ია აბულაშვილი 25.01.2019
"თითქოს პროცესი ჩაწყნარდა, მაგრამ "ოცნებაში" გაჩენილი ბზარი უფრო დიდ ნაპრალად იქცევა"- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 25.01.2019
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. ორდღიანი მსჯელობისა და საუბრის შემდეგ, როგორც დეპუტატები აცხადებენ, მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
|
მარი ჩიტაია 25.01.2019
საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მალე ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ცვლილება ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა, როგორც ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეს ტენდენცია შესაძლოა უკვე მომდევნო თვეებიდან გახდეს შესამჩნევი.
|
რეზონანსი 25.01.2019
ქალაქის მერმა დაპირება შეასრულა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი დაიწყო. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ `ქაქუცა ჩოლოყაშვილის~ ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება. მათი პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის:
|
ეკატერინე ბასილაია 25.01.2019
ჩრდილოეთ ოსეთში დიდი შფოთი და უკმაყოფილებაა პრიგოროდნი რაიონის ერთ-ერთ სოფელში ინგუშების ბოლოდროინდელი სტუმრობის გამო და აცხადებენ, რომ ინგუშებს სურთ, ისინი საკუთარი სახლებიდან გამოასახლონ ოსები, იმ არგუმენტით, რომ 30 წლის წინ ამ სოფლებში თავად ცხოვრობდნენ, რაც ოსების მტკიცებით, მიუღებელია და დიდ არეულობას გამოიწვევს.
|
თამარ შუკვანი 25.01.2019
„შერიგება" ამ ეტაპზე ვერ მოხდა, - ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციას შორის დაპირისპირება გრძელდება. დათუნაშვილის განცხადებით, იგი ფედერაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს და ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.
|
რეზონანსი 25.01.2019
ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წამყვანმა მწარმოებელმა „ქართული ლუდის კომპანიამ“ (სს „ქართული ლუდის კომპანია“) 25,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.
|
ელზა პაპოშვილი 25.01.2019
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიაში ბესელიას და კობახიძის დაპრისპირება სახელმწიფოებრივად საინტერესო არ არის და ამიტომაც ახლა საზოგადოების მთავარი ინტერესი იქით უნდა იყოს მიმართული, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილი რა გადაწყვვეტილებას მიიღეებს. ფიქრობს, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა ძალიან მარტივია და მას არარსებული ერთიანობის შენარჩუნება სურს. ცდილობს, რომ ამ ადამიანების თანაცხოვრების ზიზღის ფორმულა იპოვოს და როგორმე მათი ერთად ყოფნა გაახანგრძლივოს.
|
ია აბულაშვილი 25.01.2019
"ეს იყო ერთგვარი მანევრი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - რადიკალური გადაწყვეტილება რომ მიეღო იმ გუნდის მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება მოსამართლეების სიის ამ წესით დამტკიცებას, ამ ეტაპზე წამგებიანი იქნებოდა. ივანიშვილი მოლდინის რეჟიმშია, არ არის გამორიცხული, რომ სამომავალოდ სხვა გათვლები ჰქონდეს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 25.01.2019
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდემარე ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის, სერგო მეთიფიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, რაც, მისი თქმით, მაგალითი იქნება ყველა მოსამართლისთვის, რომ მათ პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართვის უფლება თავს არასდროს მისცენ.
|
ელზა პაპოშვილი 25.01.2019
"ქართულ ოცნებაში" კონსულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია. როგორც გუშინ სხდომიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.
|
ია აბულაშვილი 25.01.2019
პირველ ქართულ უნივერსიტეტს დააარსებისთანავე ჰქონდა კავშირი იმ დროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. გასაბჭოების შემდეგ კი ბოლშევიკებს გაქცეული მოწინავე ქართველები სწორედ ევროპის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|