ელზა პაპოშვილი 01.02.2019
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულია 16 პირი. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წევრია. ორი აქტივისტი. ირმა და ინგა ხაროიშვილების აყვანა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა. ასევე სამეგრელოში ორი მამაკაცის დაკავება მოხდა, რომლებიც პარტიის აქტივისტები არიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის" მონაწილე გიორგი გასვიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი კახა ხვისტანი „რეზონანსთან“ ადასტურებს. ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ დააკავეს.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2019
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მთავარია ვინ იყო ამ კადრების თავი წყარო და არა ის, ვინც კანონი არ იცოდა, მიიღო ვიდეო და არცოდნის გამო გაავრცელა. თუ წყარო არ დადგინდა, ამ ადამიანების დაკავებას აზრი არ ექნება, რადგანაც ის პიროვნება მაინც შეეცდება, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება მოხდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 01.02.2019
ცხინვალის რეჟიმი ბოლო დროს უფრო და უფრო ააქტიურებს მუქარას ყაზბეგის ტერიტორიის დაბრუნების პრეტენზიაზე. ამჯერად, ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რიგი ტერიტორიები - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს" და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2019
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 7 ადამიანის გარდაცვალებაზე? ახლა ესაა მთავარი კითხვა, რომელიც ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებას აინტერესებს. უკვე დადგენილია, რომ გაზის ღია გამათბობლის ნამწვის შედეგად მუშები გარდაიცვალნენ, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
|
თეო გუდავაძე 01.02.2019
დედაქალაქის შემდეგ კომერციული გაზი რეგიონებშიც გაძვირდება. ფასმა თბილისში პირველი იანვრიდან მოიმატა, ხოლო დანარჩენ საქართველოში პირველი მარტიდან მოიმატებს. იმ პირობებში, როცა ცენტრიდან მოშორებით ბიზნესს განვითარება ისედაც უჭირს და სამუშაო ადგილები ძალიან მცირეა, ეს დამატებითი მუხრუჭი იქნება კერძო სექტორისთვის. თანაც გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის ღირებულება.
|
მარიკა გოგოხია 01.02.2019
ქართულ სოფლებში უცხოელების დასახლების შემთხვევები დღესაც მრავლადაა. მართალია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუმისში "არაბული სოფელი", შესაძლოა, აღარ აშენდეს, მაგრამ საქართველოს რეგიონებში კვლავ რჩება რამდენიმე სოფელი, სადაც უცხოელები სახლდებიან, განსაკუთრებით მცხეთის რაიონსა და დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება კუმისში "არაბული სოფლის" გაშენებას, იქ მიწის ნაკვეთის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებით შექმნილმა პრობლემამ შეუშალა ხელი.
|
თამარ მუკბანიანი 01.02.2019
2019 წლის იანვარში დედაქალაქში გაზით მოწამვლისა და აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 73 კი მოიწამლა. სტატისტიკა საგანგაშოა. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა კომპანიის მხრიდან გაფრთხილებული იყო, მილებიც დალუქეს, თუმცა მომხმარებლებმა თვითნებურად აღადგინეს მიწოდება. ამ კუთხით სანქციას კანონი არ ითვალისწინებს. ენერგოომბუდსმენი და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებიც მიიჩნევენ, რომ უბედური შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს კანონი ურჩი მომხმარებლის დაჯარიმებისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 31.01.2019
ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდები მათ მეზობლად რამდენიმე თვის წინ ქირით გადმოვიდნენ და ისინი მშენებლობაზე მუშაოდ მუშაობდნენ. ახალგაზრდებს შორის გარდაცვლილი, ასევე შუახნის მამაკაციც, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდის მამაა. ასევე გარდაცვლილები არიან ძმები.
|
ზვიად აბულაძე 31.01.2019
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს და მხოლოდ 21%-ია უარყოფითად განწყობილი.
|
ია აბულაშვილი 31.01.2019
"ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. ამ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიციას საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებთი რაიმე ინიციატივა აქვს" - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებთი ოპოზიციის მოთხოვნას.
|
თამარ შუკვანი 31.01.2019
„როგორც კი მაკედონიამ დიდი ბრძოლის შედეგად თავისი ქვეყნის სახელწოდების შეცვლა მოახდინა, მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება პრობლემას აღარ წარმოადგენს და შესაძლოა უფრო ადრეც მოხდეს მისი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 31.01.2019
განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში. თუმცა „რეზონანსთან" ექსპერტები თანხმდებიან, რომ სკოლა არა გამოცდაში მაღალი ქულის მიღებაზე, არამედ აზროვნებისა და ანალიზის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|