტუაციაში მოაგვაროს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და კარგი განწყობა შეინარჩუნო ივანიშვილის კარზე, წარმოუდგენელია, მაშინ ჯადოქარი უნდა იყო; ამიტომ ახალი პრემიერიც ისევე წავა, როგორც წავიდა ბახტაძე."

თამარ შუკვანი
02.09.2019

 „ყალბი ამბების" გავრცელების ტენდენცია მატულობს, რაც დღეს უკვე, მსოფლიოში საკმაოდ სერიოზულ პრობლემად და გამოწვევად არის აღქმული. ევროკავშირის მსგავსად, საინფორმაციო პროპაგანდისტული ომისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ამჯერად აშშ იწყებს. სააგენტო „ბლუმბერგი" იუწყება, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების ახალი პროექტი მიზნად ისახავს „ფართომასშტაბიან ავტომატურად გენერირებულ საინფორმაციო შეტევებთან დაპირისპირებას".

მარი გოცირიძე
02.09.2019

 კერძო სექტორი დიზელის საწვავის სტანდარტთან დაკავშირებით ცვლილებას ითხოვს. იმპორტიორებიც, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, მხარს უჭერენ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისაკენ. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ევრო-5-ის სტანდარტის ამოქმედების პარალელურად ქვეყანაში ევრო-4-ის სტანდარტი 1 წლით უნდა შენარჩუნდეს.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2019

 1 სექტემბერს ქალაქ გორლოვკას მახლობლად (დონბასის რეგიონი) უკრაინის არმიამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, მათ უიარაღოდ რუსი სეპარატისტები აიძულეს, რომ უკან დახეულიყვნენ და დაეტოვებინათ სტრატეგიული პოზიციები. ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო იური მისიაგინი ფეისბუქზე წერს.

თამარ შუკვანი
02.09.2019

 მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, უკვე დაიწყო. მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება 2 სექტემბერს „ფეისბუქში" გამოაქვეყნა. 3 სექტემბერს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ, ოფიციალურად ცნობილი გახდება ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. საუბარია, რომ მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2019

 "აფეთქება არხანგელსკში მეზობელი სახელმწიფოებისთვის რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენს, ეს ჩერნობილის ინციდენტის მიკროვარიანტია, ეს არ იყო მასშტაბური, მაგრამ რეალურად მაინც ბირთვულ აფეთქებაზეა საუბარი.

ია აბულაშვილი
02.09.2019

 "დაულაგებელი მედიასივრცე იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში შედის, ვისაც არჩევნების მარტივად და იაფად ჩატარება აქვს გადაწყვეტილი"-ასე ეხმაურება პოლიტტექნოლოგი კახებერ ჯაყელი ქართულ მედიაში შექმნილ ვითარებას.

ელზა პაპოშვილი
01.09.2019

 მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. სავარაუდოდ, მმართველი პარტია მოქმედი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერობასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს, გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილს დაბრუნდება. 

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 „მე ვთვლი, რომ ეს სამთავრობო ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რათა ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ არჩევნებამდე ამან შედეგი გამოიღოს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

ია აბულაშვილი
01.09.2019

 „რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის და შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.

თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 „ვფიქრობ რომ მთავრობის ცვლილება სწორია იმიტომ, რომ არსებულ მთავრობას ლეგიტიმაცია და ნდობა დაკარგული აქვს არა მარტო ფართო საზოგადოებაში, არამედ თვითონ მმართველ პარტიაშიც კი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მოსალოდნელ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

ია აბულაშვილი
01.09.2019

 „შენს ტერიტორიაზე ბლოკების დადგმა ბევრი ვერაფერი შედეგია. თანაც ამას გამარჯვებად რომ აცხადებ... სერიოზულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ჩიხშია შესული. რუსეთი კი ტესტავს სანამდე არის დამთბობი საქართველოს ხელისუფლება“, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×