თამარ შუკვანი 06.02.2019
"ამ განცხადებასა და შეფასებას ვერ დავეთანხმები, რადგან პროცესი არ დაუწყია არც პოლიტიკურ ოპოზიციას და არც არასამთავრობო სექტორს. პროცესი დაიწყო თავად იმ გუნდმა, რომელმაც წარადგინა მოსამართლეთა სია. ამას მოჰყვა რეაქცია და ამ რეაქციის შედეგმა გაგრძელება ჰპოვა.
|
თამარ მუკბანიანი 06.02.2019
"ტექნო ბუმი" გაკოტრდა. მფლობელმა განცხადება სასამართლოში უკვე შეიტანა და საქმის წარმოებაც დაიწყო. მიზეზი საბანკო რეგულაციებია, რომელთა გამოც ქსელს განვადებები 70%-ით შეუმცირდა. როცა ტექნიკის გაყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსგავსი პრობლემის წინაშეა, ბუნებრივია, უფრო მძიმე მდგომარეობაშია პატარა მაღაზიები. რეგულაციებს შეწირული ბიზნესი ქვეყანაში უმუშევრობის დონესაც ასწევს.
|
თამარ მუკბანიანი 06.02.2019
2021 წლიდან საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია უნდა დაწესდეს. ასეთია ევროკავშირთან ნაკისრი ხელშეკრულება, თუმცა მთავრობა ამაზე ფეხს ითრევს, რადგან ასეთ ნაბიჯს დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. პროფკავშირები და პარლამენტარები ამ სოციალურ პროექტს მეტად საჭიროდ მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება (თუნდაც 50 ლარი), დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტს წელიწადში 165 მლნ ლარის გაღება მოუწევს.
|
მარი ჩიტაია 06.02.2019
ხორბლის არასაკმარისი მარაგის გამო შესაძლოა, პური კიდევ გაძვირდეს. პრობლემა, ძირითადად, რუსულ ხორბალზე ფასის ზრდას უკავშირდება, რომელიც უკვე თვეობით გრძელდება. იმის გამო, რომ საქართველო თითქმის 100%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, მარაგთან დაკავშირებით საფრთხე მუდმივად არსებობს.
|
ია აბულაშვილი 05.02.2019
„ძალიან უცნაური განცხადებაა თავისი შემართებით. ეტყობა ვერ ხვდებიან რა სიტუაციაში არიან. არ მესმის რად უღირს ამ ხელისუფლებას გადაარჩინოს „ნაციონალების“ დატოვებული სასამათრლო?“ - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, სადაც სასამართლო სისტემაზეა საუბარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
|
ტატა შოშიაშვილი 05.02.2019
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწეული ინიციატივა, შავი ზღვის აუზის აკვატორიაში ნატო-ს ჩართულობასთან და ნატო-ს უსაფრთხოების განზომილების რეალურ წარმოჩენასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა და კარგია. ეს ქართული დიპლომატიის კონტექსტში წარმატებად შეგვიძლია მივიცნიოთ", - ასე შეაფასა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გეტემიულერის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მიდის საუბარი.
|
ელზა პაპოშვილი 05.02.2019
პოლიტიკის გამო „დასჯილი“ შენობა - რა ბედი ეწევა საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე მსჯელობა სპეცილურად შექმნილმა ჯგუფმა დაიწყო. სამუშაო ჯგუფში 7 დეპუტატია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ჯგუფს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.
|
თამარ შუკვანი 05.02.2019
„დაახლოებით თვენახევრის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ, გამოვითხოვეთ შეხვედრა, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია - არც თანხმობა და არც უარი. შემდეგ იძულებული გავხდი, რომ მედიასაშუალებებით მიმემართა და შეხვედრა ოთხშაბათს 12:00 საათზე დავუნიშნე. ისიც კი არ ვიცი, შემხვდებიან თუ არა, არავინ შემხიანებია," - აღნიშნავს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 05.02.2019
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო თავისი ბიუჯეტის შეცვლას გეგმავს, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთისათვის საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს დაკისრებას უკავშირდება.
|
რეზონანსი 05.02.2019
“ევროპული საქართველოს” ინიციატივას, უნარების გამოცდის დაკანონების შესახებ, განათლების ყოფილი მინისტრი, გია ნოდია დადებითად აფასებს.
|
ელზა პაპოშვილი 05.02.2019
საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა საქართველო აღარ დატოვოს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
|
თამარ შუკვანი 05.02.2019
„როგორც ჩანს, კობახიძემ დაწერა და ხელი მოაწერინა ყველას, რადგან ასეთი გრძელი ტექსტის დამწერი ამის გარდა იქ არავინ იყო. აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან. ამ გაუბედურებული სისტემის პირობებში ისევ რაღაც მიღწევებზე საუბრობენ და თავს გვახვევენ კოლექტიურ მურუსიძეს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას „რეზონანსთან" საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|