თამარ შუკვანი
05.02.2019

 "ამერიკამ შეიძლება ბულგარეთისა და რუმინეთის საქართველოსთან შავი ზღვის აუზის აკვატორია შეკრას. შექმნას სამეთვალაყურეო პუნქტები და ჩაატაროს მონიტორინგი - თუ როგორ ავითარებს რუსეთი თავის სამხედრო პოტენციალს და იყოს ერთგვარი საპირწონე რუსული საზღვაო-სამხედრო ძალების ჰეგემონობის აღსაკვეთად," - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ მუკბანიანი
05.02.2019

 მანქანის შენახვა კიდევ უფრო ძვირდება. ტექინსპექტირების შემდეგ, 2019 წლის ივლისიდან, უკვე საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება, რომლის ღირებულებაც წელიწადში, მინიმუმ, 100-150 ლარი იქნება. ინიციატივას ჯერჯერობით კანონპროექტის სახე აქვს, თუმცა უკვე წარედგინა პარლამენტს.

მარი ჩიტაია
05.02.2019

 სტატისტიკური მონაცემებისა და ემპირიული დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში 250 000 ოჯახზე მეტი უკვე გაკოტრებულია. ეს არის უშემოსავლო, ვალებში ჩაფლული ხალხი, რომელიც, ფაქტობრივად, სესხებით ცხოვრობს და ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სხვა გამოსავალი არ აქვს. ერთი შეხედვით, ხელისუფლება აქცენტს ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი ხდება იმისთვის, რომ მოქალაქეების მდგომარეობა გამოსწორდეს. ხელფასების დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას ხმარდება და ხალხს ფული ელემენტარული პირობებისთვისაც არ რჩება.

მარი ჩიტაია
05.02.2019

 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების ნაწილს გაზი პლასტმასის მილებით მიეწოდება. ამიტომ გაზის გაჟონვის საფრთხე თითქმის ყველგანაა, სადაც მოსახლეობა ბუნებრივ აირს მოიხმარს. სპეციალისტების თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ამ კომპანიებს შორის კაბალური ხელშეკრულებებია გაფორმებული, ქვეყანაში არ არის ისეთი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კერძო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას აიძულებს. ამასობაში მოსახლეობა თბილისსა და თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაზით იწამლება და იღუპება.

ნინა გარდაფხაძე
05.02.2019

 ახალ წელს კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული ასობით მოქალაქე სამსახურის გარეშე შეხვდა. პროცესი, როგორც ჩანს, 2019 წელსაც გაგრძელდება. შემცირების მიზეზი საბანკო რეგულაციაა, მეორე მხრივ კი, სავაჭრო სექტორში ცვლილება, რომელიც რაც დრო გავა, უფრო მძაფრი იქნება.

მარი გოცირიძე
05.02.2019

 საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ირანი ქვეყანაში საავტომობილო ზეთის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა გახდა. იმპორტი მატულობს, რაც ბაზრისთვის კარგი ტენდენციაა, თუმცა დამაფიქრებელია ხარისხი, რითაც ირანული პროდუქტი ნამდვილად გამორჩეული არ არის და ხარისხის ნიშით მას ზეთის მწარმოებელ ქვეყნებთან კონკურენციის გაწევის შანსიც კი არ აქვს.

ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 „ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი აღარ არის, როგორც ჩანს, ისე მაღალი და ის მანევრებს ატარებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებზე დაკავდნენ, სხედან და იმით არიან დაკავებულები - ბესელია მოერევა თუ კობახიძე. მიაქციეთ ყურადღება, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რა კომენტარი გაკეთდა? თურმე ხელისუფლება იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. მე კითხვას ვსვამ - ძალიან მაინტერესებს, აქამდე რის ფარგლებში მოქმედებდნენ? მითხარით, ეს ტრაგიკომედია არ არის?!"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 „ოცნების" დეპუტატების ე.წ. ახლებსა და ე.წ. ძველების გუნდებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი არა და არ წყდება და ამჯერად დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს შორის გრძელდება.„ახლებსა" და „ძველებს" შორის გუნდურობის შენარჩუნება, ოპონენტების დასანახად გარეგნულად მაინც, ვერა და ვერ ხდება ყველაზე მძიმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემის ირგვლივაც კი.

ელზა პაპოშვილი
04.02.2019

ე.წ. ციანიდის საქმე და წმინდა სინოდის დუმილი ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე - მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციებს იწყებენ. 

ია აბულაშვილი
04.02.2019

 "კულტურას მეტი დაფასება სჭირდება და ამიტომ ერთ უზარამაზარ სამინისტროში მისი გაერთიანება არ შეიძლება, ის ცალკე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს"- ასე ეხმაინება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, გავრცელებულ ინფრმაციას, რომ ოპტიმიზაციის მიზნით გაერთიანებული სამინისტროები, შეიძლება ისევ ცალკე სტრუქტურებად ჩამოყალიბდეს.

ია აბულაშვილი
04.02.2019

 "მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ამ პროცესში საზოგადოების მასობრივი ჩართულობა მოახერხოს, რადგან საზოგადოებას დღეს ნაკლებად აინტერესებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი და პარლამენტის მოდელი"- აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×