მარიკა გოგოხია 30.01.2019
პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი ზედმეტად ოპტიმისტური ჩანს. ინვესტიციებში იმდენად მაღალი ჩამორჩენაა, რომ ნაკლებად დასაჯერებელია, ქვეყანაში კაპიტალდაბანდებით ვინმე რეალურად ინტერესდებოდეს. ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, ინვესტიციებში მკვეთრი კლებაა, რითაც დასტურდება, რომ ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს.
|
თამარ მუკბანიანი 30.01.2019
1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებში რეალიზაცია მინიმუმზე დაიყვანა. "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის" სრულად ძალაში შესვლის შემდეგ მაღაზიებში განვადებები 70%-ით შემცირდა. ამის გამო სავაჭრო ობიექტები თანამშრომლების გათავისუფლებასა და რეგიონებში ფილიალების შემცირებას გეგმავენ.
|
ეკატერინე ბასილაია 29.01.2019
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შეიტანს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ასეთი განაცხადი შესაძლოა, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ერთდროულად გააკეთოს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" შეკითხვაზე, თუ რას გეგმავს საქართველო, ბუნდოვანი პასუხი აქვთ - რომ საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, მაგრამ ახლა ევროკავშირი არაერთი გამოწვევის წინაშეა და ამ ეტაპზე მთავარია, შევასრულოთ ის საშინაო დავალებები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების შედეგად გვაქვს.
|
ელზა პაპოშვილი 29.01.2019
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგეგმილ დიდ ცვლილებებს „რეზონანსთან“ აფასებს. ზურაბიშვილი სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და ასევე 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულოდ გადაქცევას მიესალმება.
|
თამარ შუკვანი 29.01.2019
„მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება, ან რაღაც პოლიტიკური ინტერესი. თუ შურისძიებაზეა ლაპარაკი, ეს არის ვიღაც ნაძირლების და ბრიყვების გაკეთებული, რადგან პოლიტიკა ასეთ მეთოდს არ იცნობს. თუმცა, ბრიყვების და ნაძირლების სიმცირეს, სამწუხაროდ, საქართველო არ უჩივის," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 29.01.2019
„შესაძლოა კომპრომატებით ომი იყოს, თუმცა კომპრომატსაც ვერ დავარქმევთ ამას, რადგან რაიმე დანაშაულის დოკუმენტი კი არ არის, უბრალოდ სრულიად ნორმალური ცხოვრების ამსახველი კადრებია და დარღვეული ეთიკური ნორმები. ეკრანზე გამოტანილია ის, რაც არ უნდა იყოს გამოტანილი.
|
ელზა პაპოშვილი 29.01.2019
ჩინჩალაძეს დახურული სივცრის შიში აქვს, რომ არ ჩაწერონ, ამიტომაც შეხვედრები ღია ცის ქვეშ დაიწყო - ასე აფასებენ „რეზონანსთან“ მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვდრის ფაქტს, რომლის ფოტოც „ტაბულას“ ჟურნალისტმა გადაიღო.
|
ტატა შოშიაშვილი 29.01.2019
დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისთვის ახალი გზა გამონახეს. კერძოდ, მინსკის შეთანხმება შესაძლოა, რომ ახალმა გეგმამ ჩაანაცვლოს, რომელიც გაერო-სა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ძალებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ახალი ინიციატივის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა შექმნას სააგენტოები, რომელთა ფუნქცია რეგიონის აღდგენა იქნება და ეს ორგანიზაციები უნდა თანამშრომლობდნენ ეუთო-სა და გაერო-სთან.
|
ტატა შოშიაშვილი 29.01.2019
"მადუროს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც მისი რეჟიმი დაემხობა, ხოლო ხელისუფლებას ჩაიბარებს გარდამავალი მთავრობა, რომელიც შემდეგ მოამზადებს ვენესუელას ახალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის",-ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელისთვის ახალი სანქციების დაწესება.
|
ეკატერინე ბასილაია 29.01.2019
სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები იწყება. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. 2020 წელს კი ე.წ. კატის გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წლიდან სავალდებულო აღარ იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, თითოეულ საგანზე გადასალახ ბარიერს დააწესებენ თავად უნივერსიტეტები და ასევე შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
|
ეკატერინე ბასილაია 29.01.2019
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და ივანიშვილის სახლში გასაშვებად, ოღონდ ერთი პირობით, მისმა მომხრეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 72 საათის განმავლობაში ის არ დააკავონ და თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.
|
მარი ჩიტაია 29.01.2019
მაღალჩინოსნების ხელშეწყობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთები ჩალის ფასად, სულ რაღაც 30-50 თეთრად გაიყიდა. მიწის მინიმალურ ფასად რეალიზაცია კანონის მრავალჯერადი დარღვევით მოხდა, რაც კორუფციულ გარიგებებაზე მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ განუკითხაობას, რომელიც მუნიციპალური ქონების გასხვისების მხრივ რეგიონებში არსებობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|