თამარ შუკვანი
02.02.2019

 რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა შეიარაღებაში მიიღო ვიზუალურ-ოპტიკური ხარვეზების გამომწვევი სისტემა 5პ-42 „ფილინი", რომელსაც მოწინააღმდეგის „დაბრმავება" და ჰალუცინაციების გამოწვევა შეუძლია. ასეთი ეფექტი დაბალ სიხშირეზე სინათლის სიკაშკაშის ცვლილებით მიიღწევა, რაც თავის მხრივ ადამიანის მხედველობით ნერვზე ახდენს ზემოქმედებას.

თამარ შუკვანი
02.02.2019

 „მე ოხანაშვილს არანაირიად არ დავუჭერ მხარს და არცერთ ამ გუნდის წარმომადგენელს. მხარს დავუჭერ მხოლოდ და მხოლოდ ამ მხარეს, რადგან ეს ადამიანები მართლაც გულანთებულად იბრძვიან ამ უსამართლობის წინააღმდეგ - თუნდაც გოგიჩაიშვილს, ფოფხაძეს, ბესელიას. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით „ქართული ოცნების" გამარჯვებაში. იმ ადამიანების არსებობის შესახებ საერთოდ არც ვიცოდი, სანამ პარლამენტში მოხვდებოდნენ", - აღნიშნავს პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
02.02.2019

 ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს შესაბამისი ლეგიტიმაცია არ აქვს, ის კანონის დარღვევით - კონკურსის გარეშე დაინიშნა. ანა ნაცვლიშვილმა კი „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს ასე არ მომხდარა.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, კონკურსი იყო გამოცხადებული და ჩატარდა კიდეც. როგორ ჩატარდა, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ დროს კონკურსი გამოცხადებული იყო," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ელზა პაპოშვილი
02.02.2019

 რუსეთის ეკლესია საქართველოს ღიად ემუქრება. საქმე რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებას ეხება, რომელსაც წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას კარგად ესმის საეკლესიო რეალობა და იცის, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

ია აბულაშვილი
02.02.2019

 "ვინც ამ სამარცხვინო კადრებს იღებს, ყველანი მოედანზე უნდა გაიყვანო და დაწვა. 4-ჯერ უნდა დაწვა, ვინც ამ საზიზღრობას უკვეთავს და მერე იყენებს" - ასე ეხმიანება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ამ ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.

მარი ჩიტაია
02.02.2019

 გაზის ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას ენერგეტიკოსები გამორიცხავენ. ისინი არ იზიარებენ ეკონომიკის მინისტრის პოზიციას, რომ შეიძლება საქართველოში ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებელი შემოვიდეს. იმის გამო, რომ დღეს გაზის ბაზარი მთლიანად მონოპოლიზებულია, კონკურენციის გაზრდის შესაძლებლობას სპეციალისტები საეჭვოდ მიიჩნევენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშის სახით გამოჩნდეს "სოკარის" შვილობილი რომელიმე კომპანია.

მარი ჩიტაია
02.02.2019

 აფთიაქებში შეძენილ თითქმის არც ერთ წამალს ქართულ ენაზე ეტიკეტი არ მოჰყვება. სურსათის შემთხვევაში კანონმდებლობა ამ საკითხს მეტ-ნაკლენად არეგულირებს, ხოლო სააფთიაქო ქსელებში სრული განუკითხაობაა. იმპორტული წამლების დიდ ნაწილზე დატანებული ეტიკეტის წაკითხვა ხშირად შეუძლებელია შრიფტის სიმცირის ან გაურკვეველ ენაზე დართული წარწერის გამო.

თამარ შუკვანი
01.02.2019

 „ბევრი საკითხი, როგორც პრეზიდეტის მხრიდან, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან იქნა გაჟღერებული. მონაწილეები ბევრ თემას შეეხნენ, მაგრამ მთავარი კითხვა, რაზეც უნდა მიგვეღო პასუხი, - რას გვთავაზობენ, რა ტიპის ცვლილებაზეა ლაპარაკი, - ეს ვერ მოვისმინეთ, სამწუხაროდ," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
01.02.2019

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას უნივერსიტეტის ერთპიროვნულად, პირადი ინტერესებითა და ამბიციებით მართვაში ადანაშაულებენ მის მიერ გათავისუფლებული პროფესორები. მათი განცხადებით, ზედანია მტრად მიიჩნევს ყველას, ვინც მისი მორჩილი არ არის და რაიმე კრიტიკას გაახმოვანებს, ან რეიტინგული პროფესორია, ან ყოფილ რექტორ, გიგი თევზაძესთან კარგ ურთიერთობაშია შემჩნეული და ასეთ ადამიანებს ნელ-ნელა სამსახურიდან უშვებს. ეს უსამართლო დანიშვნა-მოხსნები კი წლებია გრძელდება.

ია აბულაშვილი
01.02.2019

 "არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებამ თავად უნდა შეცვალოს, გარედან ზეწოლის გარეშე; ეს მისთვის უფრო მომგებიანი იქნება. თუ უარს იტყვის, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ ოპოზიციის წნეხს გაუძლოს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორიცულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
01.02.2019

 „ქართული მხარის გადაწყვეტილება, რას აპირებს და როგორ გეგმავს, არ ვიცი, -სახელმწიფოს გამოკვეთილი ნება ჩვენ არ გვაქვს. ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადაციაზე. მისი ნების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ვერ მოიქცევა," - ამის შესახებ საქართველოში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა.

ია აბულაშვილი
01.02.2019

 "ივანიშვილის ბრძანებით იყო თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვინც ამ საზიზღრობას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. პარტია პრევენცია არ არის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავთა მიერ 16 პირის დაკავებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×