რეზონანსი
22.01.2019

 მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაიწყო. თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ საქართველოს მთავრობის განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოიცა ბრძანება, რაც გულისხმობს წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში თანამშრომლებსა და მოსწავლეების სტატუსის შეჩერებას.

ტატა შოშიაშვილი
22.01.2019

 აშშ-მა რუსეთის შეკავების ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვრის დასაწყისში პენტაგონში წარმოადგინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთან დაკავშირებული ანგარიშის მიმოხილვისას. კერძოდ, აშშ ორიენტირებული იქნება საკუთარი სარაკეტო სისტემებისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარებაზე, რათა არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ კოსმოსშიც კი მოახერხოს რუსეთისთვისა და სხვა ქვეწყნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მარიამ ხვედელიძე
22.01.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა, ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ახლო მომავალში მთავრობასა და პარლამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ჩაანაცვლებს თუ არა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ქანთარია ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა კონკრეტულ გვარებზე გუნდში საუბარი არ ყოფილა.

ეკატერინე ბასილაია
22.01.2019

 უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა 10-კაციან სიას პარლამენტი არ განიხილავს. ყველასგან მოულოდნელად ეს თავად ამ "შავი სიის" წევრებმა მოითხოვეს და მიმართეს პარლამენტს, რომ სიის აცილება მოხდეს, რითაც ორშაბათ დილით არასამთავრობო სექტორის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციამ მცირე, თუმცა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მარი ჩიტაია
22.01.2019

 საქართველოში გავრცელებულ ღორის გრიპის ვირუსისა და წითელას ეპიდემიასთან ბრძოლა სახელმწიფოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი უჯდება. სპეციალისტების გათვლით, ხარჯი 12-15%-ის ფარგლებში მატულობს თითოეულ ოჯახზეც. გაცილებით ნაკლები იქნებოდა ზარალი, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა გამართულად რომ მუშაობდეს და პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარებულიყო. ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ცალკეული ოჯახების, ასევე სახელმწიფოს დანახარჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ და არაპირდაპირაც სერიოზულ პრობლემას უქმნის.

მარი ჩიტაია
22.01.2019

 დაწესებული რეგულაციის გამო ლომბარდები თითქმის მასობრივად იხურება. ეს პროცესი უკვე დაიწყო და, ახალი წლიდან მოყოლებული, წვრილი ლომბარდების ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა. საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სებ-ის მიერ დაწესებული სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.

ია აბულაშვილი
22.01.2019

 "10 თებერვალს ლიეჟში (ბელგია) მე ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ ქართველები. ამ შეკრებაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე, საქართველოს მომავალზე; იმაზე, თუ როგორ გამოვიხსნათ ჩვენი ქვეყანა, დავგეგმავთ სამშობლოში ერთობლივად ჩასვლის თარიღს" - ასეთი განცხადებით გამოვიდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 იანვარს ნიუ იორკში, ბრუკლინში, ორგანიზაციის - "ერთად სახლში" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ქართველ ემიგრანტებთან, სადაც მათ მოუწოდა, რომ გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს ბილეთი საქართველოსკენ და ჩავიდეს იქ, რათა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდეს.

თამარ მუკბანიანი
22.01.2019

 გაზგასამართი სადგურები უშუალოდ დასახლებულ პუნქტებსა და ხალხმრავალ ადგილებშია განლაგებული. საფრთხე აშკარაა და მცირე შეცდომის ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი აფეთქების მასშტაბი კატასტროფული იქნება, თუმცა ამ სფეროს რეგულირებაზე არავინ მუშაობს. არადა, 1 გაზგასამართი სადგურიც რომ აფეთქდეს, დიდი დიღმის ტრაგედია მონაგონი იქნება იმ სავალალო შედეგებთან, რაც მას მოჰყვება.

თამარ მუკბანიანი
22.01.2019

 იანვრიდან ამოქმედებული საფინანსო სფეროს რეგულაციის შედეგად, სხვა პრდუქტებთან ერთად, ონლაინ სესხებით სარგებლობაც შეფერხებულია. ამიტომ კომპანიებმა შემოსავლის ზრდის გზების ძებნა დაიწყეს და კანონში "ხვრელებსაც" მიაგნეს. ერთ-ერთია ლიზინგის საფარქვეშ ტელეფონების ონლაინ ლომბარდის შექმნა. რადგან რეგულირებით არ გამქრალა მოთხოვნა ფულზე, შესაბამისად, გამსესხებლები ფულის მიწოდების გზებს ეძებენ, რომელიც უფრო ძვირია მომხმარებლისთვის, ვიდრე იანვრამდე იყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×